სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეუფარდეს
გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეუფარდეს

გა­რი­გე­ბულ მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ვახ­ტანგ ჯა­ყელს, ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას, ლაშა ჩა­ფი­ძეს და ნიკა და­უშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ყო­ფილ ფეხ­ბურ­თე­ლებს ნიკა და­უშ­ვილს, ვახ­ტანგ ჯა­ყელ­სა და ლაშა ჩა­ფი­ძეს, ასე­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ჭი­ა­თუ­რას" ფეხ­ბურ­თელს, ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ჩე­ნილ ბრალ­დე­ბუ­ლებს, მო­სა­მარ­თლემ მათ პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გი­რაო შე­უ­ფარ­და. უფრო კონ­კრა­ტუ­ლად, ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძეს, რო­ბერტ იმერ­ლიშ­ვილს, ჯონი შე­რო­ზი­ას, გი­ორ­გი ბე­დი­აშ­ვილს, პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურს, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს სა­სა­მარ­თლომ 10-10 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და სა­პა­ტიმ­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.

გი­რა­ოს შე­ტა­ნის ვა­დად 20 დღე გა­ნი­სა­ზღვრა. შვი­დი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­პა­ტიმ­როს გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ და­ტო­ვებს.

და­კა­ვე­ბულ სპორ­ტსმე­ნებს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდთან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით ე.წ. „ჰან­დი­კა­პით“ – ორი ან მეტი ბურ­თით წა­გე­ბა­ზე.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 93 500 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 203-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეუფარდეს

გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - 4 პირს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეუფარდეს

გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყოფილ ფეხბურთელებს ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს, ასევე საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებულებს, მოსამართლემ მათ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა. უფრო კონკრატულად, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით.

გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს