კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, რომელიც ცხოველებზე უზომოდაა შეყვარებული - "ვეტერინარიას და სიმღერას  მშვენივრად ვათავსებ"
გაიცანით მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, რომელიც ცხოველებზე უზომოდაა შეყვარებული - "ვეტერინარიას და სიმღერას  მშვენივრად ვათავსებ"

იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლე­ბით, ფრინ­ვე­ლე­ბი­თა და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მღრღნე­ლე­ბით. უვ­ლის მათ იმ­დე­ნად, რომ კლი­ნი­კა­ში მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც ზრუ­ნავს... გა­ტა­ცე­ბაც არის და გა­ტა­ცე­ბაც - ის მზად არის ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ად აქ­ცი­ოს, რის­თვი­საც დღეს ენერ­გი­ას არ იშუ­რებს.

სა­ლო­მე ჩი­ტა­ძემ გა­სულ კვი­რას თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ამ­ბობს, რომ მე­ოც­ნე­ბე, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი გო­გოა, ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა უყ­ვარს და მი­იჩ­ნევს, რომ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია.

სა­ნამ იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, რი­თაც სა­ლო­მეს წარ­დგე­ნას თქვენ წი­ნა­შე ვა­პი­რებთ და რი­თაც სა­ოც­რა­დაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გე­ტყვით, რომ ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის კი­დეც, რაც გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა, სა­ლო­მე მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის შვი­ლია. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ბენდში მღე­რის და მისი პრო­დი­უ­სე­რი მა­მუ­ლი­ჩა, კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლია. „ერთი წე­ლია „ნონ­სტო­პის“ სო­ლის­ტი ვარ, სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი. ვმღე­რით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლას­თან და ჩემს საყ­ვა­რელ გა­ტა­ცე­ბას­თან ერ­თად, მშვე­ნივ­რად ვა­თავ­სებ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სწავ­ლი­თაც კარ­გად ვსწავ­ლობ, ცუდი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ. ად­ვი­ლად ვით­ვი­სებ იმ სა­განს, რაც მომ­წონს“, - გვე­უბ­ნე­ბა გო­გო­ნა.

- რო­გორც გა­ვი­გე, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის გან­ხრით აპი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას და ამ თე­მა­ზე აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ. სა­ი­დან და­ი­წყო შენ­ში ცხო­ვე­ლე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?

- ჩემს ოჯახ­ში ცხო­ვე­ლე­ბის ჩემ­ნა­ი­რი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არ არი­ან, ასე არ გიჟ­დე­ბი­ან ცხო­ვე­ლებ­ზე. მე არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარს ამ სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ბა­ბუ­ა­ჩემ­მა, დე­და­ჩე­მის მა­მამ ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­მი­ნერ­გა, რა­საც დღემ­დე ნა­ნობს, - ეს რა გა­ვა­კე­თეო... თუმ­ცა მე ამის­თვის მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­არ­ხებს მა­ყუ­რე­ბი­ნებ­და, სა­დაც ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ვე­ლებ­ზე იყო ხოლ­მე გა­და­ცე­მე­ბი. რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღაც უყ­ვარს, რა­ღა­ცის­თვის ცხოვ­რობს, ეს ყვე­ლა­ზე დიდი შვე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მოკ­ლედ, დიდი მად­ლო­ბა ბა­ბუ­ას, რომ ჩემი თავი მა­პოვ­ნი­ნა და ჩემ­ში ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ნერ­გა.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნე, შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ცხო­ვე­ლებს ეხ­მა­რე­ბი. რას გუ­ლის­ხმობ ამ დახ­მა­რე­ბა­ში?

- სულ სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვი­ქე­ქე­ბი, რომ მეტი და მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვო ცხო­ველ­თა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად და­ვეხ­მა­რო ექიმს, იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ, პრაქ­ტი­კან­ტი ვარ. მინ­და, რომ ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ საქ­მე­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მი გვყავს, მაგ­რამ მეც მინ­და, ასეთ დო­ნეს და შე­დეგს მი­ვაღ­წიო, რომ ყვე­ლა­ფერს თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვა­ტა­რებ­დე. არ შე­მე­შინ­დეს ჩემი დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის, - მოკ­ლედ, მინ­და თა­ნაბ­რად და ხა­რის­ხი­ა­ნად ვფლობ­დე ყვე­ლა­ფერს. ასე რომ, ბევ­რი რამ უნდა ვის­წავ­ლო.

ცხო­ველ­თა დახ­მა­რე­ბა­ში კი აი, რას ვგუ­ლის­ხმობ: თუნ­დაც ის, რომ ცხო­ველს ჭრი­ლო­ბას ვუ­სუფ­თა­ვებ, ვუვ­ლი იმის­თვის, რომ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი მალე შე­უ­ხორ­ცდეს. ვუ­კე­თებ ნემ­სებს, გა­დას­ხმებს, რომ ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ან მა­ნამ­დე გა­უ­წყლო­ე­ბა არ და­ე­მარ­თოს. მათი თე­რა­პი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არის პრაქ­ტი­კან­ტე­ბის, ანუ ჩვე­ნი მთა­ვა­რი საქ­მე, ანუ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში ცხო­ვე­ლებს ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით. ოპე­რა­ცი­ებს კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქი­რურ­გი - ირაკ­ლი ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი უკე­თებს. ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტია.

- უსუფ­თა­ვებ ჭრი­ლო­ბას, უნიშ­ნავთ წამ­ლებს, მე­დი­კა­მენ­ტებს დრო­უ­ლად აძ­ლევ, უკე­თებ გა­დას­ხმას - მოკ­ლედ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კან­ტის ხელ­შია... რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ამ კლი­ნი­კა­ში?

- სრუ­ლად შემ­თხვე­ვით. ჩემი მე­გობ­რის ძაღლს ვაქ­ცი­ნა სჭირ­დე­ბო­და. მი­ვე­დით იქ მე, ირაკ­ლი და მაშო და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ზე. ვთქვი, - მეც მინ­და, ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ზე ჩა­ბა­რე­ბა-მეთ­ქი. თუ ასე გინ­და, გუ­ლით გაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში პრაქ­ტი­კებ­ზე იარე და ის­წავ­ლიო. უზო­მოდ გა­მი­ხარ­და, არ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მოკ­ლედ, მი­ვე­დი და აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. ამი­ტომ, ყვე­ლა­ფერ­ში და ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გა­ნაც ასე ად­ვი­ლი არ არის, ასეთ შანსს „ხელი გა­მოჰ­კრა“. დღე და ღამე კლი­ნი­კა­ში ვარ და უზო­მოდ მი­ხა­რია, არ ვწუ­წუ­ნებ იმა­ზე, თუნ­დაც ღა­მის გა­თე­ნე­ბა რომ მი­წევს. ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან - ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი, მღრღნე­ლე­ბი, თუ­თი­ყუ­შე­ბი, ზა­ზუ­ნე­ბი, ზღვის გო­ჭე­ბი, კურ­დღლე­ბი, - მათ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ქი­რურ­გი ეხ­მა­რე­ბა.

- რა შემ­თხვე­ვე­ბი გქო­ნია პრაქ­ტი­კა­ში და უკვე რა გა­მოს­ცა­დე?

- ძაღ­ლებს და კა­ტებს ვუვ­ლი. მო­მი­წია რამ­დე­ნი­მე კონ­სულ­ტა­ცია თუ­თი­ყუ­შის­თვის რომ გა­მე­ცა და კი­დევ მა­ი­მუნს გა­ვუ­კე­თე გა­დას­ხმა. მერე ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ქი­რურ­გე­ბი არ იყ­ვნენ და სას­წრა­ფოდ ძაღ­ლის­თვის ანა­ლი­ზი უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რომ გა­გე­გოთ, ოპე­რა­ცი­ას გა­და­ი­ტან­და თუ არა. ექიმს და­ვუ­რე­კე, ვუ­თხა­რი ამის შე­სა­ხებ და მკი­თხა - შე­გიძ­ლია შენ აუღო სის­ხლი? ცოტა და­ვი­ბე­ნი. მერე მი­თხრა - მიდი, ნუ გე­ში­ნია. თუ ორ­ჯერ არ გა­მო­გი­ვი­და, თავი და­ა­ნე­ბე. პირ­ვე­ლი­ვე ჩხვლე­ტა­ზე ვე­ნა­ში მოვ­ხვდი და სი­ხა­რუ­ლის­გან ისე ავ­ხტი, რომ ლა­მის ძაღ­ლი გა­ვა­გი­ჟე, მაგ­რამ კა­თე­ტერს ჯერ ვერ ვდგამ... ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. არც ის მა­დარ­დებს, რომ ჩემი ფორ­მა ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ გა­სა­რე­ცხია.

- წელს აპი­რებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას?

- დიახ, ჩა­ბა­რე­ბას ვა­პი­რებ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, „ზო­ო­ვე­ტი“ არ და­ხუ­რუ­ლი­ყო, მაგ­რამ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვე­ტე­რი­ნა­რი­ის გან­ხრით ხომ ვამ­ბობ, მა­ინც ჩა­ვა­ბა­რებ, რა­საც დოქ­ტო­რან­ტუ­რამ­დე მინ­და, გავ­ყვე, ყვე­ლა­ფე­რი სა­გულ­და­გუ­ლოდ ვის­წავ­ლო და ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სად შევ­ძლო.

- მერე, ვე­ტე­რი­ნა­რი­ას და სიმ­ღე­რას ერ­თად რო­გორ შე­ა­თავ­სებ?

- შა­ვუ­თავ­სებ, რად­გან ორი­ვე მიყ­ვარს. შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო, რომ კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ად­ვი­ლად ვით­ვი­სებ, რა­საც მო­ვინ­დო­მებ­დი. ზო­გა­დად ასეა და ყვე­ლა ასეა, თუ ადა­მი­ანს რამე უნდა, ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევს, რომ თვი­თონ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს. თუ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობ, ვერც სხვას მი­ა­ნი­ჭებ სი­ა­მოვ­ნე­ბას და შე­იქ­მნე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. ადა­მი­ან­მა კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა იგ­რძნოს თავი, ოღონდ, - მა­ინ­ცდა­მა­ინც მე ვიყო კარ­გად, ასე არა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მშვი­დად უნდა გა­ნე­წყოს, რომ სხვებ­საც სიმ­შვი­დე მი­ა­ნი­ჭოს.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია შენი თავი ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მო­მა­ვალ­ში?

- სიმ­ღე­რა­შიც და ამ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ახლა ვსაქ­მი­ა­ნობ... მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვონ. ასე­ვე ძა­ლი­ან მინ­და, ადა­მი­ა­ნებს მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა ჰქონ­დეთ, შრო­მა და­უ­ფას­დეთ, უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და და­მი­ჯე­რეთ, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გაიცანით მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, რომელიც ცხოველებზე უზომოდაა შეყვარებული - "ვეტერინარიას და სიმღერას  მშვენივრად ვათავსებ"

გაიცანით მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, რომელიც ცხოველებზე უზომოდაა შეყვარებული - "ვეტერინარიას და სიმღერას  მშვენივრად ვათავსებ"

იშვიათად მინახავს გოგონა, რომელიც ასეთი გატაცებულია ცხოველებით, ფრინველებითა და, წარმოიდგინეთ, მღრღნელებით. უვლის მათ იმდენად, რომ კლინიკაში მათი რეაბილიტაციის პროცესზეც ზრუნავს... გატაცებაც არის და გატაცებაც - ის მზად არის ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში პროფესიად აქციოს, რისთვისაც დღეს ენერგიას არ იშურებს.

სალომე ჩიტაძემ გასულ კვირას თბილისის 150-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ მეოცნებე, თავგადასავლების მაძიებელი გოგოა, ყველაფერი და ყველა უყვარს და მიიჩნევს, რომ ბედნიერი ადამიანია.

სანამ იმ საქმიანობაზე ვისაუბრებდეთ, რითაც სალომეს წარდგენას თქვენ წინაშე ვაპირებთ და რითაც საოცრადაა გატაცებული, გეტყვით, რომ ის შესანიშნავად მღერის კიდეც, რაც გასაკვირი სულაც არაა, სალომე მომღერალ მაკა ზამბახიძის შვილია. როგორც გვეუბნება, ბენდში მღერის და მისი პროდიუსერი მამულიჩა, კახა მამულაშვილია. „ერთი წელია „ნონსტოპის“ სოლისტი ვარ, საოცარ რეჟიმში ვმუშაობთ, გვაქვს კონცერტები. ვმღერით სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ საქმიანობას სწავლასთან და ჩემს საყვარელ გატაცებასთან ერთად, მშვენივრად ვათავსებ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. სწავლითაც კარგად ვსწავლობ, ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ. ადვილად ვითვისებ იმ საგანს, რაც მომწონს“, - გვეუბნება გოგონა.

- როგორც გავიგე, ვეტერინარიის განხრით აპირებ სწავლის გაგრძელებას და ამ თემაზე აღტაცებით საუბრობ. საიდან დაიწყო შენში ცხოველების ასეთი სიყვარული?

- ჩემს ოჯახში ცხოველების ჩემნაირი მოყვარულები არ არიან, ასე არ გიჟდებიან ცხოველებზე. მე არანორმალურად მიყვარს ამ სამყაროს წარმომადგენლები... ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბაბუაჩემმა, დედაჩემის მამამ ცხოველების სიყვარული ჩამინერგა, რასაც დღემდე ნანობს, - ეს რა გავაკეთეო... თუმცა მე ამისთვის მისი უზომოდ მადლიერი ვარ. პატარა რომ ვიყავი, ისეთ საერთაშორისო ტელეარხებს მაყურებინებდა, სადაც ეგზოტიკურ ცხოველებზე იყო ხოლმე გადაცემები. როდესაც ადამიანს რაღაც უყვარს, რაღაცისთვის ცხოვრობს, ეს ყველაზე დიდი შვება და ბედნიერებაა. მოკლედ, დიდი მადლობა ბაბუას, რომ ჩემი თავი მაპოვნინა და ჩემში ასეთი სიყვარული ჩანერგა.

- როგორც აღნიშნე, შენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ცხოველებს ეხმარები. რას გულისხმობ ამ დახმარებაში?

- სულ სპეციალურ ლიტერატურაში ვიქექები, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მოვიპოვო ცხოველთა დაავადებებზე, რომ უფრო ხარისხიანად დავეხმარო ექიმს, იმ კლინიკაში, სადაც ახლა ვმუშაობ, პრაქტიკანტი ვარ. მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. შესანიშნავი ექიმი გვყავს, მაგრამ მეც მინდა, ასეთ დონეს და შედეგს მივაღწიო, რომ ყველაფერს თვალდახუჭული ვატარებდე. არ შემეშინდეს ჩემი დასმული დიაგნოზის, - მოკლედ, მინდა თანაბრად და ხარისხიანად ვფლობდე ყველაფერს. ასე რომ, ბევრი რამ უნდა ვისწავლო.

ცხოველთა დახმარებაში კი აი, რას ვგულისხმობ: თუნდაც ის, რომ ცხოველს ჭრილობას ვუსუფთავებ, ვუვლი იმისთვის, რომ ნაოპერაციები მალე შეუხორცდეს. ვუკეთებ ნემსებს, გადასხმებს, რომ ასევე ოპერაციის შემდეგ ან მანამდე გაუწყლოება არ დაემართოს. მათი თერაპიული რეაბილიტაცია არის პრაქტიკანტების, ანუ ჩვენი მთავარი საქმე, ანუ რეაბილიტაციაში ცხოველებს ჩვენ ვეხმარებით. ოპერაციებს კი შესანიშნავი ქირურგი - ირაკლი ნარჩემაშვილი უკეთებს. ძალიან კარგი სპეციალისტია.

- უსუფთავებ ჭრილობას, უნიშნავთ წამლებს, მედიკამენტებს დროულად აძლევ, უკეთებ გადასხმას - მოკლედ, რეაბილიტაციის ყველაზე მთავარი ნაწილი პრაქტიკანტის ხელშია... როგორ აღმოჩნდი ამ კლინიკაში?

- სრულად შემთხვევით. ჩემი მეგობრის ძაღლს ვაქცინა სჭირდებოდა. მივედით იქ მე, ირაკლი და მაშო და სრულიად შემთხვევით დავიწყეთ ლაპარაკი ვეტერინარიაზე. ვთქვი, - მეც მინდა, ვეტერინარიაზე ჩაბარება-მეთქი. თუ ასე გინდა, გულით გაქვს გადაწყვეტილი, ჩვენთან კლინიკაში პრაქტიკებზე იარე და ისწავლიო. უზომოდ გამიხარდა, არ ვიჯერებდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. მოკლედ, მივედი და აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ამიტომ, ყველაფერში და ყველას უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო, რადგანაც ასე ადვილი არ არის, ასეთ შანსს „ხელი გამოჰკრა“. დღე და ღამე კლინიკაში ვარ და უზომოდ მიხარია, არ ვწუწუნებ იმაზე, თუნდაც ღამის გათენება რომ მიწევს. ჩვენი პაციენტები არიან - ძაღლები, კატები, მღრღნელები, თუთიყუშები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, კურდღლები, - მათ ჩვენი მთავარი ქირურგი ეხმარება.

- რა შემთხვევები გქონია პრაქტიკაში და უკვე რა გამოსცადე?

- ძაღლებს და კატებს ვუვლი. მომიწია რამდენიმე კონსულტაცია თუთიყუშისთვის რომ გამეცა და კიდევ მაიმუნს გავუკეთე გადასხმა. მერე ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქირურგები არ იყვნენ და სასწრაფოდ ძაღლისთვის ანალიზი უნდა გაკეთებულიყო, რომ გაგეგოთ, ოპერაციას გადაიტანდა თუ არა. ექიმს დავურეკე, ვუთხარი ამის შესახებ და მკითხა - შეგიძლია შენ აუღო სისხლი? ცოტა დავიბენი. მერე მითხრა - მიდი, ნუ გეშინია. თუ ორჯერ არ გამოგივიდა, თავი დაანებე. პირველივე ჩხვლეტაზე ვენაში მოვხვდი და სიხარულისგან ისე ავხტი, რომ ლამის ძაღლი გავაგიჟე, მაგრამ კათეტერს ჯერ ვერ ვდგამ... ვიმეორებ, ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. არც ის მადარდებს, რომ ჩემი ფორმა ყოველ 2 საათში ერთხელ გასარეცხია.

- წელს აპირებ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებას?

- დიახ, ჩაბარებას ვაპირებ აგრარულ უნივერსიტეტში. უკეთესი იქნებოდა, „ზოოვეტი“ არ დახურულიყო, მაგრამ აგრარულ უნივერსიტეტში ვეტერინარიის განხრით ხომ ვამბობ, მაინც ჩავაბარებ, რასაც დოქტორანტურამდე მინდა, გავყვე, ყველაფერი საგულდაგულოდ ვისწავლო და ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება შესაბამისად შევძლო.

- მერე, ვეტერინარიას და სიმღერას ერთად როგორ შეათავსებ?

- შავუთავსებ, რადგან ორივე მიყვარს. შემიძლია გავიმეორო, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, ადვილად ვითვისებ, რასაც მოვინდომებდი. ზოგადად ასეა და ყველა ასეა, თუ ადამიანს რამე უნდა, ყველაფერს მიაღწევს, რომ თვითონ თავი კომფორტულად იგრძნოს. თუ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ, ვერც სხვას მიანიჭებ სიამოვნებას და შეიქმნება კოლექტიური არაკომფორტული სიტუაცია, რომელიც სხვების ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს. ადამიანმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი, ოღონდ, - მაინცდამაინც მე ვიყო კარგად, ასე არა. ფსიქოლოგიურად მშვიდად უნდა განეწყოს, რომ სხვებსაც სიმშვიდე მიანიჭოს.

- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ამ ყველაფრის ფონზე მომავალში?

- სიმღერაშიც და ამ კლინიკაში, სადაც ახლა ვსაქმიანობ... მინდა, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ. ასევე ძალიან მინდა, ადამიანებს მადლიერების გრძნობა ჰქონდეთ, შრომა დაუფასდეთ, უყვარდეთ ერთმანეთი, სიმშვიდე შეინარჩუნონ და დამიჯერეთ, უფრო ადვილი იქნება ცხოვრება.

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"