პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!
რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!

16 ივ­ნი­სი­დან მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში Black Sea Arena მსმე­ნელს მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის მეგა-სა­ნა­ხა­ო­ბებს პირ­დე­ბა.

შეკ­ვე­თი­ლის სცე­ნა­ზე ცე­ცხლს პირ­ვე­ლად Black Eyed Peas და­ან­თებს! ბენ­დი მუ­სი­კა­ლუ­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, ახალ სო­ლის­ტთან ჯე­სი­კა რე­ი­ნო­სოს­თან ერ­თად წარ­სდგე­ბა და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის რო­გორც ახალ ალ­ბომს, ისე ძველ ჰი­ტებს წა­რად­გენს.

Black Eyed Peas-ის ჯგუ­ფის სო­ლის­ტმა Fergie-მ გა­სულ წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ცნო­ბილ ჰი­ტებს უკვე ახა­ლი ხმის - ჯე­სი­კა რე­ი­ნო­სოს შეს­რუ­ლე­ბით მო­ის­მენს.

რო­გორც "ბლექ სი არე­ნას" დი­რექ­ტო­რი, ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, სწო­რედ Black Eyed Peas-ის შე­მად­გენ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის გამო, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ბენ­დის ახა­ლი ერის მომსწრე ხდე­ბა, რაც კონ­ცერტს ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოს და მიმ­ზიდ­ველს ხდის.

რა არის და­გეგ­მი­ლი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში და რა სი­ურპრი­ზი ელის მსმე­ნელს - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს დე­ტა­ლუ­რად "ბლექ სი არე­ნას" დი­რექ­ტო­რი ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა ესა­უბ­რა.

- შეკ­ვე­თილ­ში, "ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა­ზე სე­ზონს Black Eyed Peas გახ­სნის. რა ელის მსმე­ნელს სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე?

- რად­გან არ­ტის­ტის ტურ­ნე ძი­რი­თა­დად, ახა­ლი ალ­ბო­მის პრო­მო­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, ყვე­ლა ში­შობ­და, Black Eyed Peas ცნო­ბილ ჰი­ტებს შე­ას­რუ­ლებ­და თუ არა, თუმ­ცა Set List უკვე ცნო­ბი­ლია და ვი­ცით, რომ 2003-2010 წლის პე­რი­ო­დის პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი სცე­ნა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გაჟ­ღერ­დე­ბა.

სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი იყო ბენ­დის კა­რი­ე­რის ოქ­როს ხანა, რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი ჰიტი ამ დროს გა­მო­ი­ცა, და­წყე­ბუ­ლი Where is the Love?-დან I Got the Feeling-ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მინ­და, მსმე­ნელს ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა ეს სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ძა­ლი­ან ელო­დე­ბი­ან, შეს­რულ­დე­ბა.

მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ Black Eyed Peas-ის ახა­ლი ერის ერ­თგვა­რი მოწ­მე­ე­ბი ვხდე­ბით. ზო­გა­დად, ყვე­ლა მუ­სი­კო­სის კა­რი­ე­რა­შია ეტა­პი, რა­ღაც ხანა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ალ­ბომს, ტურ­ნეს, ცალ­კე­უ­ლი არ­ტის­ტე­ბის ეპა­ტა­ჟურ თუ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­მენ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა და რის გა­მოც ესა თუ ის არ­ტის­ტი რა­ღაც პე­რი­ო­დით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, Black Eyed Peas-ს უდ­გას ეს მო­მენ­ტი და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ სწო­რედ ამ სა­ჭი­რო მო­მენ­ტში გვი­წევს მათი მას­პინ­ძლო­ბა.

ბენ­დი მუ­სი­კა­ლურ ჟღე­რა­დო­ბას ოდ­ნავ ცვლის და თა­ვი­ანთ ძველ ჟღე­რა­დო­ბას უბ­რუნ­დე­ბა, რო­მე­ლიც პოპ და ელექტრო­ნულ ჟღე­რა­დო­ბას ნაკ­ლე­ბად მო­ი­ცავს და უფრო ჰიპ-ჰო­პის­კენ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი Fergie Black Eyed Peas-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღარ არის და ჯგუფს ახა­ლი ვო­კა­ლის­ტი ჰყავს. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ფაქ­ტი რამ­დე­ნად შე­ი­ტანს ბენდში ცვლი­ლე­ბებს? ცოტა რამ ახა­ლი ვო­კა­ლის­ტის შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ყე­ვით.

- Black Eyed Peas-ის ახა­ლი სო­ლის­ტის ვი­ნა­ო­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია. ეს არის ჯე­სი­კა რე­ი­ნო­სო, რო­მე­ლიც 2018 წელს ფი­ლი­პი­ნე­ბის Voice-ს ფი­ნა­ლის­ტი გახ­და და აზი­ა­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ალ­ბათ, ის კონ­ტი­ნენ­ტის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის­თვი­საც მალე ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რად­გან ალ­ბათ, სწო­რედ ჯე­სი­კა იმ­ღე­რებს იმ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც აქამ­დე Fergie ას­რუ­ლებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­სი­კას ბენდში მოხ­ვედ­რას, ის ბენ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა apl.de.ap-მა Voice-ში აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამ პრო­ექ­ტი­დან პირ­და­პირ ჯგუფ­ში წა­იყ­ვა­ნა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, "ბლექ სი არე­ნა­ზე" სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი სწო­რედ Black Eyed Peas-ს გა­ე­მარ­თა?

- გახ­სნის­თვის ვარ­ჩევ­დით გან­სა­კუთ­რე­ბულ არ­ტისტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით. შოუს მხრივ Black Eyed Peas ზუს­ტად ის იყო, რო­მე­ლიც თე­მა­ტუ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბო­და სე­ზო­ნის გახ­სნის კონ­ცეფ­ცი­ას. ჯერ­ჯე­რო­ბით რო­მე­ლი არ­ტის­ტე­ბიც და­ვა­ა­ნონ­სეთ, მათ­შიც კი ყვე­ლა­ზე ენერ­გი­უ­ლი მო­სას­მე­ნი და სა­ნა­ხა­ვი Black Eyed Peas-ია. მუ­სი­კა­ლუ­რად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი შოუ იქ­ნე­ბა, მის კონ­ცერ­ტზე მსმე­ნე­ლი ბო­ლომ­დე უნდა და­ი­ხარ­ჯოს.

- ტუ­რიზ­მის თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ეს კონ­ცერ­ტი?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ქვეყ­ნებ­ში, თურ­ქეთ­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში აქ­ტი­უ­რად იყი­დე­ბა ბი­ლე­თე­ბი და იქა­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი ჩვენს „ფე­ის­ბუქ­ში“ აქ­ტი­უ­რად არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი.

- წელს კი­დევ ერთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს Jesse J-ს ვე­ლო­დე­ბით. რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა მისი კონ­ცერ­ტი Black Sea Arena-ზე?

- Jesse J-ს კონ­ცერ­ტი Black Sea Arena-ზე 6 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა. ვი­ცით, რომ ძი­რი­თა­დად, შემ­სრუ­ლებ­ლის კონ­ცერ­ტზე მსმე­ნე­ლი მი­დის იმ სენ­ტი­მენ­ტე­ბის გამო, რაც ძველ ჰი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს. Jesse J-ს შემ­თხვე­ვა­შიც, მსმე­ნელს Set List-ის ნახ­ვა უკვე შე­უძ­ლია, სა­დაც მისი საყ­ვა­რე­ლი ჰი­ტე­ბი Price Tag და Domino-ც იქ­ნე­ბა. გარ­და ძვე­ლი ჰი­ტე­ბი­სა, შეს­რულ­დე­ბა მე-5 ალ­ბო­მიც, სა­ხე­ლად R.O.S.E.

- 30 seconds to mars-ის კონ­ცერ­ტის და­ა­ნონ­სე­ბა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის ერ­თგვა­რად, შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რას შე­მოგ­ვთავ­ზებს ჯგუ­ფი?

- მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ჯა­რედ ლეტო 13 აგ­ვის­ტოს წარ­სდგე­ბა. ის დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­როს უნი­კა­ლუ­რი ხე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც ორ ძა­ლი­ან რთულ სფე­რო­ში - მუ­სი­კა­სა და კი­ნო­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. იმავდრო­უ­ლად, მწვერ­ვალ­ზე ყოფ­ნას ორი­ვე სფე­რო­ში ახერ­ხებს. რა თქმა უნდა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რედ ლეტო ჩვენ­თვის, რო­გორც მუ­სი­კო­სის­თვის არის სა­ინ­ტე­რე­სო.

ჯა­რედ ლე­ტომ 30 Seconds To Mars, 1998 წელს ძმას­თან ერ­თად შექ­მნა. მათი შოუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მსმე­ნელ­ში ძა­ლი­ან ბევრ ემო­ცი­ას და­ტო­ვებს. Set List აქაც არ არის სა­ი­დუმ­ლო და მსმე­ნელს შე­უძ­ლია, ნა­ხოს, რო­მე­ლი სიმ­ღე­რის შემ­დეგ რას მო­ის­მენს. ალ­ბათ, ეს ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Black Sea Arena-ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი­დან 3 დღის შემ­დეგ ჯგუ­ფის ტური იხუ­რე­ბა, ანუ ამ ალ­ბო­მის გარ­შე­მო ერთი ერა მთავ­რდე­ბა, რად­გან ჯგუ­ფის ტურ­ნე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. მე-5 ალ­ბომ­ში, რო­მელ­საც America ჰქვია, ბევ­რი სო­ცი­ა­ლურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მე­სი­ჯია და ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. Black Sea Arena-ს კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კი­დევ 2 კონ­ცერ­ტი შედ­გე­ბა და ეს ტურ­ნე დას­რულ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ ახა­ლი ალ­ბო­მი არ გა­მო­ვა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჯა­რედ ლეტო ვინ­მემ სცე­ნა­ზე იხი­ლოთ, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მისი, რო­გორც მუ­სი­კო­სის გა­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ახა­ლი ალ­ბო­მის გა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

სა­მი­ვე კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე და­ი­წყო.

- რო­გორც ვი­ცით, ჯა­რედ ლეტო ქარ­თველ მსმე­ნელს სურპრიზს უმ­ზა­დებს. გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, კონ­კრე­ტუ­ლად, რა სურპრიზ­ზეა სა­უ­ბა­რი?

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ლე­თე­ბის ფასი ძა­ლი­ან და­ბა­ლი გვაქვს, რათა კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. ბი­ლე­თე­ბის ფასი იწყე­ბა 50 ლა­რი­დან და მაქ­სი­მუმ 200 ლა­რამ­დე ადის.

რაც შე­ე­ხე­ბა სურპრიზს, 50 მსმე­ნელს ჯა­რედ ლე­ტოს­თან შეხ­ვედ­რის, სცე­ნა­ზე ას­ვლის, მას­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სა და ავ­ტოგ­რა­ფის გა­მორ­თმე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. ოღონდ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბი­ლეთ­თან, რო­მე­ლიც 30 Seconds To Mars-ის ვებგ­ვერ­დზე იყი­დე­ბა. ჩვენ ამ ბი­ლე­თე­ბის ფას­თან შე­ხე­ბა არ გვაქვს.

- რო­დის და­ი­ხუ­რე­ბა Black Sea Arena-ზე სა­კონ­ცერ­ტო სე­ზო­ნი და და­ნარ­ჩე­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ რო­დის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი?

ჯერ­ჯე­რო­ბით, კონ­ცერტს 5 უცხო­ე­ლი და 5 ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­მარ­თავს. და­ნარ­ჩე­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა მა­ი­სის ბო­ლომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და ასე­ვე, და­ა­ნონსდე­ბა ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბაც.

- რაც შე­ე­ხე­ბა Black Sea Arena-ს ახალ მე­ნე­ჯმენტს. თქვენ პირ­ველ სა­კონ­ცერ­ტო სე­ზონს იწყებთ, რაც ალ­ბათ, ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა­აა...

- კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩვენ აქამ­დეც ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, Black Sea Arena-ზე ამას პირ­ვე­ლად ვა­კე­თებთ. ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ამი­ტო­მაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­ვარ­თმევთ თავს. მუ­სი­კა და მისი სწო­რად გა­ყიდ­ვა არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. გვჯე­რა და ვი­ცით იმ მუ­სი­კის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ამ ეტაპ­ზეა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!

რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!

16 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში Black Sea Arena მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების მეგა-სანახაობებს პირდება.

შეკვეთილის სცენაზე ცეცხლს პირველად Black Eyed Peas დაანთებს! ბენდი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, ახალ სოლისტთან ჯესიკა რეინოსოსთან ერთად წარსდგება და ქართველი მსმენელისთვის როგორც ახალ ალბომს, ისე ძველ ჰიტებს წარადგენს.

Black Eyed Peas-ის ჯგუფის სოლისტმა Fergie-მ გასულ წელს ოფიციალურად დატოვა, შესაბამისად, ქართველი მსმენელი ცნობილ ჰიტებს უკვე ახალი ხმის - ჯესიკა რეინოსოს შესრულებით მოისმენს.

როგორც "ბლექ სი არენას" დირექტორი, ტატო ხარჩილავა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, სწორედ Black Eyed Peas-ის შემადგენლობის ცვლილების გამო, ქართველი მსმენელი ბენდის ახალი ერის მომსწრე ხდება, რაც კონცერტს ორმაგად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

რა არის დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ფარგლებში და რა სიურპრიზი ელის მსმენელს - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს დეტალურად "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა ესაუბრა.

- შეკვეთილში, "ბლექ სი არენას" სცენაზე სეზონს Black Eyed Peas გახსნის. რა ელის მსმენელს სეზონის გახსნაზე?

- რადგან არტისტის ტურნე ძირითადად, ახალი ალბომის პრომოციას გულისხმობს, ყველა შიშობდა, Black Eyed Peas ცნობილ ჰიტებს შეასრულებდა თუ არა, თუმცა Set List უკვე ცნობილია და ვიცით, რომ 2003-2010 წლის პერიოდის პოპულარული სიმღერები სცენაზე აუცილებლად გაჟღერდება.

სწორედ ეს პერიოდი იყო ბენდის კარიერის ოქროს ხანა, რადგან ყველაზე მეტი ჰიტი ამ დროს გამოიცა, დაწყებული Where is the Love?-დან I Got the Feeling-ით დასრულებული. მინდა, მსმენელს ვუთხრა, რომ ყველა ეს სიმღერა, რომელსაც საქართველოში ასე ძალიან ელოდებიან, შესრულდება.

მინდა, აღვნიშნო, რომ Black Eyed Peas-ის ახალი ერის ერთგვარი მოწმეები ვხდებით. ზოგადად, ყველა მუსიკოსის კარიერაშია ეტაპი, რაღაც ხანა, რომელიც კონკრეტულ ალბომს, ტურნეს, ცალკეული არტისტების ეპატაჟურ თუ ცხოვრებისეულ მომენტებს უკავშირდება და რის გამოც ესა თუ ის არტისტი რაღაც პერიოდით აქტუალური ხდება. ამ შემთხვევაში, Black Eyed Peas-ს უდგას ეს მომენტი და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ამ საჭირო მომენტში გვიწევს მათი მასპინძლობა.

ბენდი მუსიკალურ ჟღერადობას ოდნავ ცვლის და თავიანთ ძველ ჟღერადობას უბრუნდება, რომელიც პოპ და ელექტრონულ ჟღერადობას ნაკლებად მოიცავს და უფრო ჰიპ-ჰოპისკენ არის ორიენტირებული.

- უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული შემსრულებელი Fergie Black Eyed Peas-ის შემადგენლობაში აღარ არის და ჯგუფს ახალი ვოკალისტი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რამდენად შეიტანს ბენდში ცვლილებებს? ცოტა რამ ახალი ვოკალისტის შესახებაც მოგვიყევით.

- Black Eyed Peas-ის ახალი სოლისტის ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია. ეს არის ჯესიკა რეინოსო, რომელიც 2018 წელს ფილიპინების Voice-ს ფინალისტი გახდა და აზიაში საკმაოდ ცნობილი შემსრულებელია. ალბათ, ის კონტინენტის დასავლეთ ნაწილისთვისაც მალე ცნობილი გახდება, რადგან ალბათ, სწორედ ჯესიკა იმღერებს იმ პარტიას, რომელსაც აქამდე Fergie ასრულებდა.

რაც შეეხება ჯესიკას ბენდში მოხვედრას, ის ბენდის ერთ-ერთმა წევრმა apl.de.ap-მა Voice-ში აღმოაჩინა და ამ პროექტიდან პირდაპირ ჯგუფში წაიყვანა.

- რატომ გადაწყვიტეთ, "ბლექ სი არენაზე" სეზონის პირველი კონცერტი სწორედ Black Eyed Peas-ს გაემართა?

- გახსნისთვის ვარჩევდით განსაკუთრებულ არტისტს განსაკუთრებული ენერგიით. შოუს მხრივ Black Eyed Peas ზუსტად ის იყო, რომელიც თემატურად ყველაზე მეტად უხდებოდა სეზონის გახსნის კონცეფციას. ჯერჯერობით რომელი არტისტებიც დავაანონსეთ, მათშიც კი ყველაზე ენერგიული მოსასმენი და სანახავი Black Eyed Peas-ია. მუსიკალურად და ვიზუალურად იმდენად ეფექტური შოუ იქნება, მის კონცერტზე მსმენელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

- ტურიზმის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს კონცერტი?

- საქართველოსთან ახლოს მდებარე ქვეყნებში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტიურად იყიდება ბილეთები და იქაური მსმენელები ჩვენს „ფეისბუქში“ აქტიურად არიან ინტეგრირებულები.

- წელს კიდევ ერთ მსოფლიო ვარსკვლავს Jesse J-ს ველოდებით. როდის გაიმართება მისი კონცერტი Black Sea Arena-ზე?

- Jesse J-ს კონცერტი Black Sea Arena-ზე 6 აგვისტოს გაიმართება. ვიცით, რომ ძირითადად, შემსრულებლის კონცერტზე მსმენელი მიდის იმ სენტიმენტების გამო, რაც ძველ ჰიტებთან დაკავშირებით აქვს. Jesse J-ს შემთხვევაშიც, მსმენელს Set List-ის ნახვა უკვე შეუძლია, სადაც მისი საყვარელი ჰიტები Price Tag და Domino-ც იქნება. გარდა ძველი ჰიტებისა, შესრულდება მე-5 ალბომიც, სახელად R.O.S.E.

- 30 seconds to mars-ის კონცერტის დაანონსება ქართველი მსმენელისთვის ერთგვარად, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. რას შემოგვთავზებს ჯგუფი?

- მსმენელის წინაშე ჯარედ ლეტო 13 აგვისტოს წარსდგება. ის დღევანდელი სამყაროს უნიკალური ხელოვანია, რომელიც ორ ძალიან რთულ სფეროში - მუსიკასა და კინოში ძალიან წარმატებით მუშაობს. იმავდროულად, მწვერვალზე ყოფნას ორივე სფეროში ახერხებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჯარედ ლეტო ჩვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის არის საინტერესო.

ჯარედ ლეტომ 30 Seconds To Mars, 1998 წელს ძმასთან ერთად შექმნა. მათი შოუ განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა და მსმენელში ძალიან ბევრ ემოციას დატოვებს. Set List აქაც არ არის საიდუმლო და მსმენელს შეუძლია, ნახოს, რომელი სიმღერის შემდეგ რას მოისმენს. ალბათ, ეს ყველასთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტიდან 3 დღის შემდეგ ჯგუფის ტური იხურება, ანუ ამ ალბომის გარშემო ერთი ერა მთავრდება, რადგან ჯგუფის ტურნე 2 წლის განმავლობაში გრძელდება. მე-5 ალბომში, რომელსაც America ჰქვია, ბევრი სოციალურ-ფილოსოფიური მესიჯია და ამიტომაც ძალიან პოპულარული გახდა. Black Sea Arena-ს კონცერტის შემდეგ კიდევ 2 კონცერტი შედგება და ეს ტურნე დასრულდება. შესაბამისად, სანამ ახალი ალბომი არ გამოვა, შეუძლებელია, ჯარედ ლეტო ვინმემ სცენაზე იხილოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, მისი, როგორც მუსიკოსის გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ ახალი ალბომის გამოსვლას უკავშირდება.

სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

- როგორც ვიცით, ჯარედ ლეტო ქართველ მსმენელს სურპრიზს უმზადებს. გაგვიმხილეთ, კონკრეტულად, რა სურპრიზზეა საუბარი?

- მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბილეთების ფასი ძალიან დაბალი გვაქვს, რათა კონცერტზე დასწრება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბილეთების ფასი იწყება 50 ლარიდან და მაქსიმუმ 200 ლარამდე ადის.

რაც შეეხება სურპრიზს, 50 მსმენელს ჯარედ ლეტოსთან შეხვედრის, სცენაზე ასვლის, მასთან ფოტოების გადაღებისა და ავტოგრაფის გამორთმევის საშუალება ექნება. ოღონდ ეს დაკავშირებულია ბილეთთან, რომელიც 30 Seconds To Mars-ის ვებგვერდზე იყიდება. ჩვენ ამ ბილეთების ფასთან შეხება არ გვაქვს.

- როდის დაიხურება Black Sea Arena-ზე საკონცერტო სეზონი და დანარჩენი შემსრულებლების შესახებ როდის გახდება ცნობილი?

ჯერჯერობით, კონცერტს 5 უცხოელი და 5 ქართველი შემსრულებელი გამართავს. დანარჩენი შემსრულებლების ვინაობა მაისის ბოლომდე გახდება ცნობილი და ასევე, დაანონსდება ქართველი შემსრულებლების ვინაობაც.

- რაც შეეხება Black Sea Arena-ს ახალ მენეჯმენტს. თქვენ პირველ საკონცერტო სეზონს იწყებთ, რაც ალბათ, ერთგვარი გამოწვევააა...

- კონცერტების ორგანიზებით ჩვენ აქამდეც ვიყავით დაკავებული, თუმცა, რა თქმა უნდა, Black Sea Arena-ზე ამას პირველად ვაკეთებთ. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს ეს საქმიანობა და ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს. მუსიკა და მისი სწორად გაყიდვა არის ამოსავალი წერტილი. გვჯერა და ვიცით იმ მუსიკის შესახებ, რომელიც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ამ ეტაპზეა აქტუალური.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება