ავტორი:

ბათუმელ ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმელ ლექტორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დროებით სტუდენტებთან სააუდიტორო საქმიანობა შეუჩერა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ გაირკვევა, იგი მუშაობას ვერ შეძლებს. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის, როდესაც სტუდენტი ოფიციალურად წერილობით მიმართავს.

„ვესაუბრეთ აღნიშნულ ლექტორს და თანახმაა, რომ სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე სააუდიტორიო საქმიანობა შეიჩეროს. ჩვენ შევისწავლით ფაქტს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - აცხადებენ ბსუ-ში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტერის ლექტორს სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე შსს-გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი