სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში
რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ღე­ბა­ვე­ბის ხა­რის­ხი, რომ­ლი­თაც სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კედ­ლე­ბი იღე­ბე­ბა, სის­ტე­მა­ტუ­რად მოწ­მდე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აღ­ნიშ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 2017 წლი­დან მოქ­მე­დებს რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვით­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მკაც­რად ამოწ­მებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მა­სა­ლა­თა ხა­რისხს.

„ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი დად­გე­ნი­ლია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო-მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ზე, მათ შო­რის ფა­სა­დი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის სა­ღე­ბა­ვებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ინ­ტე­რი­ე­რი უნდა შე­ი­ღე­ბოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ღე­ბა­ვით, რო­მე­ლიც არის გამ­ხსნე­ლი­სა­გან და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი; ტყვი­ის და აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის ზღვრუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია არ აღე­მა­ტე­ბა 1გ/ლ, რაც ევრო სტან­დარ­ტე­ბით დაშ­ვე­ბულ ნორ­მა­ზე 5-ჯერ ნაკ­ლე­ბია (და­საშ­ვე­ბი ნორ­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5გ/ლ-ია). გა­აჩ­ნია ხა­რის­ხის და ეკო­ლო­გი­უ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მარ­კი­რე­ბა და სერ­თი­ფი­კა­ცია, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში“ , - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ: ექი­მე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ბავ­შვე­ბის სის­ხლში ტყვი­ის დო­ნის მო­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კედ­ლე­ბის ტყვი­ის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ღებ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ჩი­ტი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის მა­ტე­ბის ნო­მერ პირ­ველ ფაქ­ტო­რად სა­ღე­ბა­ვებს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ვად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ასა­ხე­ლებს.

„ტყვია მძი­მე მე­ტა­ლი გახ­ლავთ, რომ­ლის მოხ­ვედ­რა სის­ხლში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. აზი­ა­ნებს ნერ­ვუ­ლი უჯრე­დის მემ­ბრა­ნას, აზი­ა­ნებს დნმ-ის სტრუქ­ტუ­რას, ცვლის კომ­ფი­გუ­რა­ცი­ას. ასე რომ, ბევ­რი მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ტყვი­ის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში გახ­ლავთ ორ­სუ­ლებ­სა და ბავ­შვებ­ში.

ნო­მერ პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ტყვი­ის მა­ტე­ბას გვაძ­ლევს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, არის სა­ღე­ბა­ვე­ბი. სა­ღე­ბა­ვე­ბი, რომ­ლი­თაც იღე­ბე­ბა ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­მუ­შაო გა­რე­მო, სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ. დღეს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, გა­რე­მოს დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად იბ­რძვის იმ სა­ღე­ბა­ვე­ბის ამო­ღე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ტყვი­ას შე­ი­ცავს. ძა­ლი­ან კარ­გი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა. სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იღე­ბე­ბა სა­ღე­ბა­ვე­ბით და სულ უფრო მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მი­ღე­ბა ხდე­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში ამ მე­ტა­ლი­სა“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ჩი­ტი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

რა კომენტარს აკეთებენ ტყვიის შემცველ საღებავებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საღებავების ხარისხი, რომლითაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლები იღებება, სისტემატურად მოწმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ სააგენტოში განუცხადეს, 2017 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო მკაცრად ამოწმებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო მასალათა ხარისხს.

„ხარისხის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია სარეაბილიტაციო-მოსაპირკეთებელი მასალების ყველა სახეობაზე, მათ შორის ფასადისა და ინტერიერის საღებავებზე. მაგალითად, ინტერიერი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც არის გამხსნელისაგან და მავნე ნივთიერებისაგან თავისუფალი; ტყვიის და აქროლადი ორგანული შენაერთების ზღვრული კონცენტრაცია არ აღემატება 1გ/ლ, რაც ევრო სტანდარტებით დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ ნაკლებია (დასაშვები ნორმის მაჩვენებელი 5გ/ლ-ია). გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია, რომელშიც მითითებულია, რომ მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებებში“ , - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვას უკავშირდებოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს.

„ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს.

ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში.

ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ