სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმები - ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სკოლებისა და ბაღების საღებავებით შეღებვაა
ექიმები - ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სკოლებისა და ბაღების საღებავებით შეღებვაა

ექი­მე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ბავ­შვე­ბის სის­ხლში ტყვი­ის დო­ნის მო­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კედ­ლე­ბის ტყვი­ის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ღებ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ჩი­ტი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის მა­ტე­ბის ნო­მერ პირ­ველ ფაქ­ტო­რად სა­ღე­ბა­ვებს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ვად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ასა­ხე­ლებს.

„ტყვია მძი­მე მე­ტა­ლი გახ­ლავთ, რომ­ლის მოხ­ვედ­რა სის­ხლში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. აზი­ა­ნებს ნერ­ვუ­ლი უჯრე­დის მემ­ბრა­ნას, აზი­ა­ნებს დნმ-ის სტრუქ­ტუ­რას, ცვლის კომ­ფი­გუ­რა­ცი­ას. ასე რომ, ბევ­რი მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ტყვი­ის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში გახ­ლავთ ორ­სუ­ლებ­სა და ბავ­შვებ­ში.

ნო­მერ პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ტყვი­ის მა­ტე­ბას გვაძ­ლევს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, არის სა­ღე­ბა­ვე­ბი. სა­ღე­ბა­ვე­ბი, რომ­ლი­თაც იღე­ბე­ბა ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­მუ­შაო გა­რე­მო, სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ. დღეს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, გა­რე­მოს დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად იბ­რძვის იმ სა­ღე­ბა­ვე­ბის ამო­ღე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ტყვი­ას შე­ი­ცავს. ძა­ლი­ან კარ­გი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა. სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იღე­ბე­ბა სა­ღე­ბა­ვე­ბით და ბავ­შვე­ბი ამ მე­ტა­ლის სულ უფრო მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ას იღე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ჩი­ტი­ძემ.

ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, ტყვია იწ­ვევს ნე­ი­რო-სენ­სო­რუ­ლი სმე­ნით დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლია ბოლო წლებ­ში და ტყვი­ის კონ­ცენ­ტა­ცი­ის­გან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი სმე­ნის აღ­დგე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში იწ­ვევს მე­ტყვე­ლე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­საც და მივ­დი­ვართ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ ტყვი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­სა­ზღვრა, ვი­ნა­ი­დან ტყვი­ას ად­ვი­ლად იღებს ორ­გა­ნიზ­მი, მაგ­რამ მის გან­დევ­ნას ორ­გა­ნიზ­მი­დან დიდი დრო სჭირ­დე­ბა. რა­მო­დე­ნი­მე კვი­რა სჭირ­დე­ბა, რომ ტყვია სის­ხლი­დან გა­მო­ი­დევ­ნოს, რამ­დე­ნი­მე თქვე, რომ რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­დან და რამ­დე­ნი­მე წელი, რომ ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რი­დან გა­მო­ი­დევ­ნოს,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის 25%-ის სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის მცი­რე­დი, ბავ­შვე­ბის 16%-ში კი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მა­ტე­ბაა.

ავტორი:

ექიმები - ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სკოლებისა და ბაღების საღებავებით შეღებვაა

ექიმები - ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სკოლებისა და ბაღების საღებავებით შეღებვაა

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვას უკავშირდებოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს.

„ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს.

ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში.

ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და ბავშვები ამ მეტალის სულ უფრო მეტი კონცენტრაციას იღებენ“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს ნეირო-სენსორული სმენით დაქვეითებას, რაც ძალიან მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც და მივდივართ სავალალო მდგომარეობამდე.

„მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს,“ - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ