კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"
"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"

63 წლის ქე­თე­ვან სორ­დია ზუგ­დი­დის სო­ფელ კა­ხათ­ში ცხოვ­რობს. ცხოვ­რობს და შრო­მობს, რო­გორც ბევ­რი მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ქალი. ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ერთ დღე­საც თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­იც­ნობ­და.

ზუგ­დი­დის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ ქე­თე­ვან სორ­დია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გმი­რად აქ­ცია.

ინ­ტერ­ნეტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ის ვი­დეო გახ­და, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა, თან ამ­ბობს, რომ ცუ­დად არის და და­მამ­შვი­დე­ბელ წვე­თებს აწ­ვდი­ან.

მას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი უწო­დეს და "ოს­კა­რი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვეს". ინ­ტერ­ნეტ­ში გა­შარ­ჟე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი თვი­თო­ნაც ნახა. გვი­თხრა, რომ ინერ­ვი­უ­ლა, თუმ­ცა არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა.

ქე­თე­ვან სორ­დი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ, "ლა­ივპ­რეს­მა" ჩა­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ეს ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბაა, 63 წლის ქალი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­მიც­ნო. თუნ­დაც მსა­ხი­ო­ბი და­მი­ძა­ხონ, მე სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი ვარ. რა­ღაც ფო­ტო­ებს მი­კე­თე­ბენ, ხან კუდს გა­მო­მა­ბა­მენ, ხან გვირ­გვინს და­მად­გა­მენ, ხან ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ზის გვერ­დით და მა­რა­ოს მი­ნი­ა­ვებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოქ­მე­დებს ჩემ­ზე, მაგ­რამ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა მსხვერ­პლი.

მე გავ­ხდი ნიკა გვა­რა­მი­ას მსხვერ­პლი, მე არ მრცხვე­ნია. იმის­თვის ვიბ­რძვი, რომ თქვენ იცხოვ­როთ მშვი­დო­ბი­ა­ნად, რომ ჩემს შვილს, გი­ორ­გის არ ეში­ნო­დეს და თქვენ არ გე­ში­ნო­დეთ", - აცხა­დებს ქე­თე­ვან სორ­დია.

გვიჩ­ვე­ნებს წამ­ლებს. ამ­ბობს, რომ ხში­რად იღებს, რად­გან ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში 24 წლის ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბას უჩი­ვის.

"ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია. შვილმკვდა­რი დედა ვარ, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სას ცუ­დად ვხდე­ბი. გვა­რა­მია რო­გორ შე­მე­ხო, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა. ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ზოგ­მა კაპ­ლი მო­მი­ტა­ნა, ზოგ­მა წყა­ლი. ვე­ძებ სა­მარ­თალს, ვდგე­ბი იქ, სა­დაც დგე­ბი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ამ­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სულ ვი­დე­ქი სი­მარ­თლის მხა­რეს. რას ჰქვია მსა­ხი­ო­ბი, რო­გორ უნდა მემ­სა­ხი­ო­ბა, ამის ნერ­ვე­ბი მქონ­და? მე იქ ავ­ნერ­ვი­ულ­დი", - ჰყვე­ბა ქე­თე­ვან სორ­დია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად + ვი­დეო "ლა­ივპ­რეს­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"

"შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - რას ჰყვება ქეთევან სორდია და როგორ აფასებს მის "ფეისბუქ-შარჟებს"

63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს. ცხოვრობს და შრომობს, როგორც ბევრი მისი თანასოფლელი ქალი. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც თითქმის მთელი საქართველო გაიცნობდა.

ზუგდიდის მერის არჩევნებზე "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაპირისპირებამ ქეთევან სორდია სოციალური ქსელის გმირად აქცია.

ინტერნეტში განსაკუთრებით პოპულარული ის ვიდეო გახდა, სადაც დაპირისპირების დეტალებს ჰყვება, თან ამბობს, რომ ცუდად არის და დამამშვიდებელ წვეთებს აწვდიან.

მას "ფეისბუქში" სახალხო არტისტი უწოდეს და "ოსკარითაც დააჯილდოვეს". ინტერნეტში გაშარჟებული ფოტოები თვითონაც ნახა. გვითხრა, რომ ინერვიულა, თუმცა არ გაბრაზებულა.

ქეთევან სორდიასთან ინტერვიუ ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, "ლაივპრესმა" ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, 63 წლის ქალი, მთელმა საქართველომ გამიცნო. თუნდაც მსახიობი დამიძახონ, მე სიმართლისთვის მებრძოლი ვარ. რაღაც ფოტოებს მიკეთებენ, ხან კუდს გამომაბამენ, ხან გვირგვინს დამადგამენ, ხან ივანიშვილი მიზის გვერდით და მარაოს მინიავებს. რასაკვირველია, მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი.

მე გავხდი ნიკა გვარამიას მსხვერპლი, მე არ მრცხვენია. იმისთვის ვიბრძვი, რომ თქვენ იცხოვროთ მშვიდობიანად, რომ ჩემს შვილს, გიორგის არ ეშინოდეს და თქვენ არ გეშინოდეთ", - აცხადებს ქეთევან სორდია.

გვიჩვენებს წამლებს. ამბობს, რომ ხშირად იღებს, რადგან ავტოავარიაში 24 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობას უჩივის.

"ნერვიულობა არ შემიძლია. შვილმკვდარი დედა ვარ, გაუბედურებული, ნერვიულობისას ცუდად ვხდები. გვარამია როგორ შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა. ვინერვიულე, ზოგმა კაპლი მომიტანა, ზოგმა წყალი. ვეძებ სამართალს, ვდგები იქ, სადაც დგებიან ჩემი შვილები. ზვიად გამსახურდიას ამბებიდან დაწყებული, სულ ვიდექი სიმართლის მხარეს. რას ჰქვია მსახიობი, როგორ უნდა მემსახიობა, ამის ნერვები მქონდა? მე იქ ავნერვიულდი", - ჰყვება ქეთევან სორდია. წაიკითხეთ სრულად + ვიდეო "ლაივპრესზე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ