პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა ლექ­ტორს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თა.

რო­გორც სტუ­დენ­ტი აცხა­დებს, მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს წერ­და. ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მომ­ხდა­რის გამო სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ი­კი­თხა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლექ­ტო­რი - ო.მ აჭა­რა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია.

"სხვა სტუ­დენ­ტე­ბი მაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს კაცი გო­გო­ნებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხში­რად უგ­ზავ­ნი­და, მე არ მჭირ­დე­ბა დიპ­ლო­მი, პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე გაც­ვლი­ლი" - გა­ნუ­ცხა­და მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ AMBEBI.GE-ს.

იგი აცხა­დებს, რომ ბსუ-ს ლექ­ტო­რი მის თა­ნა­კურ­სე­ლე­ბის, ასე­ვე მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენტ გო­გო­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას ცდი­ლობ­და. სტუ­დენ­ტის თქმით, ლექ­ტო­რი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სუ­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნას სთხოვ­და.

"ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მწერ­და და მთხოვ­და სელ­ფე­ბის გაგ­ზავ­ნას სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით. ამ­ბობ­და, რომ კომ­პლექ­სი არ უნდა მქო­ნო­და. მე­კი­თხე­ბო­და მამა ან ძმა თუ მყავ­და, ანუ აინ­ტე­რე­სებ­და პატ­რო­ნი თუ მყავ­და და მის საქ­ცი­ელ­ზე პა­სუხს თუ ვინ­მე მოს­თხოვ­და. თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და უფ­რო­სი სტუ­დენ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს კაცი გო­გო­ნებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხში­რად უგ­ზავ­ნი­და და თავი უნდა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა...

მე არ მჭირ­დე­ბა დიპ­ლო­მი პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე გაც­ვლი­ლი. ახ­ლა­ხანს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­შია მივ­ლი­ნე­ბით, რაც სიც­რუ­ეა. დღეს ჩემ­მა კურ­სელ­მა ქუ­ჩა­ში შე­ნიშ­ნა... ლექ­ტორ­მა გა­ი­გო, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ში­ნა­არ­სის მქო­ნე ტექ­სტე­ბის გამო შსს-ს მივ­მარ­თე, რო­გორც გა­ვი­გე ფაქტს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ თით­ქოს ფე­ის­ბუ­ქი გა­უ­ტე­ხეს...

მე­სენ­ჯერ­ში მო­დი­ო­და მისი ფო­ტო­ე­ბი, სელ­ფე­ბი და ასე­ვე წელს ქვე­მოთ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. იმა­ვე ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­არ­დე­ბო­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ჯე­რო ის ტყუ­ი­ლი, თით­ქოს ფე­ის­ბუ­ქი გა­უ­ტე­ხეს?!

ფაქ­ტის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბე არა­სამ­თავ­რო­ბებს, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. შსს-მ ფაქ­ტი რომც არ გა­მო­ი­ძი­ოს, მე და ჩემ­მა კურ­სე­ლებ­მა ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რომ ამ ადა­მი­ანს უნდა ერი­დონ. ჩვენ არ და­ვეს­წრე­ბით მის ლექ­ცი­ებს. ამით მინ­და იმ სტუ­დენ­ტებს და­ვეხ­მა­რო, რომ­ლებ­საც მსგავს თე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი უჭირთ",- აცხა­დებს ბსუ-ს სტუ­დენ­ტი.

ბსუ-ის რექ­ტო­რის მე­რაბ ხალ­ვა­შის თქმით, მას შემ­დეგ რაც მე­ო­რე კურ­სელ­მა გო­გო­ნამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თა, სა­კი­თხზე ეთი­კის კო­მი­სია მუ­შა­ობს:

"სტუ­დენტს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ. რო­გორც მან მი­თხრა, ლექ­ტორს მი­მო­წე­რა ჰქონ­და. სტუ­დენტს მი­აჩ­ნია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მცდე­ლო­ბას აქვს ად­გი­ლი ლექ­ტო­რის მხრი­დან. ეთი­კის კო­მი­სია სა­კი­თხზე იმუ­შა­ვებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­ნა­გა­ნა­წე­სის სრუ­ლი დაც­ვით იქ­ნე­ბა სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი. თუ კო­მი­სია და­ა­დას­ტუ­რებს ბრა­ლე­უ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ლექ­ტორ­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყდე­ბა.

თა­ვად ლექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა და რო­გორც ვიცი, ეთი­კის კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გეგ­მავს. ლექ­ტო­რი ამ დრო­ი­სათ­ვის მივ­ლი­ნე­ბა­შია“ - გა­ნა­ცხა­და ბსუს რექ­ტორ­მა მე­რაბ ხალ­ვაშ­მა.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 150-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარის გამო სტუდენტი გოგონა საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა.

არსებული ინფორმაციით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ლექტორი - ო.მ აჭარაში "ქართული ოცნების" წევრია.

"სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა, მე არ მჭირდება დიპლომი, პატიოსნებაზე გაცვლილი" - განუცხადა მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ AMBEBI.GE-ს.

იგი აცხადებს, რომ ბსუ-ს ლექტორი მის თანაკურსელების, ასევე მეოთხე კურსის სტუდენტ გოგონების სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, ლექტორი ერთი კვირის განმავლობაში საცურაო კოსტიუმით სურათების გაგზავნას სთხოვდა.

"ერთი კვირის განმავლობაში მწერდა და მთხოვდა სელფების გაგზავნას საცურაო კოსტიუმით. ამბობდა, რომ კომპლექსი არ უნდა მქონოდა. მეკითხებოდა მამა ან ძმა თუ მყავდა, ანუ აინტერესებდა პატრონი თუ მყავდა და მის საქციელზე პასუხს თუ ვინმე მოსთხოვდა. თანაკურსელები და უფროსი სტუდენტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა და თავი უნდა აგვერიდებინა...

მე არ მჭირდება დიპლომი პატიოსნებაზე გაცვლილი. ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინაშია მივლინებით, რაც სიცრუეა. დღეს ჩემმა კურსელმა ქუჩაში შენიშნა... ლექტორმა გაიგო, რომ სექსუალური შევიწროების შინაარსის მქონე ტექსტების გამო შსს-ს მივმართე, როგორც გავიგე ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს...

მესენჯერში მოდიოდა მისი ფოტოები, სელფები და ასევე წელს ქვემოთ გადაღებული ფოტოები. იმავე ფეისბუქ გვერდზე მისი პოლიტიკური აქტივობები შეარდებოდა და როგორ შეიძლება დავიჯერო ის ტყუილი, თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს?!

ფაქტის შესახებ ვაცნობე არასამთავრობებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შსს-მ ფაქტი რომც არ გამოიძიოს, მე და ჩემმა კურსელებმა ყველას გავაგებინეთ, რომ ამ ადამიანს უნდა ერიდონ. ჩვენ არ დავესწრებით მის ლექციებს. ამით მინდა იმ სტუდენტებს დავეხმარო, რომლებსაც მსგავს თემებზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ",- აცხადებს ბსუ-ს სტუდენტი.

ბსუ-ის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, მას შემდეგ რაც მეორე კურსელმა გოგონამ ადმინისტრაციას მიმართა, საკითხზე ეთიკის კომისია მუშაობს:

"სტუდენტს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. როგორც მან მითხრა, ლექტორს მიმოწერა ჰქონდა. სტუდენტს მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების მცდელობას აქვს ადგილი ლექტორის მხრიდან. ეთიკის კომისია საკითხზე იმუშავებს, უნივერსიტეტის შინაგანაწესის სრული დაცვით იქნება საკითხი განხილული. თუ კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.

თავად ლექტორი ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება და როგორც ვიცი, ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ლექტორი ამ დროისათვის მივლინებაშია“ - განაცხადა ბსუს რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

"Pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია - როდიდან შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას და აცრას

როგორ გადაარჩინა იტალიელმა მძღოლმა 25 მოსწავლე - "მას მოზარდები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, რა დროსაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა“

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით