პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტს შსს იძიებს
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტს შსს იძიებს

ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თა. რო­გორც სტუ­დენ­ტი აცხა­დებს, მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მე­სი­ჯებს უგ­ზავ­ნი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 150-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. მომ­ხდა­რის გამო, მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბი ორ­გა­ნო­ში გა­მო­კი­თხვა­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი მე­რაბ ხალ­ვა­ში AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ის სტუ­დენტს აბ­სო­ლუ­ტურ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

"სტუ­დენტს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ. რო­გორც მი­თხრა, ლექ­ტორს მას­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და. სტუ­დენტს მი­აჩ­ნია, რომ ლექ­ტო­რის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მცდე­ლო­ბას აქვს ად­გი­ლი. ეთი­კის კო­მი­სია ამ სა­კი­თხზე იმუ­შა­ვებს და ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­ნა­გა­ნა­წე­სის სრუ­ლი დაც­ვით იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. თუ კო­მი­სია და­ა­დას­ტუ­რებს ბრა­ლე­უ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ლექ­ტორ­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა მოხ­დე­ბა. თა­ვად ლექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ეს არის მის მი­მართ ცი­ლის­წა­მე­ბა და რო­გორც ვიცი ეთი­კის კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გეგ­მავს. ლექ­ტო­რი ამ დრო­ის­თვის მივ­ლი­ნე­ბა­დია",- გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ხალ­ვაშ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტს შსს იძიებს

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტს შსს იძიებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა. როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის მესიჯებს უგზავნიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მომხდარის გამო, მეორე კურსის სტუდენტი გოგონა საგამოძიები ორგანოში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ის სტუდენტს აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს.

"სტუდენტს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. როგორც მითხრა, ლექტორს მასთან მიმოწერა ჰქონდა. სტუდენტს მიაჩნია, რომ ლექტორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მცდელობას აქვს ადგილი. ეთიკის კომისია ამ საკითხზე იმუშავებს და ის უნივერსიტეტის შინაგანაწესის სრული დაცვით იქნება განხილული. თუ კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება. თავად ლექტორი ამბობს, რომ ეს არის მის მიმართ ცილისწამება და როგორც ვიცი ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ლექტორი ამ დროისთვის მივლინებადია",- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს