ავტორი:

ქართველი ჩოგბურთელი ისრაელის საზღვარზე დააკავეს - "ისე გამაჩერეს, გეგონება, "კოკაინი" გამქონდა"

ქართველი ჩოგბურთელი ისრაელის საზღვარზე დააკავეს - "ისე გამაჩერეს, გეგონება, "კოკაინი" გამქონდა"

გასული ორი კვირის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ წყვილებში ბრიტანელ ემილი ვებლი სმითთან ერთად პორტუგალიურ ობიდოშში ორი 25.000-იანი ტურნირი მოიგო. შემდეგ მეწყვილესთან ერთად მსგავს შეჯიბრებაში საასპარეზოდ ისრაელს მიაშურა, მაგრამ იქაურმა მესაზღვრეებმა ქართველ სპორტსმენს საზღვარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად შაფათავამ დაწერა:

"მინდა დავწერო პოსტი, იმიტომ რომ დიდი ხანია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ კი ყველგან ვეზიზღებით... ვთვლი, რომ უსამართლობაა, ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ, ჩვენთან კი ყველა სურვილისამებრ დასეირნობს.

გუშინ ჩამოვედი ისრაელში. პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრებაზე მოგებული შეჯიბრების შემდეგ, ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა დასაბრუნებელი ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.

6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს - რატომ ან რისთვის. ჩამკეტეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები, დასალევი წყალიც კი არ მაღირსეს. 6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს, გეგონება, ამწამს ვიყავი "სროკზე"... წაიკითხეთ სრულად lelo.ge-ზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს