სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიან ისეთებიც, ვისაც მაშინ სურთ ჩემთან გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
"არიან ისეთებიც, ვისაც მაშინ სურთ ჩემთან გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

ახალ­გაზ­რდა ნი­ნუ­ცა დარ­ბა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. მი­უ­ხედ­ვად ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი უდი­დე­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ის მუდ­მი­ვად პო­ზი­ტივს და იუ­მორს ინარ­ჩუ­ნებს და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის წყა­ლო­ბით სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ნი­ნუ­ცა წლე­ბის წინ 25 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. იმ დროს თა­ვის გარ­და სხე­უ­ლის ვერც ერთ ნა­წილს ვერ გრძნობ­და. მთე­ლი წელი მკურ­ნა­ლო­ბას, ოპე­რა­ცი­ებს და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ეთ­მო. შემ­დეგ იყო დეპ­რე­სია, პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლე­ბი მო­იკ­რი­ბა და პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­და. ჩა­ა­ბა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ამ­ჟა­მად ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და სურს, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­როს:

- ჩემი ოჯა­ხი არის უდი­დე­სი ძალა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტებ­ში გვერ­დით მიდ­გას. დღეს რომ მე ასე­თი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვარ, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა! ერთი მთლი­ა­ნო­ბა ვართ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბით, აზ­რე­ბი­თა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, ჩვენ ამ ერ­თმა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას პა­ტივს ვცემთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ოჯა­ხი, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მათ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ და­ვა­ფა­სე, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რათა მე უკეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ერ­თი­ად­ნენ მშობ­ლე­ბი, მათი და-ძმე­ბი და შვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... და სწო­რედ მათი გვერ­დში დგო­მა და­მეხ­მა­რა, რომ ისევ გა­მე­ღი­მა, ისევ გა­მაგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ისევ ისე­თი, რო­გო­რიც ტრავ­მამ­დე ვი­ყა­ვი. ვერ ვი­ტყვი, რომ მარ­ტო მე მქონ­და ტრავ­მა, ეს ჩვენ ყვე­ლას შეგ­ვე­ხო და ყვე­ლას­თან გარ­კვე­უ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე ყვე­ლამ ერ­თად დავძლი­ეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას და მა­მას, ისი­ნი დღემ­დე ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მო­ბენ იმის­თვის, რომ მე ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ რე­ჟიმს არ ჩა­მოვ­რჩე. ვიცი ძა­ლი­ან ზო­გა­დად ჟღერს, გაჩ­დე­ბა კი­თხვე­ბი "რას შრო­მო­ბე­ნო", მაგ­რამ მარ­თლა ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ­დენ რა­მეს აკე­თე­ბენ ჩემ­თვის, რომ მე სი­ტყვე­ბი­თაც ამის გად­მო­ცე­მა მი­ჭირს. რა თქმა უნდა ყვე­ლა დე­ტალს ვერ ავღ­წერ, ისე რო­გორც ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩანს! დი­ლას და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა დე­დას, რომ მო­მა­წეს­რი­გოს, ჩა­მაც­ვას, გა­მომ­პრან­ჭოს, მერე მამა გა­მორ­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­მიყ­ვა­ნოს, მან­ქა­ნა­ში ჩე­მით ჩაჯ­დო­მა და გად­მოჯ­დო­მა ჯერ ვერ ვის­წავ­ლე, ამი­ტომ მამა მიყ­ვანს ხელ­ში და ის აკე­თებს ამას, სხვა­თა­შო­რის ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქიც არ ვარ... სა­ღა­მოს მა­ვარ­ჯი­შე­ბენ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი არ ამ­ბო­ბენ ჩემს ვარ­ჯიშ­ზე უარს, როცა ორი­ვეს წელი ტკი­ვა და ძლივს იხ­რე­ბი­ან. თავს იმ­ხნე­ვე­ბენ, რომ ჩემ­თვის ვარ­ჯი­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და თა­ვი­ანთ ტკი­ვილს გვერ­დით გა­და­დე­ბენ ხოლ­მე. ყვე­ლა სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მა­ინც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას და ერ­თად ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლე­ბი ვართ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს პოს­ტებს ვინც თვალს ადევ­ნებს, ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ ბევ­რს გა­ი­გებთ...

- რო­გორ აირ­ჩი­ეთ პრო­ფე­სია?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არა, აი ისე­თი ყვე­ლას რომ მო­ე­წო­ნე­ბო­და, სა­სი­ა­მოვ­ნო ხმის ტემ­ბრით, გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რით და კარ­გი ვი­ზუ­ა­ლით. სარ­კის წი­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ვარ­ჯი­შია, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია, ერ­თა­დერ­თი რაც ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ არ მინ­დო­და ეს იყო კა­ბი­ნეტ­ში ჯდო­მა. ჩემს მშობ­ლებს ასე­თი სამ­სა­ხუ­რი აქვთ და ამი­ტომ მე აღარ მსურ­და. სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი 7 სა­ა­თამ­დე ყო­ველ­თვის მარ­ტო ვი­ყა­ვი და ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა მე მი­წევ­და. ამი­ტომ ერთი სული მქონ­და, ჩემი მშობ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ეშ­ვათ. იმ ზა­ფხულს, როცა უკვე სექ­ტემ­ბერ­ში მე­თორ­მე­ტე კლას­ში უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, აივ­ნი­დან, 25 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დი და თა­ვის მეტს ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი - სხე­უ­ლის ვერც ერთ ნა­წილს. მთე­ლი წელი ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას, ოპე­რა­ცი­ებს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ეთ­მო. და­მე­წყო გა­უ­საძ­ლი­სი დეპ­რე­სია, ნევ­რო­ზი, პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ. ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი, რომ ესე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გოგო, სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რი გავ­ხდი.

გა­მუდ­მე­ბით მეს­მო­და ფრა­ზა, "შენ თავს შენ თვი­თონ უნდა და­ეხ­მა­რო"... ერთი წლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მე ისევ ისე­თი მა­გა­რი გოგო ვარ და ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ოღონდ ჩემ­თვის უკეთ უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო! ამი­ტომ ბოლო დღეს დავ­რე­გის­ტრირ­დი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, მხო­ლოდ 1 თვე მო­ვემ­ზა­დე და გა­ვე­დი... პრო­ფე­სია ფსი­ქო­ლო­გია ავირ­ჩიე, რად­გან მა­ნამ­დე ფსი­ქო­ლო­გებ­თან ვი­ზი­ტე­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მომ­წონ­და როცა ვხე­დავ­დი, რო­გორ გა­მოვ­ყავ­დი მათ ნელ-ნელა დეპ­რე­სი­ი­დან. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მე მეხ­მა­რე­ბო­და, ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და ისე­თი პრო­ფე­სია, სა­დაც პი­რი­ქით მე და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს და შემ­დგომ უკვე სხვებს... სა­ნამ წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე­ბო­დი, მა­ნამ­დე და­ვი­წყე ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა და სულ უფრო და უფრო ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი ამ საგ­ნით. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო ხმის ტემ­ბრი, გა­მარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი და და­დე­ბი­თი ვი­ზუ­ა­ლი, არა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს უნდა ახა­სი­ა­თებ­დეთ, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გებ­საც. რა­მაც და­მა­ჯე­რა, რომ ბავ­შო­ბა­ში ტყუ­ი­ლად არ ვვარ­ჯი­შობ­დი, მე აქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ზუს­ტად ამ პრო­ფე­სი­ა­ში! ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, არ და­მე­ლო­დე­ბა მე რო­დის დავ­დგე­ბი, ამი­ტომ ძლი­ე­რი უნდა ვიყო, რომ გა­ვაგ­რძე­ლო!

ცალ­კე ძა­ლაა, რო­მე­ლიც მახ­სე­ნებს, რომ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთა­ვა­რი უფრო სხვა რა­მე­ე­ბია და ამის მად­ლო­ბე­ლი ვარ, თუმ­ცა ისე­თე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ მა­შინ სურთ ჩემ­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა, როცა ფეხ­ზე დავ­დგე­ბი და სი­ა­რულს ვის­წავ­ლი... თა­ვი­დან ცოტა გული მტკი­ო­და ამა­ზე, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ყვე­ლა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, ვღე­ბუ­ლობ ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, როცა ხალ­ხის­გან სით­ბოს ვგრძნობ და მამ­ხნე­ვე­ბენ, თით­ქოს სტი­მუ­ლი მეძ­ლე­ვა, რომ უფრო და უფრო აქ­ტი­უ­რი გავ­ხდე, რომ მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ და ჩემ­თვის შე­ზღუ­დუ­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ისე­თი მოს­წონ­ხარ, რო­გო­რიც ხარ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"არიან ისეთებიც, ვისაც მაშინ სურთ ჩემთან გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

"არიან ისეთებიც, ვისაც მაშინ სურთ ჩემთან გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

ახალგაზრდა ნინუცა დარბაძეს სოციალურ ქსელში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მიუხედვად ცხოვრებაში გადატანილი უდიდესი სირთულეებისა, ის მუდმივად პოზიტივს და იუმორს ინარჩუნებს და კარგი განათლების წყალობით სულ ყურადღების ცენტრშია. ნინუცა წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. იმ დროს თავის გარდა სხეულის ვერც ერთ ნაწილს ვერ გრძნობდა. მთელი წელი მკურნალობას, ოპერაციებს და რეაბილიტაციას დაეთმო. შემდეგ იყო დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობები, თუმცა საბოლოოდ ძალები მოიკრიბა და პირველ რიგში, მშობლების დახმარებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჩააბარა უნივერსიტეტში, ამჟამად ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და სურს, საკუთარი გამოცდილებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს:

- ჩემი ოჯახი არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტებში გვერდით მიდგას. დღეს რომ მე ასეთი ბრძოლისუნარიანი ვარ, მათი დამსახურებაა! ერთი მთლიანობა ვართ, განსხვავებული გემოვნებით, ინტერესებით, აზრებითა და შეხედულებებით, ჩვენ ამ ერთმანეთის განსხვავებულობას პატივს ვცემთ. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, განსაკუთრებით მაშინ დავაფასე, როდესაც დავინახე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა მე უკეთ ვყოფილიყავი. ყველანი ერთად გაერთიადნენ მშობლები, მათი და-ძმები და შვილები, მეგობრები, ნათესავები... და სწორედ მათი გვერდში დგომა დამეხმარა, რომ ისევ გამეღიმა, ისევ გამაგრძელებინა ცხოვრება, ვყოფილიყავი ისევ ისეთი, როგორიც ტრავმამდე ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მარტო მე მქონდა ტრავმა, ეს ჩვენ ყველას შეგვეხო და ყველასთან გარკვეული კვალი დატოვა. საბოლოოდ უამრავი სირთულე ყველამ ერთად დავძლიეთ.

რაც შეეხება დედას და მამას, ისინი დღემდე ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მე ცხოვრების აქტიურ რეჟიმს არ ჩამოვრჩე. ვიცი ძალიან ზოგადად ჟღერს, გაჩდება კითხვები "რას შრომობენო", მაგრამ მართლა ერთი დღის განმავლობაში, იმდენ რამეს აკეთებენ ჩემთვის, რომ მე სიტყვებითაც ამის გადმოცემა მიჭირს. რა თქმა უნდა ყველა დეტალს ვერ ავღწერ, ისე როგორც ეს სინამდვილეში ჩანს! დილას დაახლოებით 1 საათი სჭირდება დედას, რომ მომაწესრიგოს, ჩამაცვას, გამომპრანჭოს, მერე მამა გამორბის სამსახურიდან, რომ უნივერსიტეტში წამიყვანოს, მანქანაში ჩემით ჩაჯდომა და გადმოჯდომა ჯერ ვერ ვისწავლე, ამიტომ მამა მიყვანს ხელში და ის აკეთებს ამას, სხვათაშორის ძალიან მსუბუქიც არ ვარ... საღამოს მავარჯიშებენ, იმ შემთხვევაშიც კი არ ამბობენ ჩემს ვარჯიშზე უარს, როცა ორივეს წელი ტკივა და ძლივს იხრებიან. თავს იმხნევებენ, რომ ჩემთვის ვარჯიში აუცილებელია და თავიანთ ტკივილს გვერდით გადადებენ ხოლმე. ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას და ერთად ძალიან მხიარულები ვართ. სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებს ვინც თვალს ადევნებს, ჩემი ოჯახის შესახებ ბევრს გაიგებთ...

- როგორ აირჩიეთ პროფესია?

- ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ჩვეულებრივი არა, აი ისეთი ყველას რომ მოეწონებოდა, სასიამოვნო ხმის ტემბრით, გამართული საუბრით და კარგი ვიზუალით. სარკის წინაც ძალიან ბევრი მივარჯიშია, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა ეს იყო კაბინეტში ჯდომა. ჩემს მშობლებს ასეთი სამსახური აქვთ და ამიტომ მე აღარ მსურდა. სკოლიდან დაბრუნებული 7 საათამდე ყოველთვის მარტო ვიყავი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა. ამიტომ ერთი სული მქონდა, ჩემი მშობლები სამსახურიდან გამოეშვათ. იმ ზაფხულს, როცა უკვე სექტემბერში მეთორმეტე კლასში უნდა გადავსულიყავი, აივნიდან, 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდი და თავის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი - სხეულის ვერც ერთ ნაწილს. მთელი წელი ჩემს მკურნალობას, ოპერაციებს, რეაბილიტაციას დაეთმო. დამეწყო გაუსაძლისი დეპრესია, ნევროზი, პოსტტრავმული აშლილობები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ვერ ვეგუებოდი, რომ ესეთი დამოუკიდებელი გოგო, სრულიად უსუსური გავხდი.

გამუდმებით მესმოდა ფრაზა, "შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმარო"... ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე, დამემტკიცებინა, რომ მე ისევ ისეთი მაგარი გოგო ვარ და ცხოვრება გრძელდება, ოღონდ ჩემთვის უკეთ უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე მანამდე იყო! ამიტომ ბოლო დღეს დავრეგისტრირდი ეროვნულ გამოცდებზე, მხოლოდ 1 თვე მოვემზადე და გავედი... პროფესია ფსიქოლოგია ავირჩიე, რადგან მანამდე ფსიქოლოგებთან ვიზიტების კარგი გამოცდილება მქონდა მიღებული, მომწონდა როცა ვხედავდი, როგორ გამოვყავდი მათ ნელ-ნელა დეპრესიიდან. იმ პერიოდში ყველა მე მეხმარებოდა, ამიტომ მჭირდებოდა ისეთი პროფესია, სადაც პირიქით მე დავეხმარებოდი, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდგომ უკვე სხვებს... სანამ წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, მანამდე დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა და სულ უფრო და უფრო ვინტერესდებოდი ამ საგნით. აღმოვაჩინე, რომ სასიამოვნო ხმის ტემბრი, გამართული საუბარი და დადებითი ვიზუალი, არა მხოლოდ ჟურნალისტებს უნდა ახასიათებდეთ, არამედ ფსიქოლოგებსაც. რამაც დამაჯერა, რომ ბავშობაში ტყუილად არ ვვარჯიშობდი, მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ზუსტად ამ პროფესიაში! ცხოვრება გრძელდება, არ დამელოდება მე როდის დავდგები, ამიტომ ძლიერი უნდა ვიყო, რომ გავაგრძელო!

ცალკე ძალაა, რომელიც მახსენებს, რომ ფიზიკურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი უფრო სხვა რამეებია და ამის მადლობელი ვარ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც მხოლოდ მაშინ სურთ ჩემთან ერთად გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები და სიარულს ვისწავლი... თავიდან ცოტა გული მტკიოდა ამაზე, მაგრამ რას ვიზამთ, ყველანი განსხვავებულები ვართ, ვღებულობ ისეთებს, როგორებიც არიან.

ძალიან მიხარია, როცა ხალხისგან სითბოს ვგრძნობ და მამხნევებენ, თითქოს სტიმული მეძლევა, რომ უფრო და უფრო აქტიური გავხდე, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემთვის შეზღუდული და შეუძლებელი არაფერია. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს ისეთი მოსწონხარ, როგორიც ხარ.