ავტორი:

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

სკოლამდელი განათლება ბავშვის წარმატებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა დატვირთვა აქვს ადრეულ განათლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარებაში, სიტყვათა მარაგის ჩამოყალიბებასა და კიდევ ბევრი სასარგებლო უნარის გამოიმუშავებაში დავეხმაროთ, ამის შესახებ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი გვესაუბრა.

ქალბატონი ნანა 20 წელიწადზე მეტია ადრეული განათლების პროგრამებზე მუშაობს, ასევე სწავლის უნარის დაქვეითების მქონე პრობლემებსა და დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების საკითხებს იკვლევს. ამჟამად გახლავთ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანადგომა" დამფუძნებელი.

- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნეირომეცნიერთა მიერ არაერთი მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადრეული განათლება წამყვანი მიმართულებაა ბავშვის მომავალი წარმატებისთვის. აუცილებელია ისიც, რომ მშობლები ფლობდნენ ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას. ჰარვარდში ჩატარებული კვლევის თანხმად, ყოველ ათას ბავშვში სამასს განვითარების ხელოვნური შეფერხება აღენიშნება, მიზეზად კი ტოქსიკური სტრესი სახელდება. რისგან არის გამოწვეული ტოქსიკური სტრესი? მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • დედის დეპრესია - ხშირ შემთხვევაში მშობლები ვერც ხვდებიან, რა ზიანს აყენებენ თავისი დეპრესიით შვილს.
  • უგულველყოფა - როდესაც არ გვცალია, არ ვაქცევთ ბავშვს ყურადღებას.
  • მკაცრი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.
  • ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე სიტყვიერი, ფიზიკური ხომ თავისთავად.

მშობლებმა არც იციან, ამ ყველაფრით რამხელა საფრთხე შეიძლება შეუქმნან ბავშვის განვითარებას. რით ვლინდება ეს ყველაფერი? იმით, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან ცუდი მეხსიერება, არ აქვთ კარგი კონცენტრაციის უნარი, რაც მეხსიერების ერთ-ერთი კომპონენტია. საერთოდ, ადრეულ განათლებაზე მეცნიერები ამბობენ, "ან გამოიყენე, ან დაკარგე" იმიტომ, რომ ეს პერიოდი მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ბავშვებს გავუძლიეროთ სწავლის ის უნარები, რომელიც მომავალში ძალიან დასჭირდებათ და გამოადგებათ.

- კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა, რომ ადრეული განათლების პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ?

- იაპონელი ნეირომეცნიერები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და ამბობენ, რომ 2 წლიდან ბავშის აღზრდა უკვე დაგვიანებულია. ამიტომ განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ 2 წლამდე. ეს მოსწონს თვეების ბავშვსაც კი. ამ ასაკის ბავშვების შემთხვევაში ძირითად აქცენტს აკეთებენ კვებასა და ჰიგიენაზე, არადა ამასთან ერთად, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვს მოვასმენინოთ მუსიკა, რაც დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას. მუსიკა უნდა იყოს მშვიდი და მარიტივი, ძალიან კარგია, თუ ამას რიტუალის სახეს მივცემთ და ძილის წინ მოვასმენინებთ.

რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა მშობლების მხრიდან. არსებობს კვლევაც, რომლის თანახმად სოციალურად დაუცველ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ სიტყვათა მარაგის სიმცირე. უფრო დეტალურად გამოარკვიეს მიზეზი და აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს ყოველ 6 სიტყვაში 4 სიტყვა ნეგატიურ ასპექტში ესმის, ფერხდება მისი სიტყვათა მარაგის განვითარება, ხოლო იმ ოჯახებში, სადაც 6 სიტყვიდან ექვსივე პოზიტიურია ბავშის მიმართ, განვითარება უფრო სწრაფად ხდება.

- ხშირად საუბრობენ გაჯეტების უარყოფით გავლენაზე ბავშვების განვითარებასთან მიმართებაში, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ციფრული სამყარო და ბავშვი უკვე განუყრელი ნაწილია, მაგრამ ესეც გარკვეულ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. ბავშვის კონტაქტი გაჯეტებთან 15-20 წუთზე მეტი არ უნდა იყოს დღეში, მაგრამ თუ მაინც აყურებინებთ, ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ ეს იყოს მუსიკალური საბავშვო მულტფილმები, ზოგადად, მუსიკა ძალიან უწყობს ხელს განვითარებას და თუ საყურებელია, ისევ მუსიკალური იყოს, ჯობია. წაიკითხეთ სრულად

მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"

"აი ამ ქალმა, მისმა უფროსმა და სისტემამ მოკლა ლუკა" - მიხეილ სააკაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

"მწვანე სკოლის" განცხადებას 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა