პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღვის დონე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მილიონობით ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს - ახალი დასკვნა
ზღვის დონე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მილიონობით ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს - ახალი დასკვნა

ზღვის დონე დე­და­მი­წა­ზე მო­სა­ლოდ­ნელ­ზე მე­ტად აი­წევს, BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეც­ნი­ე­რებს ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს გრე­ლან­დი­ი­სა და ან­ტარ­ქტი­კის სწრა­ფი დნო­ბა აძ­ლევს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ 2100 წლის­თვის ზღვის დონე 1 მეტ­რით მო­ი­მა­ტებ­და, თუმ­ცა ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­საძ­ლოა, გა­ორ­მაგ­დეს.

ზღვის დო­ნის მა­ტე­ბის გამო კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლოს.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ყი­ნუ­ლის დნო­ბა პლა­ნე­ტა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. მათი გა­მოთ­ვლით, დე­და­მი­წა და­ახ­ლო­ე­ბით 1.79 მლნ კი­ლო­მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის ხმე­ლეთს და­კარ­გავს. წყლით კი უმე­ტე­სად და­ი­ფა­რე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სოა - მა­გა­ლი­თად, ნი­ლო­სის დელ­ტა.

წყლის დო­ნის მა­ტე­ბის შე­დე­გად ბან­გლა­დეშ­ში ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, საფრ­თხის ქვეშ დად­გე­ბა ისე­თი დიდი ქა­ლა­ქე­ბი, რო­გო­რი­ცა ლონ­დო­ნი, ნიუ-იორ­კი და შან­ხაი.

ავტორი:

ზღვის დონე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მილიონობით ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს - ახალი დასკვნა

ზღვის დონე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მილიონობით ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს - ახალი დასკვნა

ზღვის დონე დედამიწაზე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გრელანდიისა და ანტარქტიკის სწრაფი დნობა აძლევს.

წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ 2100 წლისთვის ზღვის დონე 1 მეტრით მოიმატებდა, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერების მოსაზრებების მიხედვით არის მომზადებული, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაორმაგდეს.

ზღვის დონის მატების გამო კი მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.

კვლევის ავტორების თქმით, ყინულის დნობა პლანეტაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მათი გამოთვლით, დედამიწა დაახლოებით 1.79 მლნ კილომეტრის მოცულობის ხმელეთს დაკარგავს. წყლით კი უმეტესად დაიფარება ტერიტორიები, რომელიც მოსავლის მოყვანისთვის საუკეთესოა - მაგალითად, ნილოსის დელტა.

წყლის დონის მატების შედეგად ბანგლადეშში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეცნიერების ვარაუდით, საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცა ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი.

მარსიდან შორტებამდე - ილონ მასკი წითელ შორტებს რეკორდულ ფასად ყიდის

იტალიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"