პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა
ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

მე­ზე­უ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, პრო­ექ­ტის „დიდი მხატ­ვრე­ბის შე­დევ­რე­ბი“ ფარ­გლებ­ში, „პა­ლიტ­რა მე­დი­ი­სა“ და „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, მუ­ზე­უ­მის „უკ­ვდავ­თა ბაღ­ში“ იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრის - ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის დიდ ეკ­რან­ზე ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა.

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლემ სტუმ­რებს 18 მა­ისს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით უმას­პინ­ძლა. სა­ღა­მო გა­იხ­სნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვით - ლა­ზუ­რი.

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ გახ­სნა გა­მო­ფე­ნა - „ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი - ის­ტო­რია და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა“. ექ­სპო­ზი­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ცულ ის­ტო­რი­ულ კოს­ტი­უ­მებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სის სახ­ლის მიერ, ეროვ­ნულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­მო­სიც.

სა­სახ­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ქარ­თველ­მა დრა­მე­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს და­სარ­ტყა­მი და სა­სუ­ლე საკ­რა­ვე­ბის შოუ.

დღის და­სას­რულ, მო­სულ­მა სტუმ­რებ­მა „უკ­ვდავ­თა ბაღ­ში“ გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც სა­ღა­მო დიდ ეკ­რან­ზე ფილ­მის ჩვე­ნე­ბით დას­რულ­და.

სტუმ­რებს, ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც „დიდი მხატ­ვრე­ბის შე­დევ­რე­ბის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მო­დი­ლი­ა­ნის სამი შე­დევ­რიც: “ჟანა ები­უ­ტერ­ნი", "დე­დი­ეს პორ­ტრე­ტი" და “მწო­ლი­ა­რე შიშ­ვე­ლი ქალი”, რო­მე­ლიც 20 მა­ისს უკვე გა­მო­ვი­და.

მე-20 სა­უ­კუ­ნის, ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტის „დიდი მხატ­ვრე­ბის შე­დევ­რე­ბი“ მე-5 რჩე­უ­ლი მხატ­ვა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტის „დიდი მხატ­ვრე­ბის შე­დევ­რე­ბის“ ფარ­გლებ­ში, თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ანა­ლო­გე­ბი რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

სა­სურ­ველ მხატ­ვარ­სა და მის ნა­მუ­შევ­რებს ირ­ჩევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შემ­დეგ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

მეზეუმების საერთაშორისო დღეს, პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართა.

ხელოვნების სასახლემ სტუმრებს 18 მაისს მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლა. საღამო გაიხსნა სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გახსნა გამოფენა - „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიულ კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იყო ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველმა დრამერებმა წარმოადგინეს დასარტყამი და სასულე საკრავების შოუ.

დღის დასასრულ, მოსულმა სტუმრებმა „უკვდავთა ბაღში“ გადაინაცვლეს, სადაც საღამო დიდ ეკრანზე ფილმის ჩვენებით დასრულდა.

სტუმრებს, ფილმის ჩვენებამდე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ტილოები, რომლებიც „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში გამოიცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოდილიანის სამი შედევრიც: “ჟანა ებიუტერნი", "დედიეს პორტრეტი" და “მწოლიარე შიშველი ქალი”, რომელიც 20 მაისს უკვე გამოვიდა.

მე-20 საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამადეო მოდილიანი პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ მე-5 რჩეული მხატვარია.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, თვეში ერთხელ გამოიცემა ორიგინალთან მიახლოებული ანალოგები რომლებიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

სასურველ მხატვარსა და მის ნამუშევრებს ირჩევს საზოგადოება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს