პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინვესტორები ლარს იშორებენ და გარე ვალუტას აგროვებენ - ეკონომიკის ექსპერტი ლარის გაუფასურების მიზეზებზე
ინვესტორები ლარს იშორებენ და გარე ვალუტას აგროვებენ - ეკონომიკის ექსპერტი ლარის გაუფასურების მიზეზებზე

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტის, აკა­კი ცო­მა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ისე ქვე­ყა­ნა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა. აკა­კი ცო­მა­ი­ას თქმით, გა­მო­სა­ვა­ლი სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­შია.

„პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ნი­მუმ­ზეა და­სუ­ლი და მცირ­დე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რაც ცხა­დია, არის ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზი, მათ შო­რის, სა­ვაჭ­რო პარ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, გავ­ლე­ნას ახ­დენს. როცა ლირა უფა­სურ­დე­ბა, ინ­ვეს­ტო­რებს მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ ლა­რიც გა­უ­ფა­სურ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა ლა­რის მო­შო­რე­ბა და გარე ვა­ლუ­ტის დაგ­რო­ვე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ეს ტენ­დენ­ცია, ამ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი იწყე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბია, ვი­დე­რე უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის გა­დი­ნე­ბა, რაც იწ­ვევს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არის სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ში. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნია.

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს გაგ­რძელ­დეს, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. ეს მა­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პი არ შე­იც­ვლე­ბა. თუ ეს, ასე გაგ­რძელ­დე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კუ­რი დაღ­მავ­ლო­ბის გზა­ზეა. ანუ ეკო­ნო­მი­კა თა­ვი­სი ინერ­ცი­ით ვი­თარ­დე­ბა და ეს ინერ­ცია უნდა შე­იც­ვა­ლოს. ინერ­ცი­ის შეც­ვლა კი ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში უნდა გაჩ­ნდეს ისე­თი ტი­პის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შეძ­ლებს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნას და წარ­მო­ე­ბას, შემ­დეგ კი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ი­ტანს. ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მის რე­სურ­სი, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ცოდ­ნა. ეს კი პირ­ველ რიგ­ში, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მცირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, გუ­შინ­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2.7470 ლარი შე­ად­გი­ნა. კურ­სი, რო­მე­ლიც გუ­შინ მოქ­მე­დებ­და, 2.7424 ლარი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, დო­ლა­რის ცვლი­ლე­ბამ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 0.0046 ლარი შე­ად­გი­ნა.

ავტორი:

ინვესტორები ლარს იშორებენ და გარე ვალუტას აგროვებენ - ეკონომიკის ექსპერტი ლარის გაუფასურების მიზეზებზე

ინვესტორები ლარს იშორებენ და გარე ვალუტას აგროვებენ - ეკონომიკის ექსპერტი ლარის გაუფასურების მიზეზებზე

ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს როგორც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები, ისე ქვეყანაში შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები.

ეკონომიკის ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. აკაკი ცომაიას თქმით, გამოსავალი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაშია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, მინიმუმზეა დასული და მცირდება უცხოური ინვესტიციები, რაც ცხადია, არის ლარის გაუფასურების მიზეზი, მათ შორის, სავაჭრო პარტიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ბუნებრივია, გავლენას ახდენს. როცა ლირა უფასურდება, ინვესტორებს მოლოდინი აქვთ, რომ ლარიც გაუფასურდება და შესაბამისად, ხდება ლარის მოშორება და გარე ვალუტის დაგროვება. საერთო ჯამში, გაუფასურების ეს ტენდენცია, ამ პერიოდში, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი იწყება ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლებია, ვიდერე უცხოური ვალუტის გადინება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. გამოსავალი ყოველთვის არის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ გააჩნია.

როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეიცვლება. თუ ეს, ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, ეკონომიკური დაღმავლობის გზაზეა. ანუ ეკონომიკა თავისი ინერციით ვითარდება და ეს ინერცია უნდა შეიცვალოს. ინერციის შეცვლა კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ისეთი ტიპის სამუშაო ადგილები, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და გარკვეული სპეციფიკური მიმართულებებით შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას და წარმოებას, შემდეგ კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს. ამას სჭირდება შესაბამის რესურსი, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ამის შესაძლებლობა და ცოდნა. ეს კი პირველ რიგში, უცხოური ინვესტიციებია, რომელიც ქვეყანაში მცირდება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7470 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო