სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის და ირმა ინაშვილის რეიტინგი გათანაბრდა - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ
ბიძინა ივანიშვილის და ირმა ინაშვილის რეიტინგი გათანაბრდა - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

NDI-ის ბოლო კვლე­ვის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­სა და ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დერს ირმა ინაშ­ვილს თა­ნა­ბა­რი, 21%-იანი რე­ი­ტინ­გი აქვთ.

ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო პრო­ცენ­ტია ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ასა­ხუ­ლი. რე­ი­ტინ­გში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი, გრი­გოლ ვა­შა­ძე და მი­სი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბიც კი უს­წრე­ბენ.

NDI-ის კვლე­ვით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ლი­დე­რო­ბენ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გა­მო­კი­თხუ­ლი რეს­პონ­დენ­ტის 40% ამ­ბობს, რომ სერ­გე­ენ­კოს მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, 12% უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აფიქ­სი­რებს, 32% კი - არც და­დე­ბითს და არც უარ­ყო­ფითს.

რეს­პონ­დენ­ტთა 40% აფიქ­სი­რებს და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კახა კა­ლა­ძის მი­მარ­თაც, 18%-ს მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. 34% კა­ლა­ძის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არც და­დე­ბი­თად და არც უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­სა­მე ად­გილ­ზეა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 31% აფიქ­სი­რებს.

შემ­დეგ პო­ზი­ცი­ებ­ზე მო­დი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მელ­თა მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 28-28%- ს აქვს.

27-27% გა­მო­ხა­ტავს და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის მი­მართ, 26-26% კი - ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის.

22-22%-ია და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძის და ნიკა მე­ლი­ას მი­მართ, 21-21% კი - ირმა ინაშ­ვი­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის.

20% აფიქ­სი­რებს და­დე­ბით გან­წყო­ბას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მი­მართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის და ირმა ინაშვილის რეიტინგი გათანაბრდა - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

ბიძინა ივანიშვილის და ირმა ინაშვილის რეიტინგი გათანაბრდა - რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს თანაბარი, 21%-იანი რეიტინგი აქვთ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სარეიტინგო პროცენტია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაა ასახული. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და მისივე ხელისუფლების მინისტრებიც კი უსწრებენ.

NDI-ის კვლევით პოლიტიკოსების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40% ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12% უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32% კი - არც დადებითს და არც უარყოფითს.

რესპონდენტთა 40% აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძის მიმართაც, 18%-ს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34% კალაძის მიმართ დამოკიდებულებას არც დადებითად და არც უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 31% აფიქსირებს.

შემდეგ პოზიციებზე მოდიან პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რომელთა მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28-28%- ს აქვს.

27-27% გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას გიორგი გახარიას და ზაალ უდუმაშვილის მიმართ, 26-26% კი - ალეკო ელისაშვილის, მამუკა ბახტაძის და თეა წულუკიანის.

22-22%-ია დადებითად განწყობილი გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას მიმართ, 21-21% კი - ირმა ინაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და დავით უსუფაშვილის.

20% აფიქსირებს დადებით განწყობას ირაკლი კობახიძის მიმართ.

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გეგმავს

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე