საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ
სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა იწევს - ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის ას­ლან ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­უ­ა­რე­სე­ბამ, ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ძა­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და... ბჟა­ნი­ას მომ­ხრე­ე­ბის თქმით, ის მო­წამ­ლეს, რა­საც "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ერთი სი­ტყვით, ბოლო 25 წელ­ში პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში ე.წ. მთავ­რო­ბის და­სა­ცა­ვად, სპეც­რაზ­მი გა­მოჩ­ნდა... ვი­თა­რე­ბა 20 მა­ი­სი­დან და­ი­ძა­ბა, მას შემ­დეგ რაც, აფხა­ზე­თის ოპო­ზი­ცი­ამ უვა­დო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო „პარ­ლა­მენ­ტის“ შე­ნო­ბას­თან, რო­მელ­მაც მხა­რი არ და­უ­ჭი­რა მათ მო­თხოვ­ნას, „საპ­რე­ზი­დენ­ტო“ არ­ჩევ­ნე­ბის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მარ­თვის შე­სა­ხებ. აქ­ცი­ის გამო სო­ხუმ­ში, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან “სპეც­რაზ­მი” იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ინც მოხ­და.

პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თის" ლი­დე­რის სერ­გეი შამ­ბას თქმით, ხა­ჯიმ­ბას მთავ­რო­ბის ტყუ­ი­ლი ბჟა­ნი­ას ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის შე­სა­ხებ, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ გათ­ვა­ლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს სის­ხლში მძი­მე მე­ტა­ლე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ა­უ­ა­რე­სა, აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ზე კი სარ­კი­სე­ბუ­რი ასახ­ვა ჰპო­ვა...

ბჟა­ნი­ას შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მოძ­რა­ო­ბა “სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­სა­ცა­ვად” ლი­დე­რის თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბას თქმით, ბჟა­ნი­ას მო­გე­ბის შან­სი ჰქონ­და. ახლა კი, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ შეძ­ლებს. ამი­ტო­მაც, ის შე­მოდ­გო­მამ­დე უნდა გა­და­ი­ტა­ნონ....

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ას­ლან ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას “ექი­მე­ბის სა­ი­დუმ­ლოს” უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, "მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქვთ".

რაულ ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დის შეც­ვლა­ზე უკვე უარი გა­ნა­ცხა­და, რა­მაც ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, პა­სუ­ხად, ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

"გვი­ან მი­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტთან... 40 წუთი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი იმ და­პი­რის­პი­რე­ბებს, რაც პარ­ლა­მენ­ტთან ხდე­ბო­და... პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აფხა­ზე­თის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში, ვნა­ხე რო­გორ დგა­ნან სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ნიღ­ბე­ბით სო­ხუმ­ში, ის ვინც თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­კე­ტი აიღო და ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა, ვე­რას­დროს კაცი ვერ გახ­დე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ ხალ­ხს ასე მხო­ლოდ ის მო­ექ­ცე­ვა, ვი­საც მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გია აქვს...

აფხაზ ხალ­ხს ჯო­ხით ვე­რა­ვინ შე­ა­ში­ნებს! მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში აფხა­ზებ­მა უამ­რა­ვი კა­ტას­ტრო­ფა გა­და­ი­ტა­ნეს. მე­ფის რუ­სე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ვის ხალ­ხს მო­ნე­ბი­ვით ექ­ცე­ო­და, ასე მო­ექ­ცა აფხა­ზებ­საც, რაც აჯან­ყე­ბით დას­რულ­და... ახლა კი, თა­ვად აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ისე, თით­ქოს არ იც­ნობს თა­ვის ხალ­ხს, ის, რა­საც ახლა ისი­ნი აკე­თე­ბენ, სხვა არა­ფე­რია თუ არა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია. ეს მა­შინ, რო­დე­საც, ქუ­ჩა­ში, ცი­ხე­სა და თა­ვად ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა. პო­ლი­ტი­კა­ში ისე­დაც გა­სა­გე­ბია რაც ხდე­ბა...

აფხა­ზი ერი ერთი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ერ­მა­ნე­თის “ჭა­მას” ვაგ­რძე­ლებთ. გუ­და­უ­თე­ლე­ბი, ოჩამ­ჩი­რე­ლე­ბი, ხა­ჯიმ­ბის­ტე­ბი და ბა­ღაფ­შის­ტე­ბი, მამა ბე­სა­რა­ი­ონ აპ­ლი­ა­სა და მამა დო­რო­თეი დბა­რის მომ­ხრე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ლა­მის ეშ­მა­კებს უწო­დე­ბენ და ამას ხალ­ხში ავ­რცე­ლე­ბენ. თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ვე­წე­ვით, არა­და, ამ ხე­ლოვ­ნუ­რი ბიძ­გე­ბის გა­რე­შე, გა­ნად­გუ­რე­ბა ისე­დაც გარ­და­უ­ვა­ლია..." - წერს სო­ხუ­მე­ლი თენ­გიზ აგრბა.

“მა­ინც მე­გო­ნა, რომ არ­ჩევ­ნებს გა­და­ი­ტან­დნენ... ეს და­ძა­ბუ­ლო­ბას მოხ­სნი­და და ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მას არა­ვინ მო­ი­თხოვ­და. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს­მის, რომ შე­მოდ­გო­მის­თვის ოპო­ზი­ცია ძა­ლას მო­იკ­რეფ­და და არ­ჩევ­ნებ­საც მო­ი­გებ­და. ამი­ტო­მაც გა­დად­გა მან ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯი. ახლა კი მას ცალ­სა­ხად წას­ვლა მო­უ­წევს!”- წერს ვა­ლენ­ტინ ვოლ­კო­გო­ნო­ვი abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

ამის ფონ­ზე რუ­სუ­ლი მე­დია წერს რომ, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის გამო, ტუ­რის­ტე­ბი აფხა­ზეთს ტო­ვე­ბენ, მათ კი ვი­საც და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­დათ ბი­ლე­თე­ბი, ჯავ­შანს აუქ­მე­ბენ.აფხა­ზე­თის ე.წ. ტუ­რიზ­მის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ის მღელ­ვა­რე­ბა, რაც „რეს­პუბ­ლი­კა­შია“, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ტუ­რის­ტულ ნა­კად­ზე. თუმ­ცა, მისი თქმით, არი­ან ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად და­დი­ან აფხა­ზეთ­ში და იცი­ან, რომ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლებს ეხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ტემპერატურა იწევს - ე.წ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ, ვითარება იმდენად დაძაბა, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა... ბჟანიას მომხრეების თქმით, ის მოწამლეს, რასაც "ხელისუფლება" კატეგორიულად უარყოფს.

ერთი სიტყვით, ბოლო 25 წელში პირველად, აფხაზეთში ე.წ. მთავრობის დასაცავად, სპეცრაზმი გამოჩნდა... ვითარება 20 მაისიდან დაიძაბა, მას შემდეგ რაც, აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები დაიწყო „პარლამენტის“ შენობასთან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მათ მოთხოვნას, „საპრეზიდენტო“ არჩევნების შემოდგომაზე გამართვის შესახებ. აქციის გამო სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შესასვლელთან “სპეცრაზმი” იყო მობილიზებული, თუმცა, რამდენიმე დაპირისპირება მაინც მოხდა.

პარტია "ერთიანი აფხაზეთის" ლიდერის სერგეი შამბას თქმით, ხაჯიმბას მთავრობის ტყუილი ბჟანიას ვირუსული პნევმონიის შესახებ, მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ გათვალა. სინამდვილეში, ოპოზიციის ლიდერს სისხლში მძიმე მეტალები აღმოუჩინეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა, აფხაზურ პოლიტიკაზე კი სარკისებური ასახვა ჰპოვა...

ბჟანიას შტაბის ხელმძღვანელის, მოძრაობა “სახელმწიფოებრიობის დასაცავად” ლიდერის თეიმურაზ ხიშბას თქმით, ბჟანიას მოგების შანსი ჰქონდა. ახლა კი, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ამიტომაც, ის შემოდგომამდე უნდა გადაიტანონ....

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას “ექიმების საიდუმლოს” უწოდებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უფლება, "მხოლოდ პაციენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში აქვთ".

რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებამ არჩევნების ვადის შეცვლაზე უკვე უარი განაცხადა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, აქციის მონაწილეებმა, პასუხად, ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

"გვიან მივედი პარლამენტთან... 40 წუთი ვაკვირდებოდი იმ დაპირისპირებებს, რაც პარლამენტთან ხდებოდა... პირველად დამოუკიდებელი აფხაზეთის უახლოეს ისტორიაში, ვნახე როგორ დგანან სპეცრაზმელები ნიღბებით სოხუმში, ის ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ხელკეტი აიღო და ბრძანება შეასრულა, ვერასდროს კაცი ვერ გახდება, რადგან საკუთარ ხალხს ასე მხოლოდ ის მოექცევა, ვისაც მონური ფსიქოლოგია აქვს...

აფხაზ ხალხს ჯოხით ვერავინ შეაშინებს! მე-19 საუკუნეში აფხაზებმა უამრავი კატასტროფა გადაიტანეს. მეფის რუსეთის ადმინისტრაცია თავის ხალხს მონებივით ექცეოდა, ასე მოექცა აფხაზებსაც, რაც აჯანყებით დასრულდა... ახლა კი, თავად აფხაზეთის ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს არ იცნობს თავის ხალხს, ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, სხვა არაფერია თუ არა კონფლიქტის ესკალაცია. ეს მაშინ, როდესაც, ქუჩაში, ციხესა და თავად ეკლესიაში განხეთქილებაა. პოლიტიკაში ისედაც გასაგებია რაც ხდება...

აფხაზი ერი ერთი პატარა სოფელია, მაგრამ ამის მიუხედავად ერმანეთის “ჭამას” ვაგრძელებთ. გუდაუთელები, ოჩამჩირელები, ხაჯიმბისტები და ბაღაფშისტები, მამა ბესარაიონ აპლიასა და მამა დოროთეი დბარის მომხრეები ერთმანეთს ლამის ეშმაკებს უწოდებენ და ამას ხალხში ავრცელებენ. თვითგანადგურებას აქტიურად ვეწევით, არადა, ამ ხელოვნური ბიძგების გარეშე, განადგურება ისედაც გარდაუვალია..." - წერს სოხუმელი თენგიზ აგრბა.

“მაინც მეგონა, რომ არჩევნებს გადაიტანდნენ... ეს დაძაბულობას მოხსნიდა და ხაჯიმბას გადადგომას არავინ მოითხოვდა. თუმცა, ხელისუფლებას ესმის, რომ შემოდგომისთვის ოპოზიცია ძალას მოიკრეფდა და არჩევნებსაც მოიგებდა. ამიტომაც გადადგა მან ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი. ახლა კი მას ცალსახად წასვლა მოუწევს!”- წერს ვალენტინ ვოლკოგონოვი abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

ამის ფონზე რუსული მედია წერს რომ, ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, მათ კი ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, ჯავშანს აუქმებენ.აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ის მღელვარება, რაც „რესპუბლიკაშია“, უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადზე. თუმცა, მისი თქმით, არიან ტურისტები, რომლებიც ხშირად დადიან აფხაზეთში და იციან, რომ არსებული პროტესტი მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს ეხება.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი