მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ბაღებს საკვების შეძენა თავად მოუწევთ - მერიამ კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შეუწყვიტა
თბილისის ბაღებს საკვების შეძენა თავად მოუწევთ - მერიამ კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შეუწყვიტა

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა თა­ვად მო­უ­წევთ, - ამის შე­სა­ხებ მე­რის მო­ად­გი­ლემ ილია ელოშ­ვილ­მა გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბა­ღე­ბი საკ­ვებს გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ახა­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოვ­ლე­ნამ­დე შე­ი­ძე­ნენ.

„უკვე მე­ო­რე სა­სა­წავ­ლო წე­ლია კომ­პა­ნია "ნილი" ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი და ასე­ვე unicef-ის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლებ­და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ბა­ღე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მი­წო­დე­ბა ხდე­ბო­და საკ­მა­ოდ ჯე­როვ­ნად, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე­დი გა­დახ­ვე­ვე­ბი­სა. საკ­ვე­ბი იყო ხა­რის­ხი­ა­ნი და კარ­გი. ჩვენ მუდ­მი­ვად მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ­დით კომ­პა­ნია "ნილს". საკ­ვე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბო­და სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ე­ბის მიერ, რო­გორც მე­რი­ის შიდა აუ­დი­ტის, ასე­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და ბა­ღე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიერ. ბოლო პე­რი­ო­დამ­დე "ნილი" საკ­მა­ოდ კარ­გად ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, რა­საც ვერ ვი­ტყვით უკა­ნას­კნელ ორ კვი­რა­ზე. არის მუდ­მი­ვი შე­ფერ­ხე­ბე­ბი, დაგ­ვი­ა­ნე­ბით საკ­ვე­ბის მი­ტა­ნა, საკ­ვე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იყო უხა­რის­ხო და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მისი გა­მო­ყე­ნე­ბა და მოგ­ვი­წია ჩა­ნაც­ვლე­ბა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შიდა ნაშ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სა­ა­გენ­ტოს ძა­ლის­ხმე­ვით, ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბით ხდე­ბო­და მო­მა­რა­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ას მე­რი­ის­გან გაფრ­თხი­ლე­ბაც მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და.

„გაფრ­თხი­ლე­ბაც მი­ვე­ცით კომ­პა­ნია „ნილს“, მაგ­რამ უნდ ით­ქვას, რომ დღეს ისევ ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. კვლავ დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხდე­ბა ბა­ღებ­ში საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა და გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი. ამ­გვარ რე­ჟიმ­ში ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ­დით მუ­შა­ო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კომ­პა­ნია „ნილს“ შე­უ­წყდეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ ბა­ღე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ შეს­ყიდ­ვებს და არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა და ხა­რისხში გა­უ­ა­რე­სე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში არ იქ­ნე­ბა. ხოლო შემ­დგომ­ში მოხ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბა. სა­უ­ბა­რია თვე­ნა­ხევ­რი­ან-ორ­თვი­ან პე­რი­ოდ­ზე, სა­ნამ გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი. არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში რო­მე­ლი­მე სხვა კომ­პა­ნი­ით ჩა­ნაც­ვლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის კი გა­მო­ცხად­დე­ბა ახა­ლი ტენ­დე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს.

„თუკი არ­და­დე­გე­ბის და­წყე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში ისი­ნი გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, მოხ­დე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბა და გეც­ნო­ბე­ბათ აუ­ცი­ლებ­ლად. კომ­პა­ნი­ებს წი­ნას­წარ ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტროლს, ელოშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, კონ­ტრო­ლი იგი­ვე რე­ჟიმ­ში და მე­ქა­ნიზ­მე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა, რო­გორც აქამ­დე იყო.

„ჩვენ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ იქ­ნე­ბა მიმ­წო­დე­ბე­ლი, ბაღი თუ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია, მთა­ვა­რია საკ­ვე­ბი რა ხა­რის­ხი­საა, რო­გო­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბით აწ­ვდი­ან მას და რა პორ­ცი­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნია „ნილს“ ყვე­ლა გა­დაც­დო­მა­ზე, რაც კი აქამ­დე ჰქონ­და, ჯა­რი­მა და­კის­რე­ბუ­ლი აქვს.

„არ­ცერ­თი ჯა­რი­მა არ გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია, თუმ­ცა, კონ­ტრაქ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ თუკი ეს ჯა­რი­მე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბი­საა, რომ კომ­პა­ნია ვერ გა­აგ­რძე­ლებს სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას, კონ­ტრაქტს ვწყვეტთ. ეს არის ჯა­რი­მაც და ყვე­ლა­ნა­ი­რი სან­ქცი­აც“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ბაგა-ბა­ღე­ბის კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ახა­ლი ტენ­დე­რი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია „ნილს“, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის ბაგა-ბა­ღებს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა. ელოშ­ვი­ლის თქმით, კომ­პა­ნი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხვა­ლი­დან შე­უ­წყდე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია ბა­ღებს უხა­რის­ხო საკ­ვებს და დაგ­ვი­ა­ნე­ბით აწ­ვდი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია „ნილს“ ყა­და­ღა ადევს, რის გა­მოც, ბა­ღე­ბის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ ახერ­ხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თბილისის ბაღებს საკვების შეძენა თავად მოუწევთ - მერიამ კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შეუწყვიტა

თბილისის ბაღებს საკვების შეძენა თავად მოუწევთ - მერიამ კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შეუწყვიტა

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ, - ამის შესახებ მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ბაღები საკვებს გარდამავალ პერიოდში, ახალი კომპანიის გამოვლენამდე შეიძენენ.

„უკვე მეორე სასაწავლო წელია კომპანია "ნილი" ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და ასევე unicef-ის სტანდარტების დაცვით ახორციელებდა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ბაღებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება ხდებოდა საკმაოდ ჯეროვნად, მიუხედავად მცირედი გადახვევებისა. საკვები იყო ხარისხიანი და კარგი. ჩვენ მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია "ნილს". საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციების მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბაღების მონიტორინგის მიერ. ბოლო პერიოდამდე "ნილი" საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელ ორ კვირაზე. არის მუდმივი შეფერხებები, დაგვიანებით საკვების მიტანა, საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და მოგვიწია ჩანაცვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ხარისხიანი საკვებით ხდებოდა მომარაგება“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას მერიისგან გაფრთხილებაც მიღებული ჰქონდა.

„გაფრთხილებაც მივეცით კომპანია „ნილს“, მაგრამ უნდ ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა. კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და გვაქვს პრობლემები. ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ შეუწყდეს ხელშეკრულება. რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ ბაღები განახორციელებენ შესყიდვებს და არანაირი შეფერხება და ხარისხში გაუარესება ამ პერიოდში არ იქნება. ხოლო შემდგომში მოხდება კომპანიის ჩანაცვლება. საუბარია თვენახევრიან-ორთვიან პერიოდზე, სანამ გამოცხადდება საზაფხულო არდადეგები. არდადეგების პერიოდში რომელიმე სხვა კომპანიით ჩანაცვლება განხორციელდება. მომავალი წლისთვის კი გამოცხადდება ახალი ტენდერი“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერიას მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს.

„თუკი არდადეგების დაწყებამდე პერიოდში ისინი გამოთქვამენ სურვილს, მოხდება ჩანაცვლება და გეცნობებათ აუცილებლად. კომპანიებს წინასწარ ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება საკვები პროდუქტების კონტროლს, ელოშვილის მტკიცებით, კონტროლი იგივე რეჟიმში და მექანიზმებით გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მიმწოდებელი, ბაღი თუ რომელიმე კომპანია, მთავარია საკვები რა ხარისხისაა, როგორი ჰიგიენური ნორმებით აწვდიან მას და რა პორციებით“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია „ნილს“ ყველა გადაცდომაზე, რაც კი აქამდე ჰქონდა, ჯარიმა დაკისრებული აქვს.

„არცერთი ჯარიმა არ გამოგვიტოვებია, თუმცა, კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ თუკი ეს ჯარიმები იმ რაოდენობისაა, რომ კომპანია ვერ გააგრძელებს სამუშაოების წარმოებას, კონტრაქტს ვწყვეტთ. ეს არის ჯარიმაც და ყველანაირი სანქციაც“, - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ახალი ტენდერი ზაფხულის პერიოდში გამოცხადდება.

თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ელოშვილის თქმით, კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

არსებული ინფორმაციით, კომპანია „ნილს“ ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას ვერ ახერხებს.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო