ავტორი:

ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება

ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება

ლონდონი რა ფერია, ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, თუმცა Ferrari-ის დედამშობელი, წვიმიანი მარანელო რომ წითელია, ამაზე დავა არ შეიძლება… წითელის, სიცოცხლის ფერის დომინაციით გადაწყვეტილ მარანელოში თავმომწონედ დასრიალებენ ცხვირზე ცხენის ლოგოგაკრული სედანები და ჰეგემონობით გაგულისებულები წითელი ფერის გარდა, არცერთ სხვა ფერს არ აჭაჭანებენ ქალაქში.

1987 წელს, Ferrari-ის 40 წლის იუბილესთვის მორთულ-მოკაზმულ მარანელოში გამოჩნდა ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი Ferrari-ის მოდელი, ორკარიანი F40. იმ დროისთვის ეს მოდელი იყო ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული Ferrari-ის მანქანა. გამოსვლის წელს მანქანა 400 000 ამერიკული დოლარი ღირდა, თუმცა მალევე 1990 წელს ბრიტანელი მრბოლელის, ნიგელ მანსელის კუთვნილი F40 მილიონად გაიყიდა და მას შემდეგ ფასი მუდმივად ემატება…

წარმოსადგენადაც აღმაფრთოვანებელია, ღრმად მოხუცებული ენცო ფერარი რომ გამოვიდოდა თავის ვერანდაზე, გაზაფხულს შეიგრძნობდა და ზემოდან დააშტერდებოდა Ferrari-ის მისთვის უკანასკნელ მოდელს, რომლის დიზაინიც ლეონარდო ფიორავანტიმ შექმნა. რას იფიქრებდა, მხოლოდ ერთი წელი რომ ჰქონდა დარჩენილი ამ მშვენიერების საცქერლად…

F40-ის გამოსვლიდან ერთ წელიწადში ენცო მიწას მიაბარეს და შემდეგ წელს 1989-ში, გლოვადასრულებულებმა იგი რალზე გაუშვეს. მაშინ დამშრალი ლაგუნის რბოლაზე (Laguna Seca Raceway)ამ ავტომობილს 25 წლის Jean Alesi მართავდა.

Ferrari მსოფლიოში უძვირფასეს ავტომობილებს აწარმოებს და მისი შეძენა ერთეულებს შეუძლიათ, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდეს მსოფლიოს მასშტაბით. დიდია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ფერარის მინიატურულ მოდელებს თავისი კოლექციისთვის აგროვებს. შენც კოლექციას თუ აგროვებ, ან თუ შეგროვებას იწყებ, უკეთესი რა უნდა შემატო თუ არა Ferrari F40-ის მინიატურული ვერსია. ამ მოდელის შეძენის შესაძლებლობა კი ჟურნალ AUTO BILD-ის ივნისის ნომერთან ერთდ გექნება. ერთი თვეა, რაც AUTO BILD- მა აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მსურველები ერთი წლის მანძილზე ferrari-ს 10 მოდელის შეძენას შეძლებენ.

თუ შენც სენტიმენტებით გაჟღენთილ წითელ პეგასზე შეშლილთა რიცხვს მიეკუთვნები, ეს ნამდვილად შენი შანსია, რომ Ferrari-ის მოდელების კოლექციონერი გახდე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი