პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან დაკავებული ფეხბურთელები - „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტის და ფედერაციის კომენტარი მატჩების ჩაწყობის საქმეზე
ვინ არიან დაკავებული ფეხბურთელები - „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტის და ფედერაციის კომენტარი მატჩების ჩაწყობის საქმეზე

სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე 8 მოქ­მე­დი და 3 ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვა.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ით­ვი­სეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 93 500 ლარი.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი - ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ნიკა და­უშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჯა­ყე­ლი და ლაშა ჩა­ფი­ძე.

ასე­ვე და­ა­კა­ვეს - სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ჭი­ა­თუ­რას“ ფეხ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ხუ­ჭუა, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რო­ბერტ (რატი) იმერ­ლიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძე, ასე­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჯონი შე­რო­ზია, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძე, პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­უ­რი და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე.

მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ის“ პრე­ზი­დენ­ტი, კახა ებ­რა­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ის“ მე­კა­რე რატი იმერ­ლიშ­ვი­ლი სახ­ლში და­ა­კა­ვეს. ფეხ­ბურ­თელ ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძეს კი ეძებ­დნენ.

ებ­რა­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გუნ­დი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნით, ახა­ლი მწრთვნე­ლი აიყ­ვა­ნეს.

“ბა­ზა­ზე ეძებ­დნენ ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძეს და სახ­ლი­დან მე­კა­რე რატი იმერ­ლიშ­ვი­ლი აიყ­ვა­ნეს. სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. იმერ­ლიშ­ვი­ლი ერთი წე­ლია, რაც ჩვენ­თან თა­მა­შობს, ად­გი­ლობ­რი­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია, ბა­ჯე­ლი­ძე ოზურ­გე­თე­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია კლუბ­ში ირი­ცხე­ბა.

რა თქმა უნდა, მათი და­კა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია, ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დან უნდა მქო­ნო­და. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბი გვქონ­და და ეს არა­ვის მოს­წონ­და. ახლა მწრთვნე­ლი შევ­ცვა­ლეთ, ახა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ და ამ საქ­მე­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი თბი­ლის­ში, ახლა მივ­დი­ვარ გუ­რი­ა­ში.

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ცუდი გვქონ­და, მივ­მა­რე­თეთ ცვლი­ლე­ბებს, ახა­ლი მწრთვნე­ლი, გელა სა­ნა­ია მო­ვიყ­ვა­ნეთ, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და გუნ­დის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სპორ­ტუ­ლი კუ­თხით არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. არ მგო­ნია, რომ ამას ვინ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­და. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ებ­რა­ლი­ძემ.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­აც:

"სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­უ­რი­გე­ბე­ლი პო­ზი­ცია მატ­ჩე­ბის გა­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სფფ-ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად აქამ­დეც მოხ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი­სა თუ სხვა პი­რე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან სხვა­დას­ხვა ვა­დით. ამ სა­კი­თხის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ცე­დუ­რე­ბის მკაც­რი დაც­ვა და ზოგ­ჯერ სპორ­ტუ­ლი სა­მარ­თა­ლი არ არის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი ბერ­კე­ტი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ ჰქონ­და ად­გი­ლი მატ­ჩის შე­დეგ­სა ან მსვლე­ლო­ბა­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს, რომ­ლებ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა სრუ­ლად ვერ ითა­ვი­სებს, რომ მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს არამ­ხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი გუნ­დის სა­ხელ­სა და იმიჯ­ზე, არა­მედ მთელ სა­ფეხ­ბურ­თო ოჯახ­ზე.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, სფფ-სა და შსს-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან. ამ პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად სფფ-ის იუ­რი­დი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და­მა­ტე­ბით იმ­სჯე­ლე­ბენ, რათა არ­ცერ­თი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი არ დარ­ჩეს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე“, - ნათ­ქვა­მია ფეხ­ბურ­თი ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ არიან დაკავებული ფეხბურთელები - „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტის და ფედერაციის კომენტარი მატჩების ჩაწყობის საქმეზე

ვინ არიან დაკავებული ფეხბურთელები - „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტის და ფედერაციის კომენტარი მატჩების ჩაწყობის საქმეზე

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ნიკა დაუშვილი, ვახტანგ ჯაყელი და ლაშა ჩაფიძე.

ასევე დააკავეს - საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხუჭუა, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ (რატი) იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე, ასევე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, პაატა ღუდუშაური და ნოდარ კიკნაველიძე.

მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელების დაკავებას „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტი, კახა ებრალიძე ეხმაურება. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, „ლანჩხუთის გურიის“ მეკარე რატი იმერლიშვილი სახლში დააკავეს. ფეხბურთელ ირაკლი ბაჯელიძეს კი ეძებდნენ.

ებრალიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ახალი მწრთვნელი აიყვანეს.

“ბაზაზე ეძებდნენ ირაკლი ბაჯელიძეს და სახლიდან მეკარე რატი იმერლიშვილი აიყვანეს. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. იმერლიშვილი ერთი წელია, რაც ჩვენთან თამაშობს, ადგილობრივი ფეხბურთელია, ბაჯელიძე ოზურგეთელია და დაახლოებით, წელიწადნახევარია კლუბში ირიცხება.

რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოულოდნელი იყო, არასასიამოვნო ფაქტია, ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია საიდან უნდა მქონოდა. არასახარბიელო შედეგები გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. ახლა მწრთვნელი შევცვალეთ, ახალი მოვიყვანეთ და ამ საქმეზე ვიმყოფებოდი თბილისში, ახლა მივდივარ გურიაში.

სატურნირო მდგომარეობა ცუდი გვქონდა, მივმარეთეთ ცვლილებებს, ახალი მწრთვნელი, გელა სანაია მოვიყვანეთ, რომელიც კვალიფიციურია და გუნდის კრიზისული სიტუაციებიდან გამოყვანის გამოცდილება აქვს. სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა იყო. არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ებრალიძემ.

ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს ფეხბურთის ფედერაციაც:

"საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არცერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე“, - ნათქვამია ფეხბურთი ფედერაციის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს