პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ულამაზესი ხედები 31-ე სართულიდან და მარკეტერების კულინარიული შეჯიბრი - #CHEFმარკეტერი გრძელდება
თბილისის ულამაზესი ხედები 31-ე სართულიდან და მარკეტერების კულინარიული შეჯიბრი - #CHEFმარკეტერი გრძელდება

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­ჯიბ­რი #CHEFმარ­კე­ტე­რი გრძელ­დე­ბა. ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" მო­რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამ­ჯე­რად სას­ტუმ­რო „ბილტმო­რის“ ბარ-რეს­ტო­რან­მა "ზიმი" უმას­პინ­ძლა. 31-ე სარ­თუ­ლი­დან თბი­ლი­სის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხე­დე­ბის ტკბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 7 კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თმა­ნეთს გემ­რი­ე­ლი სა­ლა­თის მომ­ზა­დე­ბა­ში ეჯიბ­რე­ბო­და.

"ბიუ-ბიუს“, “სან­ტეს“ "რედ­კოს", "კინგ დე­ვი­დის", თე­გე­ტა მო­ტორ­სის", ჯი­პი­სის", „თი­ბი­სი­სა“ და „ბა­და­გო­ნი“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რებ­მა თა­ვი­ან­თი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ზა­ფხუ­ლო, დაგ­რი­რუ­ლი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თის მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს. რვა კონ­კურ­სან­ტმა კერძს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და პი­კან­ტუ­რი გემო შე­მა­ტა. მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა.

#CHEFმარ­კე­ტე­რის მა­ი­სის თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი „ტე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ვან­ცა ღვე­დაშ­ვი­ლი გახ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის სპონ­სო­რი, "კო­ლორ­პა­კი" და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გახ­ლდათ, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის პრი­ზე­ბი და­ა­წე­სეს. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებ­მა სას­ტუმ­როს 30-ე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე “ზი­მის” უგემ­რი­ე­ლე­სი სამ­ზა­რე­უ­ლო და­ა­გე­მოვ­ნეს.

გვან­ცა ღვე­დაშ­ვი­ლი, #CHEFმარ­კე­ტე­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

"კუ­ლი­ნა­რია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი ჰო­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხო­ბა მიყ­ვარს. დღეს გა­მარ­ჯვე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. გა­მო­ვი­ყე­ნე ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი, რაც კი მქონ­და მო­ცე­მუ­ლი. თუმ­ცა, აქ­ცენ­ტი მა­ინც პო­მიდვ­რის სო­უს­ზე გა­ვა­კე­თე. ვფიქ­რობ ამ სტრა­ტე­გი­ამ გა­ა­მარ­თლა".

ბილტმო­რის მარ­კე­ტინ­გი, ჟი­უ­რის წევ­რი - ნი­ნუ­ცა ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი:

"#CHEFმარ­კე­ტე­რი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. ასე­ვე, არის ძა­ლი­ან კარ­გი პალ­ტფორ­მა იმის­თვის, რომ მარ­კე­ტე­რებ­მა სხვა რა­კურ­სით გა­მო­ავ­ლი­ნონ თავი. რაც შე­ე­ხე­ბა "ბილტმორს", ვფიქ­რობ ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლა­ბო­რა­ცია შედ­გა. ჩვენც "შეფ-მარ­კე­ტე­რის" მსგავ­სად გვაქვს ერ­თნა­ი­რი ხედ­ვა კერ­ძებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა ბილტმო­რის 31-ე სარ­თულ­ზე, „ზიმ ბარ­ში", რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი თა­ვი­სი კერ­ძე­ბი­თა და ხე­დე­ბით. ვფიქ­რობ თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი. ჩვენ­მა მთა­ვა­რი შეფ­მა გე­მოს და ვი­ზუ­ა­ლის მხრივ ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც ობი­ექ­ტუ­რად გა­მოვ­ლინ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის კერძს, ვფიქ­რობ გე­მოვ­ნე­ბით იყო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მისი კერ­ძი და არ იგ­რძნო­ბო­და გა­და­ჭარ­ბე­ბა. სწო­რი გა­და­ყწ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ჟი­უ­რის წევ­რებ­მა" - აღ­ნიშ­ნა ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა.

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

ავტორი:

თბილისის ულამაზესი ხედები 31-ე სართულიდან და მარკეტერების კულინარიული შეჯიბრი - #CHEFმარკეტერი გრძელდება

თბილისის ულამაზესი ხედები 31-ე სართულიდან და მარკეტერების კულინარიული შეჯიბრი - #CHEFმარკეტერი გრძელდება

კულინარიული შეჯიბრი #CHEFმარკეტერი გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" მორიგ ღონისძიებას, ამჯერად სასტუმრო „ბილტმორის“ ბარ-რესტორანმა "ზიმი" უმასპინძლა. 31-ე სართულიდან თბილისის უმშვენიერესი ხედების ტკბობის პარალელურად, 7 კომპანიის წარმომადგენელი ერთმანეთს გემრიელი სალათის მომზადებაში ეჯიბრებოდა.

"ბიუ-ბიუს“, “სანტეს“ "რედკოს", "კინგ დევიდის", თეგეტა მოტორსის", ჯიპისის", „თიბისისა“ და „ბადაგონი“ მარკეტინგის მენეჯერებმა თავიანთი კულინარიული შესაძლებლობები საზაფხულო, დაგრირული ბოსტნეულის სალათის მომზადებაში გამოავლინეს. რვა კონკურსანტმა კერძს საკუთარი ინდივიდუალურობა და პიკანტური გემო შემატა. მონაწილეებს შორის გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ გამოავლინა.

#CHEFმარკეტერის მაისის თვის გამარჯვებული „ტეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის მენეჯერი ვანცა ღვედაშვილი გახდა. ღონისძიების სპონსორი, "კოლორპაკი" და გამომცემლობა "პალიტრა L" გახლდათ, რომლებმაც მონაწილეებისთვის პრიზები დააწესეს. მონაწილეებმა და ღონისძიების სტუმრებმა სასტუმროს 30-ე სართულზე მდებარე “ზიმის” უგემრიელესი სამზარეულო დააგემოვნეს.

გვანცა ღვედაშვილი, #CHEFმარკეტერის გამარჯვებული:

"კულინარია ძალიან მიყვარს. ჩემი ჰობია, განსაკუთრებით ცხობა მიყვარს. დღეს გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. გამოვიყენე ყველა ინგრედიენტი, რაც კი მქონდა მოცემული. თუმცა, აქცენტი მაინც პომიდვრის სოუსზე გავაკეთე. ვფიქრობ ამ სტრატეგიამ გაამართლა".

ბილტმორის მარკეტინგი, ჟიურის წევრი - ნინუცა ჩეჩელაშვილი:

"#CHEFმარკეტერი ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტია. ასევე, არის ძალიან კარგი პალტფორმა იმისთვის, რომ მარკეტერებმა სხვა რაკურსით გამოავლინონ თავი. რაც შეეხება "ბილტმორს", ვფიქრობ ძალიან კარგი კოლაბორაცია შედგა. ჩვენც "შეფ-მარკეტერის" მსგავსად გვაქვს ერთნაირი ხედვა კერძებთან დაკავშირებით.

ღონისძიება გაიმართა ბილტმორის 31-ე სართულზე, „ზიმ ბარში", რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თავისი კერძებითა და ხედებით. ვფიქრობ თითოეული მონაწილე ძალიან სერიოზულად მიუდგა კერძის მომზადებას. არჩევანის გაკეთება არ იყო მარტივი. ჩვენმა მთავარი შეფმა გემოს და ვიზუალის მხრივ ყველა კრიტიკულად შეაფასა და გამარჯვებულიც ობიექტურად გამოვლინდა.

რაც შეეხება გამარჯვებულის კერძს, ვფიქრობ გემოვნებით იყო დაბალანსებული მისი კერძი და არ იგრძნობოდა გადაჭარბება. სწორი გადაყწვეტილება მივიღეთ ჟიურის წევრებმა" - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ