პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცს, რომელთან გაგზავნილი ფოტოების გამო 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კაცს, რომელთან გაგზავნილი ფოტოების გამო 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მ.თ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარ­ტში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა გა­იც­ნო, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ FACEBOOK-ის პი­რად პრო­ფილ­ზე შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­აგ­ზავ­ნი­ნა, შემ­დეგ კი არას­რულ­წლო­ვან­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ასე­ვე მ.თ.-ს მო­თხოვ­ნით გო­გო­ნამ ინ­ტი­მუ­რი ფოტო-ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი გა­და­ი­ღო და მ.თ-ს გა­და­უგ­ზავ­ნა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში მ.თ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ისევ და­უ­კავ­შირ­და არას­რულ­წლო­ვანს და მუ­ქა­რით და იძუ­ლე­ბით ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა მოს­თხო­ვა. მ.თ.-ს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის, სას­ტი­კი მო­პყრო­ბის, მისი პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დამ­ცი­რე­ბის გამო არას­რულ­წლო­ვან­მა გო­გო­ნამ 2018 წლის 15 აგ­ვის­ტოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.თ. 2018 წლის 17 აგ­ვის­ტოს ქ.ოზურ­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა) და 115-ე მუხ­ლით (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მ.თ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

კაცს, რომელთან გაგზავნილი ფოტოების გამო 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელთან გაგზავნილი ფოტოების გამო 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო.

„სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მოვუწოდებთ "პრაიდის" მონაწილეებს, საწინააღმდეგო აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე" - შსს

ოზურგეთში, მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა - არსებული ინფორმაციით, ის ჯერ ეკლესიაში შევარდა, სადაც საეკლესიო ინვენტარი დააზიანა

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო