პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე
"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე

ჩვენ ავა­შე­ნებთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნას, სა­დაც კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნა­ბა­რია, სა­დაც არის თა­მა­შის გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბი ყვე­ლას­თვის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამი­სათ­ვის მთავ­რო­ბა­ში უნდა მო­ვიდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბი­ან.

„მე არ მინ­და, რომ თქვენს კა­ბი­ნე­ტებ­ში იყოს ჩემი პორ­ტრე­ტე­ბი, იმი­ტომ, რომ პრე­ზი­დენ­ტი არ არის არც ხატი და არც კერ­პი. ამის ნაც­ვლად და­კი­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და ყო­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წინ, შე­ხე­დეთ თვა­ლებ­ში...

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ჩემ­მა 6 წლის შვილ­მა თქვა: „მამა, ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ზე­ლენ­სკი პრე­ზი­დენ­ტია. გა­მო­დის, რომ მეც პრე­ზი­დენ­ტი ვარ?“ ეს მა­შინ გა­ის­მა, რო­გორც ბავ­შვის ხუმ­რო­ბა, თუმ­ცა, მე შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს სი­ნამ­დვი­ლეა, რად­გან ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი არის პრე­ზი­დენ­ტი. ეს არა მხო­ლოდ ჩემი, არა­მედ ყვე­ლას სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვე­ნი სა­ერ­თო შან­სია. დღე­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ უკ­რა­ი­ნა­ზე, რო­მელ­საც ჩენ შვი­ლებს და­ვუ­ტო­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი - დონ­ბა­სი.

„ყო­ველ დღე ვკარ­გავთ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს იქ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, დონ­ბას­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა. ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის რაზე ხართ წამ­სვლე­ლი. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი გმი­რე­ბი აღარ და­ი­ღუ­პონ, მე ყვე­ლა­ფე­რის­თვის მზად ვარ. მე ნამ­დვი­ლად არ მე­ში­ნია მი­ვი­ღო რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მზად ვარ დავ­კარ­გო პო­პუ­ლა­რო­ბა და რე­ი­ტინ­გი და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ასე­ვე პოს­ტი, ოღონდ იყოს მშვი­დო­ბა.

უკ­რა­ი­ნას არ და­უ­წყია ეს ომი, მაგ­რამ ჩვენ უნდა და­ვამ­თავ­როთ. ჩვენ მზად ვართ დი­ა­ლო­გის­თვის, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ დი­ა­ლო­გის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი დღე­ი­დან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უდ­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე

"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე

ჩვენ ავაშენებთ ახალი შესაძლებლობების ქვეყანას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სადაც არის თამაშის გამჭვირვალე და სამართლიანი წესები ყველასთვის, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მთავრობაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან.

„მე არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში იყოს ჩემი პორტრეტები, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის არც ხატი და არც კერპი. ამის ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში...

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემმა 6 წლის შვილმა თქვა: „მამა, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ზელენსკი პრეზიდენტია. გამოდის, რომ მეც პრეზიდენტი ვარ?“ ეს მაშინ გაისმა, როგორც ბავშვის ხუმრობა, თუმცა, მე შემდეგ მივხვდი, რომ ეს სინამდვილეა, რადგან ყველა ჩვენგანი არის პრეზიდენტი. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას საერთო გამარჯვება და ჩვენი საერთო შანსია. დღეიდან თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას იმ უკრაინაზე, რომელსაც ჩენ შვილებს დავუტოვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელებს აქვთ საერთო ტკივილი - დონბასი.

„ყოველ დღე ვკარგავთ თითოეულ ჩვენგანს იქ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტა. ხშირად მეკითხებოდნენ, ცეცხლის შეწყვეტისთვის რაზე ხართ წამსვლელი. მინდა დაგარწმუნოთ, იმისათვის, რომ ჩვენი გმირები აღარ დაიღუპონ, მე ყველაფერისთვის მზად ვარ. მე ნამდვილად არ მეშინია მივიღო რთული გადაწყვეტილებები. მზად ვარ დავკარგო პოპულარობა და რეიტინგი და თუ საჭირო გახდება, ასევე პოსტი, ოღონდ იყოს მშვიდობა.

უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დიალოგის დასაწყისი იქნება უკრაინელი ტყვეების დაბრუნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმერ ზელენსკი დღეიდან უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე