Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხბურთელებს მოწინააღმდეგე გუნდთან "ჰანდიკაპით"  წაგებაზე  ურიგდებოდნენ..." - სუს-ი დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთელებს მოწინააღმდეგე გუნდთან "ჰანდიკაპით"  წაგებაზე  ურიგდებოდნენ..." - სუს-ი დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რიფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე 8 მოქ­მე­დი და 3 ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდთან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით ე.წ. „ჰან­დი­კა­პით“ – ორი ან მეტი ბურ­თით წა­გე­ბა­ზე.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 93 500 ლარი.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მოს­ყიდ­ვი­სა და მე­ო­რე და უმაღ­ლეს ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მიერ მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე 8 მოქ­მე­დი და 3 ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი - ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ვახ­ტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ჭი­ა­თუ­რას“ ფეხ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ხ, ასე­ვე, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რო­ბერტ ი. და ირაკ­ლი ბ., სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჯონი შ, გი­ორ­გი გ, ნი­კო­ლოზ მ, პა­ა­ტა ღ. და ნო­დარ კ.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდთან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით ე.წ. „ჰან­დი­კა­პით“ – ორი ან მეტი ბურ­თით წა­გე­ბა­ზე.

VIDEO: "რო­გორც წი­ნა­ზე და­ვა­ლა­გეთ... ვა­კე­თებთ პრას­ტოი წა­გე­ბას"- სუს-ის ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ გეგ­მა­ვენ ჩა­წყო­ბილ მატ­ჩებს და იღე­ბენ ფულს და­კა­ვე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი

2019 წლის 3 აპ­რილს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-2 ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის გუ­რია“-ს მოს­ყი­დულ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „თბი­ლი­სის მე­რან­სა“ და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ას“ შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ტა­ი­მი ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით დათ­მეს.

ანა­ლო­გი­უ­რად, 2019 წლის 19 მა­ისს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლეს ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ მოს­ყი­დულ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ბა­თუ­მის დი­ნა­მოს­თან“ შეხ­ვედ­რა ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით დათ­მეს.

ხსე­ნე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით დას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 93 500 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 203-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს”, - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ფეხბურთელებს მოწინააღმდეგე გუნდთან "ჰანდიკაპით"  წაგებაზე  ურიგდებოდნენ..." - სუს-ი დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს

"ფეხბურთელებს მოწინააღმდეგე გუნდთან "ჰანდიკაპით"  წაგებაზე  ურიგდებოდნენ..." - სუს-ი დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორიფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

VIDEO: "როგორც წინაზე დავალაგეთ... ვაკეთებთ პრასტოი წაგებას"- სუს-ის ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ გეგმავენ ჩაწყობილ მატჩებს და იღებენ ფულს დაკავებული ფეხბურთელები

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს