პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილს თუ სურს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას, უნდა გა­ჩერ­დეს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ ოპო­ზი­ცია არ აპი­რებს გა­ჩე­რე­ბას და პი­რა­დად ის არ გა­ჩერ­დე­ბა:

"ეს არ არის გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბე­რი, როცა მი­ვი­ღეთ რაც იყო. ვერ ეღირ­სე­ბი­ან. ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. მე არ გავ­ჩერ­დე­ბი არც ერთი წა­მით, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილს არ ჩა­მო­ვა­შო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლო­ბას" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"მი­შას გა­ჩე­რე­ბა მე არ ვიცი რას ნიშ­ნავს, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ეს კაცი არა­ვის უნა­ხავს, სულ მოძ­რა­ობს. სხვა სა­კი­თხია რა ჯო­ბია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად.... მე მი­შას ვურ­ჩევ­დი, თუ უნდა პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტის შექ­მნა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა, უნდა გა­ჩერ­დეს" - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა "ნი­უს­რუმ­ში".

მი­სი­ვე თქმით, ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ერ­თმა­ნეთს კვე­ბავს და ამ პრო­ცე­სე­ბით ორი­ვე იღებს სარ­გე­ბელს:

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ჩე­რე­ბით ბევ­რად მიღ­წე­ვა­დი იქ­ნე­ბა ის შე­დე­გი, რაც მას უნდა, ვიდ­რე არ­გა­ჩე­რე­ბით. ეს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, არ აძ­ლევს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცენ­ტრე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ერ­თგვარ სიმ­ბი­ო­ზად ჩა­მო­ყა­ლიბ­და - ისი­ნი კვე­ბა­ვენ ერ­თმა­ნეთს, ავ­სე­ბენ და ინა­წი­ლე­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. ამით ორი­ვე თა­ვის ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ინარ­ჩუ­ნებს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის სტა­ტუსს. შე­სა­ბა­მი­სად, მ პრო­ცე­სი­დან ორი­ვეს თა­ვის დი­ვი­დენ­დი აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო - NEWSROOM: გია ხუ­ხაშ­ვი­ლი შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებს აფა­სებს

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მარ­თლა უნდა პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას ქარ­თულ ოც­ნე­ბას, წა­ვი­დეს და თა­ნაც, მას შე­უძ­ლია კა­ცუ­რად წა­ვი­დეს - მი­მარ­თოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და უთხრას: მოდი, ერ­თად წა­ვი­დეთ! აი ეს იქ­ნე­ბა მის­გან ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი. შე­უძ­ლი­ათ წა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე ნე­იტ­რა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, არც საფ­რან­გეთ­ში და არც ჰო­ლან­დი­ა­ში" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილს შეუძლია კაცურად წავიდეს, მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილს თუ სურს "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნას, უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას და პირადად ის არ გაჩერდება:

"ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას" - განაცხადა სააკაშვილმა.

"მიშას გაჩერება მე არ ვიცი რას ნიშნავს, გაჩერებული ეს კაცი არავის უნახავს, სულ მოძრაობს. სხვა საკითხია რა ჯობია სახელმწიფოებრივად.... მე მიშას ვურჩევდი, თუ უნდა პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა და "ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნა, უნდა გაჩერდეს" - განაცხადა ხუხაშვილმა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს კვებავს და ამ პროცესებით ორივე იღებს სარგებელს:

"სააკაშვილის გაჩერებით ბევრად მიღწევადი იქნება ის შედეგი, რაც მას უნდა, ვიდრე არგაჩერებით. ეს ორპოლუსიანობა ანგრევს ყველაფერს, არ აძლევს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის საშუალებას, რომ ალტერნატიული ცენტრები ჩამოყალიბდეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას. ამით ორივე თავის ამოცანას ასრულებს - "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. შესაბამისად, მ პროცესიდან ორივეს თავის დივიდენდი აქვს.

იხილეთ ვიდეო - NEWSROOM: გია ხუხაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს

თუ მიხეილ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას ქართულ ოცნებას, წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს - მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! აი ეს იქნება მისგან ისტორიული ნაბიჯი. შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში" - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები