პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევები პედაგოგებს
"ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევები პედაგოგებს

ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი, ბავ­შვებ­თან სწო­რი მიდ­გო­მა, ბავ­შვე­ბის, საგ­ნი­სა და სკო­ლის სიყ­ვა­რუ­ლი - ქარ­თველ­მა პე­და­გოგ­მა და ფსი­ქო­ლოგ­მა შალ­ვა ამო­ნაშ­ვილ­მა 500-მდე პე­და­გოგს სე­მი­ნა­რი ჩა­უ­ტა­რა და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ან­დო მას­წავ­ლებ­ლებს, რაც მისი აზ­რით, აკ­ლია დღე­ვან­დელ სკო­ლას.

გთა­ვა­ზობთ, რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­დან:

  • სკო­ლა სანსკრი­ტუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს სუ­ლის აღ­მავ­ლო­ბის კი­ბეს - კიბე კი არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ბავ­შვი ამ სუ­ლი­ერ გზა­ზე უნდა აიყ­ვა­ნოს!
  • ყო­ვე­ლი ბავ­შვი არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი მი­სია ამ­ქვეყ­ნად და ის უნდა მი­ვი­ღოთ, რო­გორც მოვ­ლე­ნა.
  • გყავთ კლას­ში ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვე­ბი? ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასეთ ბავ­შვს და­ა­ყე­ნებს სა­კუ­თარ ბი­ლიკ­ზე, თავს შე­აყ­ვა­რებს და მისი ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და თუ გული გიძ­გერს და ხარ ადა­მი­ა­ნი, არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ბავ­შვს ხელი ჰკრა!
  • ყვე­ლა ბავ­შვს უნდა დი­დო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა!
  • ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას ელო­დე­ბა ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, იყა­ვით ასე­თი თქვენ!
  • ბავ­შვი ვერ გა­მო­ვა მო­აზ­როვ­ნე, თუ მხო­ლოდ გის­მენთ, იწერს და გაკ­ვე­თილს გა­ბა­რებთ. დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბი ამ მწირ ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ ეტე­ვი­ან. ისი­ნი არი­ან სი­ნათ­ლის ბავ­შვე­ბი და თქვენ კი სი­ნათ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნდა იყოთ.ბავ­შვე­ბი კი არ არი­ან ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ჰი­პერ­პა­სი­უ­რე­ბი.
  • დღე­ვან­დელ­მა სკო­ლამ „აღ­ზრდა“ გა­მო­ა­ძე­ვა სკო­ლი­დან, დარ­ჩა მხო­ლოდ „სწავ­ლე­ბა“.
  • ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის მიმ­დე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს უნდა, რომ ბავ­შვე­ბი მას­ზე მორ­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ მარ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­ით. მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვი კი არ უნდა გაწ­ვრთნას - უნდა აღ­ზარ­დოს!
  • პა­ტი­ვი ეცით ბავ­შვის უცო­დინ­რო­ბას, განა თქვენ ყვე­ლა­ნი ათო­სა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხართ?
  • თი­თო­ე­ულ ბავ­შვს აქვს თა­ვი­სი გზა და ბი­ლი­კი, სა­ნამ ამ ბი­ლიკ­ზე დად­გე­ბა, მას ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდე­ბა. ნუ აურ­ჩევთ შვი­ლებს პრო­ფე­სი­ებს, ეს მათი არ­ჩე­ვა­ნი უნდა იყოს. დაე ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაც მო­ე­სურ­ვე­ბათ, იმ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლონ პრო­ფე­სია, სა­ნამ თა­ვის ბი­ლიკს არ და­ად­გე­ბი­ან.
  • საგ­ნე­ბი დღეს რა მე­თო­დე­ბი­თაც ის­წავ­ლე­ბა, ეს არის დღე­ვან­დე­ლი არას­წო­რი სტან­დარ­ტე­ბის ბრა­ლი, ჩვენ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბავ­შვს ცოდ­ნა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე და­ვა­ტა­რებთ, სა­დაც საგ­ნე­ბია და­მარ­ხუ­ლი, არა­ნა­ი­რი სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ აქვს და მო­ვა­ლე­ო­ბის მიზ­ნით უნდა ახ­სნათ და მათ ის­წავ­ლონ.
  • სა­კუ­თარ თავ­თან მი­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და ისიც კი­თხეთ, რა უყ­ვარს, რა უხა­რია, რას გრძნობს, რა ხდე­ბა მის სულ­ში.
  • ბავ­შვს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ფიქ­რი, იდე­ე­ბი, ჰი­პო­თე­ზე­ბი, აზ­რე­ბი, აზ­როვ­ნე­ბა... ნუ მის­ცემთ მათ გამ­ზა­დე­ბულ პა­სუ­ხებს.
  • ბავ­შვს მო­ე­ქე­ცით ისე, რო­გორც თა­ნას­წორს.
  • ბავ­შვს ყო­ველ­დღე სა­ჩუქ­რად მი­არ­თვით გაკ­ვე­თი­ლი, გა­ა­ო­ცეთ, შე­აყ­ვა­რეთ თავი.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თარ ჩაც­მუ­ლო­ბას, დგო­მის პო­ზას, სა­უბ­რის ტონს, ჟეს­ტებს, მი­მი­კებს. ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნე­ვენ, თქვენს თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბას.
  • ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა - მე­გობ­რო­ბაა!
  • ბავ­შვის გაზ­რდა შე­უძ­ლია მას, ვინც თვი­თო­ნაც იზ­რდე­ბა!
  • თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს თავ­შე­სა­ფა­რი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­სა­ი­დუმ­ლე, მე­გო­ბა­რი, დამ­ცვე­ლი.
  • ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ეს სი­ტყვე­ბი და ეცა­დეთ, რომ თქვენ­მა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ იცო­დეს: „ვინ არის, სი­დამ მო­სუ­ლა, სად არის, წავა სა­დაო“

ავ­ტო­რი: სა­ლო­მე გორ­გო­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
4

ეს კაცი დასვით განათლების სამინისტროში მინიმუმ მოადგილედ ან მთავარ მრჩეველად.

 

ძნელია, მაგრამ შეიძლება
4

 საუკეთესო თეორიები, გულში ჩამწვდომი, რა თაობები აღიზრდება თუნდაც აი ამ შეგონებებით, მაგრამ დღევანდელ მასწავლებლებს ეგ აღარ შეუძლიათ და განათლების სამინისტროს არ აწყობს უკვე. ბატონო შალვა, მადლობა. ნეტა შეიძლებოდეს ასეთი რამის გათავისება სკოლებში. დაიღალა უზნეობით მასწავლებელიც და მოსწავლეც და მშობელიც და ქვეყანაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევები პედაგოგებს

"ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!" - შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევები პედაგოგებს

ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები, ბავშვებთან სწორი მიდგომა, ბავშვების, საგნისა და სკოლის სიყვარული - ქართველმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა 500-მდე პედაგოგს სემინარი ჩაუტარა და ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაანდო მასწავლებლებს, რაც მისი აზრით, აკლია დღევანდელ სკოლას.

გთავაზობთ, რამდენიმე ამონარიდს შალვა ამონაშვილის პრაქტიკული რჩევებიდან:

  • სკოლა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს სულის აღმავლობის კიბეს - კიბე კი არის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვი ამ სულიერ გზაზე უნდა აიყვანოს!
  • ყოველი ბავშვი არის მოვლენა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია ამქვეყნად და ის უნდა მივიღოთ, როგორც მოვლენა.
  • გყავთ კლასში ცელქი, მოუსვენარი ბავშვები? ის მასწავლებელი გახდება საუკეთესო, რომელიც ზუსტად ასეთ ბავშვს დააყენებს საკუთარ ბილიკზე, თავს შეაყვარებს და მისი ცხოვრების მასწავლებელი გახდება და თუ გული გიძგერს და ხარ ადამიანი, არ შეიძლება ასეთ ბავშვს ხელი ჰკრა!
  • ყველა ბავშვს უნდა დიდობა, განვითარება და თავისუფლება!
  • ცხოვრებაში ყველას ელოდება ერთი მასწავლებელი, რომელიც ცხოვრების მასწავლებელი გახდება, იყავით ასეთი თქვენ!
  • ბავშვი ვერ გამოვა მოაზროვნე, თუ მხოლოდ გისმენთ, იწერს და გაკვეთილს გაბარებთ. დღევანდელი ბავშვები ამ მწირ ჩარჩოებში ვერ ეტევიან. ისინი არიან სინათლის ბავშვები და თქვენ კი სინათლის მასწავლებლები უნდა იყოთ.ბავშვები კი არ არიან ჰიპერაქტიურები, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები.
  • დღევანდელმა სკოლამ „აღზრდა“ გამოაძევა სკოლიდან, დარჩა მხოლოდ „სწავლება“.
  • ავტორიტარული პედაგოგიკის მიმდევარ მასწავლებელს უნდა, რომ ბავშვები მასზე მორგებულები იყვნენ - ისინი მოქმედებენ მართვის ფსიქოლოგიით. მასწავლებელმა ბავშვი კი არ უნდა გაწვრთნას - უნდა აღზარდოს!
  • პატივი ეცით ბავშვის უცოდინრობას, განა თქვენ ყველანი ათოსანი მასწავლებლები ხართ?
  • თითოეულ ბავშვს აქვს თავისი გზა და ბილიკი, სანამ ამ ბილიკზე დადგება, მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება. ნუ აურჩევთ შვილებს პროფესიებს, ეს მათი არჩევანი უნდა იყოს. დაე ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერაც მოესურვებათ, იმდენჯერ შეიცვალონ პროფესია, სანამ თავის ბილიკს არ დაადგებიან.
  • საგნები დღეს რა მეთოდებითაც ისწავლება, ეს არის დღევანდელი არასწორი სტანდარტების ბრალი, ჩვენ გაკვეთილებზე ბავშვს ცოდნათა სასაფლაოზე დავატარებთ, სადაც საგნებია დამარხული, არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ აქვს და მოვალეობის მიზნით უნდა ახსნათ და მათ ისწავლონ.
  • საკუთარ თავთან მიიყვანეთ ბავშვები, გაკვეთილების გარდა ისიც კითხეთ, რა უყვარს, რა უხარია, რას გრძნობს, რა ხდება მის სულში.
  • ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება ფიქრი, იდეები, ჰიპოთეზები, აზრები, აზროვნება... ნუ მისცემთ მათ გამზადებულ პასუხებს.
  • ბავშვს მოექეცით ისე, როგორც თანასწორს.
  • ბავშვს ყოველდღე საჩუქრად მიართვით გაკვეთილი, გააოცეთ, შეაყვარეთ თავი.
  • ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჩაცმულობას, დგომის პოზას, საუბრის ტონს, ჟესტებს, მიმიკებს. ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ, თქვენს თითოეულ მოქმედებას.
  • ბავშვთან ურთიერთობის ერთადერთი გზა - მეგობრობაა!
  • ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!
  • თითოეული ბავშვისთვის მასწავლებელი უნდა იყოს თავშესაფარი, საყვარელი ადამიანი, მესაიდუმლე, მეგობარი, დამცველი.
  • ყოველთვის გახსოვდეთ დავით გურამიშვილის ეს სიტყვები და ეცადეთ, რომ თქვენმა ყველა მოსწავლემ იცოდეს: „ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“

ავტორი: სალომე გორგოშიძე

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"