ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ოპონენტების განცხადებებს.
„ვემიჯნებით ყველანაირ პროვოკაციულ განცხადებას. ყველანაირი მონაცემით ვარ გამარჯვებული და ეს ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდება. ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება“,- აღნიშნა შენგელიამ.
მან ზუგდიდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ყველა ზუგდიდელს ამ ნდობისთვის და ყველაფერს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად, რომ ზუგდიდელების ნდობა გავამართლო“, - აღნიშნა შენგელიამ.