არსებული ინფორმაციით, სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემები sportall.ge და lelo.ge ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0. თუმცა, გასახდელში შესული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს.
„ერთი წყაროს ინფორმაციით დაკავებულია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის“, - წერენ sportall.ge და lelo.ge.