ავტორი:

ცესკო-ს პირველადი მონაცემები - ზუგდიდში გიორგი შენგელიამ ხმების - 54,45% , ხოლო სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო

ცესკო-ს პირველადი მონაცემები - ზუგდიდში გიორგი შენგელიამ ხმების - 54,45% , ხოლო სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,45%, ხოლო "გარეთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა „ქარული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,57% მიიღო.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ეს არის 52 საარჩევნო უბნის შედეგი. ჯამში კი ზესტაფონში გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მოიპოვეს, ხმები ასე განაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარი ხიჯაკაძე 34,29%; „თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია 5,83%; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე 5,17%; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე 2,66%.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარნეულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 79,08% მიიღო. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა ხმათა 11,06%, ხოლო აკმამედ იმამკულიევმა - 7,73% მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც დათვლილია 81 უბნის მონაცემები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები