ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხარდამჭერები ზეიმობენ. ქალაქის ქუჩებში ავტომანქანებით და დროშებით გეგა შენგელიას მხარდამჭერები დადიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს. ცესკოს სპეციალურ ვებ გვერდზე ამ დროისთვის 26 უბნის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული. აქედან 21 უბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია იგებს, ხოლო 5 უბანში „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი.