ავტორი:

"ჩვენ მეორე ტურისთვის მზადება დავიწყეთ..."

"ჩვენ მეორე ტურისთვის მზადება დავიწყეთ..."

ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებულები ვართ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პარტია მეორე ტურისთვის ემზადება.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების საბოლოო დათვლა. ამ წუთის მონაცემებით დათვლია და დადასტურებულად მიღებული გვაქვს ინფორმაცია 31 უბნიდან 23 უბანზე. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენი კანდიდატი 12 უბანში გამარჯვებულია. ასე, რომ მთაწმინდაზე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება მეორე ტური. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ როგორი სურათიც არ უნდა დაჯდეს საბოლოო ხმების დათვლის შედეგად, ნათელი სურათია მთაწმინდაზე თუ რამდენად აღარ უნდა ჩვენს მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა და რამდენად სურს ცვლილებები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ გუნდი მზადებას იწყებს მეორე ტურისთვის.

„ჩვენ დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზციას, ოპოზიციის სხვა კანდიდატს და არა შალვა შავგულიძეს მეორე ტურში შემოგვიერთდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო.

ზაურ დარგალს ვერ მივულოცავ, რადგან მე მარიონეტებს არ ვულოცავ, მოსახლეობის ხმები მოპარულია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარნეულში აჰმედ იმამკულიევმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, არჩევნების ამ შედეგით დასრულებას არ ელოდა, თუმცა დასძინა, რომ მთავარი, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება იყო.

"რა შედეგიც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ წყნარად, მშვიდად იყო ყველაფერი.

ხმის დათვლა ჯერ მიმდინარეობს, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იგივე გააკეთა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. ვფიქრობ, დღეს "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბების პიკი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" მარნეულის მუნიციპალიტეტში დაამარცხა დემოკრატია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გაიმარჯვოს და არა ოლიგარქების მარიონეტებმა", - განაცხადა იმამკულიევმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."