ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
„რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
„ყველა უბანი დათვლილია მთაწმინდაზეც. ჩვენმა კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 40.92% მიიღო ანუ შედგება მეორე ტური. მეორე კანდიდატი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.