ავტორი:

"არ გაპატიებთ, თავს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი, სირცხვილი თქვენ" - თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალით გაიყვანეს

"არ გაპატიებთ, თავს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი, სირცხვილი თქვენ" - თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალით გაიყვანეს

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს.

დეპუტატი რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც უბანზე აცხადებდნენ, დეპუტატს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.

„დამარეკინეთ ცესკოს თავმჯდომარესთან. დამესივნენ ზონდერებად ქცეული პოლიციელები. თქვენს მაგივრად მცხვენია. ივანიშვილი დასრულდება და თქვენ ისევ მოგიწევთ მუშაობა პოლიციაში. პარლამენტის წევრს აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით. მე მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე,“ - მიმართა სამართალდამცავებს თინა ბოკუჩავამ, რაზეც უბანზე მყოფმა პირებმა მიუგეს, რომ პარლამენტის საშვით შეუძლია პარლამენტის შენობაში შევიდეს, უბანზე შესვლას კი თავისი პროცედურები აქვს და მათი დაცვაა აუცილებელი.

VIDEO: "არ გაპატიებთ, თავს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი, სირცხვილი თქვენ" - თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი

თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ