პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ცდილობს ცალკე იყოს, ის უნდა იყოს მშობლებთან" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ოჯახზე ისაუბრა
"როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ცდილობს ცალკე იყოს, ის უნდა იყოს მშობლებთან" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ოჯახზე ისაუბრა

სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. ილია მე­ო­რემ მრევლს კი­დევ ერთხელ მი­უ­ლო­ცა აღ­დგო­მის ბრწყონ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი და ქა­და­გე­ბა­ში ოჯა­ხი­სა და ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"ქრის­ტე აღ­დგა! ქრის­ტე აღ­დგა! ქრის­ტე აღ­დგა!

17 მა­ისს ჩვენ დავ­ლო­ცეთ ოჯა­ხე­ბი. ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­იჩ­ნია, თით­ქოს ვი­ღა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო ეს მოქ­მე­დე­ბა. არა­ვი­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ოჯა­ხებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე.

მე მახ­სოვს ერთი ოჯა­ხი, მღვდლის ოჯა­ხი, რეპ­რე­სი­ე­ბის დროს ამ მღვდელს მი­უ­სა­ჯეს ციხე ციმ­ბირ­ში გაგ­ზავ­ნით და მის­მა მე­უღ­ლემ გა­მო­ი­ჩი­ნა ისე­თი დიდი სულ­გრძე­ლე­ბა და ისე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ ამ გა­და­სახ­ლე­ბულ მე­უღ­ლეს გაჰ­ყვა იმ მა­ტა­რებ­ლით, რომ­ლი­თაც მიჰ­ყავ­დათ იგი. როცა ჩერ­დე­ბო­და მა­ტა­რე­ბე­ლი, ეს მე­უღ­ლე გად­მო­დი­ო­და მა­ტა­რებ­ლი­დან და მუ­შა­ობ­და ხალ­ხში, რამ­დე­ნი­მე მა­ნეთს იშო­ვი­და და მიჰ­ქონ­და საჭ­მე­ლი თა­ვი­სი მე­უღ­ლი­სათ­ვის. შემ­დეგ ეს მო­ძღვა­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დაბ­რუნ­და გა­და­სახ­ლე­ბი­დან; მათ ეყო­ლათ შვი­ლი და იგი გახ­და დი­ა­კო­ნი, მამა კი კვლავ მღვდლობ­და. ეს იყო ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი. ჩვენ ყვე­ლა­ნი ოჯა­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ოჯა­ხი მტკი­ცე იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე არის ერის სიმ­ტკი­ცე და ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცე, ამი­ტომ მე იმ დღეს გი­თხა­რით თქვენ, რომ და­ა­ლოც­ვი­ნეთ თავი, თქვე­ნი თავი მშობ­ლებს.

მე მახ­სენ­დე­ბა ჩემი სტუ­დენ­ტო­ბა. სტი­პენ­დი­ას ვაგ­რო­ვებ­დი და რომ მოვ­დი­ო­დი არ­და­დე­გე­ბის დროს, მომ­ქონ­და სა­ჩუქ­რე­ბი დე­დი­სათ­ვის და მა­მი­სათ­ვის. იმ პა­ტა­რა სა­ჩუქ­რე­ბით ვა­ხა­რებ­დი ჩემს მშობ­ლებს და ჩემი მშობ­ლე­ბი მლო­ცავ­დნენ. მე მაქვს პა­ტა­რა პა­ნა­ღია, ეს პა­ნა­ღია ჩემი მშობ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რია, ჩემი მშობ­ლე­ბის და­ლოც­ვაა ჩემ­ზე და მას ხში­რად ვა­ტა­რებ.

კი­დევ ერთხელ გახ­სე­ნებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ, ვი­საც გყავთ მშობ­ლე­ბი: გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს ბედ­ნი­ე­რი დრო და და­ა­ლოც­ვი­ნეთ თქვე­ნი თავი მათ. ეს მოგ­ცემთ დიდ სი­ხა­რულს, დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას.

"პა­ტი­ვი ეც მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რათა კე­თი­ლი გე­ყოს შენ და დღეგ­რძე­ლი იყო ქვეყ­ნა­სა ზედა" - გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ე­რე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას.

არის ხში­რი შემ­თხვე­ვა, როცა დედ-მა­მას ჰყავს 1 შვი­ლი და ისაც კი ცდი­ლობს ცალ­კე იყოს. იგი უნდა იყოს მშობ­ლებ­თან და უნდა ეცა­დოს, მშობ­ლებ­მა ყო­ველ­დღე და­ლო­ცონ თა­ვი­სი შვი­ლი.

დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს; ჩვენ და­ვა­წე­სეთ ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ერის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით. ჩვენ­თან არ ღმერ­თი!" - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში.

ამას­თან, უწ­მინ­დეს­მა დღეს და­ლო­ცა მა­კა­რა­ძე­ე­ბის, და­ძუ­ლი­ძე­ე­ბის, დარ­ძუ­ლე­ბის, ჩუ­ბი­ნი­ძე­ე­ბის, არ­დო­ტე­ლე­ბის, ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბის და ას­ლა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის გვა­რე­ბი და იმ 500 წყვი­ლის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩო­ხო­სან­თა და­სის ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­ყო­ველ­თაო ჯვრის­წე­რის ფარ­გლებ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ცდილობს ცალკე იყოს, ის უნდა იყოს მშობლებთან" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ოჯახზე ისაუბრა

"როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ცდილობს ცალკე იყოს, ის უნდა იყოს მშობლებთან" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ოჯახზე ისაუბრა

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგება გამოქვეყნდა. ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიულოცა აღდგომის ბრწყონვალე დღესასწაული და ქადაგებაში ოჯახისა და ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!

17 მაისს ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე.

მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში.

ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი მშობლებს.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სტიპენდიას ვაგროვებდი და რომ მოვდიოდი არდადეგების დროს, მომქონდა საჩუქრები დედისათვის და მამისათვის. იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვაა ჩემზე და მას ხშირად ვატარებ.

კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას.

"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყნასა ზედა" - გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას.

არის ხშირი შემთხვევა, როცა დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ისაც კი ცდილობს ცალკე იყოს. იგი უნდა იყოს მშობლებთან და უნდა ეცადოს, მშობლებმა ყოველდღე დალოცონ თავისი შვილი.

დიდება უფალს და მადლობა უფალს; ჩვენ დავაწესეთ ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

დალოცვილი იყავით. ჩვენთან არ ღმერთი!" - ნათქვამია პატრიარქის საკვირაო ქადაგებაში.

ამასთან, უწმინდესმა დღეს დალოცა მაკარაძეების, დაძულიძეების, დარძულების, ჩუბინიძეების, არდოტელების, ასლამაზიშვილების და ასლამაზაშვილების გვარები და იმ 500 წყვილის ოჯახები, რომლებმაც ჩოხოსანთა დასის ორგანიზებით საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში დაიწერეს ჯვარი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ