მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას
"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას

ზუგ­დი­დის 95-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია და ად­გი­ლობ­რი­ვი ქე­თე­ვან სორ­დია. გვა­რა­მი­ამ სორ­დი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მოს­ყი­დუ­ლი უწო­და და მი­მარ­თა კი­თხვით, რა ედო პო­ლი­ე­თი­ლე­ნი პარკში.

"აბა, წა­ვი­და კო­მი­სი­ა­ში მოს­ყი­დუ­ლი "ქოცი" აქე­დან... წე­სი­ე­რად მო­ი­ქე­ცით ყვე­ლა. თქვე­ნი საქ­მე არ არის, ჩვენ ვინ ვართ... მაჩ­ვე­ნე, რა გი­ჭი­რავს ხელ­ში! რო­გო­რი მოს­ყი­დუ­ლიც ხარ, ახლა და­გა­ნა­ხებ" - მი­მარ­თა გვა­რა­მი­ამ სორ­დი­ას.

მის რეპ­ლი­კას გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, რომ­ლებ­მაც "რუს­თა­ვი2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვა­რა­მი­ას მო­უ­წო­დებ­დნენ, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა 95-ე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ტე­რი­ტო­რია, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გა­რეთ ყოფ­ნის და სა­უბ­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­და. გვა­რა­მი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვით გა­ნი­მუხ­ტა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა ქე­თე­ვან სორ­დი­ამ:

"გვა­რა­მი­ამ მი­თხრა, რა გი­ჭი­რავს ხელ­ში, აქ რა­ტომ დგა­ხა­რო?! ვუ­თხა­რი, რომ მო­ქა­ლა­ქე ვარ-მეთ­ქი. და­მე­ტა­კა, წა­მარ­თვა ჩან­თა, რო­მელ­შიც ფეხ­საც­მლე­ბი მედო. გად­მო­მიგ­დო სათ­ვა­ლე. პირ­და­პირ და­მი­პი­რის­პირ­და. ეს სა­ზი­ზღა­რი! ვაი, იმ სა­მეგ­რე­ლოს ესე­ნი რომ შე­მო­უშ­ვა" - გა­ნა­ცხა­და სორ­დი­ამ.

VIDEO: "და­მე­ტა­კა გვა­რა­მია, ეს სა­ზი­ზღა­რი, ეს" - რას ჰყვე­ბა ქალი "რ2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ

ნიკა გვა­რა­მი­ამ ტე­რი­ტო­რია დაც­ვის თან­ხლე­ბით და­ტო­ვა, რო­მე­ლიც ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნის დროს მუდ­მი­ვად თან ახ­ლავს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პი­რად "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "თავ­დას­ხმას უპა­სუ­ხებს თავ­დაც­ვით":

"ვი­ყა­ვით ორ უბან­ზე, კა­ხათ­სა და კოკ­ში. ვი­თა­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია უბ­ნებ­თან. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც, ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი, დგა­ნან კუნთმა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. კა­ხათ­ში ვი­ღაც ქალ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მომ­ცა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მე­ლა­პა­რა­კა ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ მხი­ლე­ბულ­ნი სა­მა­გი­დო სი­ე­ბის ქო­ნა­ში, ით­ვლიდ­ნენ ამომ­რჩე­ველს და ა.შ. ამ ადა­მი­ანს "ბე­ი­ჯი" ეკე­თა მოვ­გლი­ჯე და აღ­მოჩ­ნდა, რომ იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მერე და­ი­წყო თავ­დას­ხმა კუნთმა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის, გი­ნე­ბა და ა.შ. აქე­და­ნაც მი­ი­ღეს გი­ნე­ბა, მე ჯერ კაცი ვარ და ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი. ასე რომ, როცა მა­გი­ნე­ბენ, ვპა­სუ­ხობ გი­ნე­ბით...

კო­კის უბან­ზე ვნა­ხე ბა­ტო­ნი და­ვით ნარ­მა­ნია, საყ­ვა­რე­ლი კა­ცია მო­დით ვა­ღი­ა­როთ. მას­თან მქონ­და კი­თხვა: არის თუ არა პრობ­ლე­მა სან­დრა რუ­ლოვ­სის­თვის, რომ ის ზუგ­დი­დე­ლი არ არის, მაგ­რამ ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი. მეგ­რუ­ლად მი­უხვ-მო­უხ­ვია და არ მი­პა­სუ­ხა.

ესე­თი ამ­ბე­ბია ჯერ­ჯე­რო­ბით, ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა. ვერ ვი­ტყვი რომ ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კენ­ჭისყრა და სიმ­შვი­დეა. და­ვე­ლო­დოთ სა­ღა­მოს, მე აქ ვიქ­ნე­ბი და თავ­დას­ხმას ვუ­პა­სუ­ხებ თავ­დაც­ვით, ვამ­ხელ ყვე­ლას, ვინც ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბოს" - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას

"დამეჯახა და წამართვა პარკი, გადმომიგდო სათვალე" - რაში ადანაშაულებს ზუგდიდელი ქალი ნიკა გვარამიას

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ადგილობრივი ქეთევან სორდია. გვარამიამ სორდიას "ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული უწოდა და მიმართა კითხვით, რა ედო პოლიეთილენი პარკში.

"აბა, წავიდა კომისიაში მოსყიდული "ქოცი" აქედან... წესიერად მოიქეცით ყველა. თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვინ ვართ... მაჩვენე, რა გიჭირავს ხელში! როგორი მოსყიდულიც ხარ, ახლა დაგანახებ" - მიმართა გვარამიამ სორდიას.

მის რეპლიკას გარშემომყოფების გაღიზიანება მოჰყვა, რომლებმაც "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილობრივები გვარამიას მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა 95-ე საარჩევნო უბნის ტერიტორია, რაზეც მან უპასუხა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ყოფნის და საუბრის უფლება ჰქონდა. გვარამიასა და მოქალაქეებს შორის დაძაბული ვითარება პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა ქეთევან სორდიამ:

"გვარამიამ მითხრა, რა გიჭირავს ხელში, აქ რატომ დგახარო?! ვუთხარი, რომ მოქალაქე ვარ-მეთქი. დამეტაკა, წამართვა ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმლები მედო. გადმომიგდო სათვალე. პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს საზიზღარი! ვაი, იმ სამეგრელოს ესენი რომ შემოუშვა" - განაცხადა სორდიამ.

VIDEO: "დამეტაკა გვარამია, ეს საზიზღარი, ეს" - რას ჰყვება ქალი "რ2"-ის გენერალურ დირექტორთან დაპირისპირების შემდეგ

ნიკა გვარამიამ ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვა, რომელიც ზუგდიდში ყოფნის დროს მუდმივად თან ახლავს.

მოგვიანებით მან პირად "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოჩართვაში განაცხადა, რომ "თავდასხმას უპასუხებს თავდაცვით":

"ვიყავით ორ უბანზე, კახათსა და კოკში. ვითარება არ არის მარტივი, ბევრი ადამიანია უბნებთან. თანამდებობის პირებიც, ნაცნობი სახეები, დგანან კუნთმაგარი ადამიანები. კახათში ვიღაც ქალმა აბსოლუტურად არ მომცა მუშაობის შესაძლებლობა და მელაპარაკა ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ მხილებულნი სამაგიდო სიების ქონაში, ითვლიდნენ ამომრჩეველს და ა.შ. ამ ადამიანს "ბეიჯი" ეკეთა მოვგლიჯე და აღმოჩნდა, რომ იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

მერე დაიწყო თავდასხმა კუნთმაგარი ადამიანების, გინება და ა.შ. აქედანაც მიიღეს გინება, მე ჯერ კაცი ვარ და ადამიანი და შემდეგ ვარ ჟურნალისტი და ტელევიზიის დირექტორი. ასე რომ, როცა მაგინებენ, ვპასუხობ გინებით...

კოკის უბანზე ვნახე ბატონი დავით ნარმანია, საყვარელი კაცია მოდით ვაღიაროთ. მასთან მქონდა კითხვა: არის თუ არა პრობლემა სანდრა რულოვსისთვის, რომ ის ზუგდიდელი არ არის, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი. მეგრულად მიუხვ-მოუხვია და არ მიპასუხა.

ესეთი ამბებია ჯერჯერობით, ვნახოთ რა მოხდება. ვერ ვიტყვი რომ ნორმალურად მიმდინარეობს კენჭისყრა და სიმშვიდეა. დაველოდოთ საღამოს, მე აქ ვიქნები და თავდასხმას ვუპასუხებ თავდაცვით, ვამხელ ყველას, ვინც ეცდება არჩევნები გააყალბოს" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ვიდეოჩართვისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები