რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მძღოლის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო.