პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე ნახევარი დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობდი" - ლელა მებურიშვილი ქალურ თემებზე
"მეორე ნახევარი დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობდი" - ლელა მებურიშვილი ქალურ თემებზე

ქა­ლურ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ამ­ჯე­რად, მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც 2 შვი­ლის დედა გახ­ლავთ და შვი­ლებ­თან ერ­თად მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი დრო­ის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს...

- სა­ერ­თოდ, ოპ­ტი­მის­ტი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­შე­მო მომ­ხდარ უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნებს რე­ა­ლუ­რად აღ­ვიქ­ვამ, ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ, რა­საც ვერ ვცვლი (მა­გა­ლი­თად - გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც მარ­თლა ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს), ოპ­ტი­მიზმს არას­დროს ვკარ­გავ. ნევ­რო­ზი და დეპ­რე­სია არა­სო­დეს მქო­ნია. რაც უნდა ცუდი მოხ­დეს, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მას­ში რა­ღაც და­დე­ბი­თი ვი­პო­ვო, გა­მო­სა­ვა­ლი მოვ­ძებ­ნო, არას­დროს მოვ­დუნ­დე, ცუ­დად არ ვიყო, არ ვიჯ­დე და ვი­ტი­რო. თა­ვად არ შე­მიძ­ლია ვთქვა - ძლი­ე­რი ქალი ვარ თუ არა, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ძლი­ე­რი ვარ. მომთმე­ნი გახ­ლა­ვარ. მირ­ჩევ­ნია, სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და გა­რე­მოც მშვი­დი იყოს, ვიდ­რე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტო. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, და­დე­ბით გან­წყო­ბა­ზე ვიყო და ეს გან­წყო­ბა სხვებ­საც გა­დავ­დო.

- შენი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა რა არის, რაც სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს?

- ახლა შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა ჩემი შვი­ლე­ბი იყოს, რად­გან უფ­ლე­ბა არ მაქვს, რომ თუნ­დაც წო­ნას­წო­რო­ბა დავ­კარ­გო და მათ მნა­ხონ, რო­გორ ვყვი­რი, ვჩხუ­ბობ ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ... შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნამ­დეც ასე­თი ვი­ყა­ვი: მო­წყე­ნი­ლი, ცუდ ხა­სი­ათ­ზე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ცხა­დია, ყვე­ლას გვქო­ნია სი­ტუ­ა­ცია, როცა თავს ბედ­ნი­ე­რად არ გრძნობ, არ გინ­და იცი­ნო, მაგ­რამ როცა ჩემ გვერ­დით სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან, არ მსურს ცუდი გან­წყო­ბა მა­თაც გა­დავ­დო. განა ვთა­მა­შობ? უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, და­დე­ბით­ზე ვი­ფიქ­რო და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ერ­თად, და­დე­ბით ამ­ბებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. ამი­ტომ მო­წყე­ნი­ლი და ცუდ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი არა­ვის ვუ­ნა­ხავ­ვარ. როცა შინ მარ­ტო ვარ, ცუდ ამ­ბებ­ზე ფიქ­რი და "დაგ­რუზ­ვა" მა­ში­ნაც არ მა­ხა­სი­ა­თებს, პი­რი­ქით - ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თავი "გა­მო­ვიყ­ვა­ნო". დი­ლი­თაც რომ ვიღ­ვი­ძებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად "პლუ­სე­ბი" მახ­სენ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად - ის, რომ ჩემს შვი­ლებს ვხე­დავ და უკვე კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ... ჩემს გან­წყო­ბა­ზე ამინ­დი არ მოქ­მე­დებს: როცა წვიმს ან ცა მოღ­რუბ­ლუ­ლია, არას­დროს ვამ­ბობ, - აუ, რა ცუდი ამინ­დია-მეთ­ქი. ის სა­კი­თხე­ბი, რა­საც ვერ შევ­ცვლი, ცუდ ხა­სი­ათ­ზე არ მა­ყე­ნებს: წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­ჯერ წვიმს და ამის გამო ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვერ ვიქ­ნე­ბი, პი­რი­ქით - წვი­მა­შიც და­დე­ბითს, სი­ლა­მა­ზეს და სხვა­ნა­ირ გა­რე­მოს ვხე­დავ...

- ე.წ. ენერ­გო­ვა­პი­რებ­თან თუ გქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­გორ უმკლავ­დე­ბი?

- კი, მქო­ნია. მხო­ლოდ ენერ­გო­ვამ­პი­რებ­თან კი არა, სა­ერ­თოდ, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ნაკ­ლე­ბად მაქვს, ვინც ჩემ­ზე და­დე­ბი­თად არ მოქ­მე­დებს. ვგუ­ლის­ხმობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­ზე და­დე­ბი­თად ვერ მოქ­მე­დე­ბენ - მათ­გან კარ­გს და სა­სი­ა­მოვ­ნოს ვე­რა­ფერს ვი­ღებ. ამი­ტომ უნე­ბუ­რად, ისე ხდე­ბა, რომ მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მაქვს. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩემ­ზე კარ­გად არ მოქ­მე­დებს, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნი სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის მომ­ტა­ნი იყოს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცა­ზე მე არ ვახ­დენ­დე კარგ ზე­გავ­ლე­ნას. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი იმ ენერ­გე­ტი­კას ვე­ძებთ, რაც ჩვენ­თვის სა­ჭი­როა... ენერ­გო­ვამ­პი­რებ­თა­ნაც ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს - ვე­რი­დე­ბი.

- გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად, რას გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- არ მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შვი­ლებს ძა­ლი­ან ბევრ დროს ვუთ­მობ. ამა­ში უარ­ყო­ფი­თი არა­ფე­რია, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სამ­სა­ხურს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს, ბავ­შვებს დრო და­ვუთ­მო, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კი თით­ქმის ვე­ღარ ვიც­ლი, რად­გან ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ახლა ის ეტა­პია, როცა შვი­ლე­ბის­გან მეც ბევრ რა­მეს ვი­ღებ და მა­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვჭირ­დე­ბი. მერე, როცა ბაღ­ში, სკო­ლა­ში ივ­ლი­ან, მგო­ნია, რომ ვი­ნა­ნებ - შვი­ლებს კი­დევ უფრო მეტი დრო რა­ტომ არ და­ვუთ­მე-მეთ­ქი.

- რო­გორც ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბი­დან ჩანს, ბავ­შვებს კარ­გად უგებ. თა­ვი­დან­ვე ასე იყო თუ პა­ტა­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა დაგ­ჭირ­და?

- კი, თა­ვი­დან­ვე ასე იყო: 8-9 წლი­სა ისეთ ოჯახ­ში თუ მოვ­ხვდე­ბო­დი, სა­დაც მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ჰყავ­დათ, მა­შინ­ვე მას­თან მივ­დი­ო­დი და ვცდი­ლობ­დი, და­მე­ძი­ნე­ბი­ნა, მას­თან მე­თა­მა­შა... ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­რეც მიყ­ვარ­და - ამას ბავ­შვე­ბიც გრძნო­ბენ, მირ­ჩე­ვენ და სა­თა­მა­შოდ მივ­ყა­ვარ (იცი­ნის). შემ­დეგ, "ეკი­ვო­კი­ში" ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მი­წევ­და, მაგ­რამ უკვე იმ აზ­რთან ვა­სო­ცირ­დე­ბო­დი, რომ პა­ტა­რებ­თან კარ­გად ვურ­თი­ერ­თობ­დი. ახლა კონ­კურ­სში - "რა­ნი­ნა" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რაც ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ასე­თი ტი­პის კონ­კურ­სე­ბის წამ­ყვა­ნად ად­რეც მი­მუ­შა­ვია - ვყო­ფილ­ვარ იმ ოთახ­ში, სა­დაც კონ­კურ­სან­ტე­ბი სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, მაგ­რამ სა­ბავ­შვო კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნი პირ­ვე­ლად ვარ. ეს ბევ­რად უფრო რთუ­ლი და სტრე­სუ­ლი ყო­ფი­ლა. რთუ­ლია, როცა ბავ­შვე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. შე­საძ­ლოა, ეს მათ­თვის თა­მა­ში­ვით არის, მაგ­რამ ჩემ­თვის მღელ­ვა­რე წუ­თე­ბია, რო­დე­საც ქუ­ლებს იღე­ბენ ან სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, თუმ­ცა ამით ისი­ნი ცხოვ­რე­ბას სწავ­ლო­ბენ და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

alex
1

 რატომ მიყვებიან ასეთი გოგოები ამ მოზვერივით ბიჭებს?!

ავტორი:

"მეორე ნახევარი დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობდი" - ლელა მებურიშვილი ქალურ თემებზე

"მეორე ნახევარი დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობდი" - ლელა მებურიშვილი ქალურ თემებზე

ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, მსახიობი და ტელეწამყვანი - ლელა მებურიშვილი შევარჩიეთ, რომელიც 2 შვილის დედა გახლავთ და შვილებთან ერთად მაქსიმალურად ბევრი დროის გატარებას ცდილობს...

- საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მომხდარ უარყოფით მოვლენებს რეალურად აღვიქვამ, ყველაფერზე ვღელავ, რასაც ვერ ვცვლი (მაგალითად - გლობალურ პრობლემებზე, რაც მართლა ძალიან მაწუხებს), ოპტიმიზმს არასდროს ვკარგავ. ნევროზი და დეპრესია არასოდეს მქონია. რაც უნდა ცუდი მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, მასში რაღაც დადებითი ვიპოვო, გამოსავალი მოვძებნო, არასდროს მოვდუნდე, ცუდად არ ვიყო, არ ვიჯდე და ვიტირო. თავად არ შემიძლია ვთქვა - ძლიერი ქალი ვარ თუ არა, მაგრამ გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ ძლიერი ვარ. მომთმენი გახლავარ. მირჩევნია, სიმშვიდე შევინარჩუნო და გარემოც მშვიდი იყოს, ვიდრე უკმაყოფილება გამოვხატო. მაქსიმალურად ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო და ეს განწყობა სხვებსაც გადავდო.

- შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა რა არის, რაც სტრესულ სიტუაციებში დანებების საშუალებას არ გაძლევს?

- ახლა შეიძლება, ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილები იყოს, რადგან უფლება არ მაქვს, რომ თუნდაც წონასწორობა დავკარგო და მათ მნახონ, როგორ ვყვირი, ვჩხუბობ ან ცუდ ხასიათზე ვარ... შვილების გაჩენამდეც ასეთი ვიყავი: მოწყენილი, ცუდ ხასიათზე არასდროს ვყოფილვარ. ცხადია, ყველას გვქონია სიტუაცია, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობ, არ გინდა იცინო, მაგრამ როცა ჩემ გვერდით სხვა ადამიანებიც არიან, არ მსურს ცუდი განწყობა მათაც გადავდო. განა ვთამაშობ? უბრალოდ, ვცდილობ, დადებითზე ვიფიქრო და გარშემო მყოფებთან ერთად, დადებით ამბებზე ვილაპარაკო. ამიტომ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე მყოფი არავის ვუნახავვარ. როცა შინ მარტო ვარ, ცუდ ამბებზე ფიქრი და "დაგრუზვა" მაშინაც არ მახასიათებს, პირიქით - ვცდილობ, საკუთარი თავი "გამოვიყვანო". დილითაც რომ ვიღვიძებ, მაქსიმალურად "პლუსები" მახსენდება, მაგალითად - ის, რომ ჩემს შვილებს ვხედავ და უკვე კარგ ხასიათზე ვარ... ჩემს განწყობაზე ამინდი არ მოქმედებს: როცა წვიმს ან ცა მოღრუბლულია, არასდროს ვამბობ, - აუ, რა ცუდი ამინდია-მეთქი. ის საკითხები, რასაც ვერ შევცვლი, ცუდ ხასიათზე არ მაყენებს: წლის განმავლობაში უამრავჯერ წვიმს და ამის გამო ნახევარი წელიწადი ცუდ ხასიათზე ვერ ვიქნები, პირიქით - წვიმაშიც დადებითს, სილამაზეს და სხვანაირ გარემოს ვხედავ...

- ე.წ. ენერგოვაპირებთან თუ გქონია ურთიერთობა და როგორ უმკლავდები?

- კი, მქონია. მხოლოდ ენერგოვამპირებთან კი არა, საერთოდ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, ვინც ჩემზე დადებითად არ მოქმედებს. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ პირადად ჩემზე დადებითად ვერ მოქმედებენ - მათგან კარგს და სასიამოვნოს ვერაფერს ვიღებ. ამიტომ უნებურად, ისე ხდება, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა აღარ მაქვს. თუმცა შესაძლოა, კონკრეტული პიროვნება ჩემზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ მილიონი სხვა ადამიანისთვის დადებითი განწყობის მომტანი იყოს. ასევე შეიძლება, ვიღაცაზე მე არ ვახდენდე კარგ ზეგავლენას. ამიტომ ადამიანები იმ ენერგეტიკას ვეძებთ, რაც ჩვენთვის საჭიროა... ენერგოვამპირებთანაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს - ვერიდები.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- არ მსაყვედურობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ შვილებს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ. ამაში უარყოფითი არაფერია, მაგრამ ვცდილობ, სამსახურს, საოჯახო საქმეს, ბავშვებს დრო დავუთმო, საკუთარი თავისთვის კი თითქმის ვეღარ ვიცლი, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ახლა ის ეტაპია, როცა შვილებისგან მეც ბევრ რამეს ვიღებ და მათაც განსაკუთრებულად ვჭირდები. მერე, როცა ბაღში, სკოლაში ივლიან, მგონია, რომ ვინანებ - შვილებს კიდევ უფრო მეტი დრო რატომ არ დავუთმე-მეთქი.

- როგორც ტელეგადაცემებიდან ჩანს, ბავშვებს კარგად უგებ. თავიდანვე ასე იყო თუ პატარებთან კარგი ურთიერთობისთვის მუშაობა დაგჭირდა?

- კი, თავიდანვე ასე იყო: 8-9 წლისა ისეთ ოჯახში თუ მოვხვდებოდი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ, მაშინვე მასთან მივდიოდი და ვცდილობდი, დამეძინებინა, მასთან მეთამაშა... ბავშვებთან ურთიერთობისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებდი. როცა წამოვიზარდე, პატარებთან ურთიერთობა მერეც მიყვარდა - ამას ბავშვებიც გრძნობენ, მირჩევენ და სათამაშოდ მივყავარ (იცინის). შემდეგ, "ეკივოკიში" ბავშვებთან ურთიერთობა არ მიწევდა, მაგრამ უკვე იმ აზრთან ვასოცირდებოდი, რომ პატარებთან კარგად ვურთიერთობდი. ახლა კონკურსში - "რანინა" განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები გავიცანი, რაც ძალიან დიდი სიამოვნებაა. ასეთი ტიპის კონკურსების წამყვანად ადრეც მიმუშავია - ვყოფილვარ იმ ოთახში, სადაც კონკურსანტები სცენაზე გასასვლელად ემზადებიან, მაგრამ საბავშვო კონკურსის წამყვანი პირველად ვარ. ეს ბევრად უფრო რთული და სტრესული ყოფილა. რთულია, როცა ბავშვები გამარჯვებისთვის იბრძვიან. შესაძლოა, ეს მათთვის თამაშივით არის, მაგრამ ჩემთვის მღელვარე წუთებია, როდესაც ქულებს იღებენ ან სცენაზე გასვლამდე ნერვიულობენ, თუმცა ამით ისინი ცხოვრებას სწავლობენ და ვფიქრობ, მომავალში დაბრკოლებების გადალახვა არ გაუჭირდებათ...წაიკითხეთ სრულად

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია