ავტორი:

"როგორ გამტეხე, მეთაურო! ეს შენი ერთადერთი საქციელია, რაშიც არასოდეს მოგბაძავ" - რას წერს სამხედრო ფოტოგრაფი გარდაცვლილ ჯარისკაცზე

"როგორ გამტეხე, მეთაურო! ეს შენი ერთადერთი საქციელია, რაშიც არასოდეს მოგბაძავ" - რას წერს სამხედრო ფოტოგრაფი გარდაცვლილ ჯარისკაცზე

ჟურნალისტი და სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლილი ჯარისკაცის, პაატა ჩხაიძის შესახებ წერს და იმ სამხედრო სწავლებას იხსენებს, როცა ჩხაიძე მათ მეთაურობას უწევდა.

"პაატა, არა, ბატონო მაიორო, ასე მოგმართავდი მაშინ, სწავლებაზე, როცა ჩვენი მეთაური იყავი და ასე მოგმართავ ახლაც, როგორ დამწყვიტე გული... როგორი წარმოუდგენელია შენი სიკვდილი და როგორ არ მინდა, დავიჯერო.

"სამშობლო, ღირსება, მოვალეობა, მოტივაცია!!!" - ამ ოთხ სიტყვას შთაგვაგონებდი და პატრიოტულ სიმღერებს გვამღერებდი. ახლა წინ მიდევს ის აუდიოჩანაწერი, რომელიც მაშინ ჩავწერე, როდესაც ნოქალაქევიდან "ურალით" სამხედრო ბაზაზე ვბრუნდებოდით. სიმღერებში მოვიკოჭლეთ და გვისაყვედურე, ქართველები ხართ და შემართებითი სიმღერები უნდა იცოდეთო. მერე ეს სიმღერა გვასწავლე - "აფხაზეთის მიწაზე..." შენს ნამღერს ვიმეორებდით და თითოეული ჩვენგანი საოცარი სიამაყითა ვივსებოდით. ნოქალაქევშიც ისტორიის საოცარი ცოდნა გამოამჟღავნე...

ნამდვილი მეთაური იყავი, წამებს გვითვლიდი და წესრიგს ასე გვაჩვევდი. შენი გაღიმება ყველას გვახარებდა, მხოლოდ მაშინ ვგრძნობდით თავს თავისუფლად და წამიერად მოვეშვებოდით ხოლმე. უზომოდ თბილი იყავი და ამ სითბოს მხოლოდ შენი თვალები გამოსცემდნენ, ისე კი - ჯარისკაცურად სიტყვაძუნწი...

ერთხელ გნახე ჩაფიქრებული და მაშინ მივხვდი, რომ შენც ჩვეულებრივი ადამიანი იყავი. ალბათ, ადამიანურმა გრძნობებმა და განცდებმა თუ დასძლია შენს ძლიერ სულს, როდესაც იმას აკეთებდი, რაც შენი სიკვდილის მიზეზი გახდა, მაგრამ არის კი სინამდვილეში ეს მიზეზი? მოკლედ, დიდი თავსატეხი და გაურკვევლობა დაგვიტოვე... ყველაზე მთვარი კი რაც არის, შენ აღარ ყავხარ ქართულ ჯარს, აღარ ყავხარ შენს ოჯახს, ახლობლებს და შენს სამშობლოს. არადა, როგორ გვჭირდებოდი, როგორ გვეიმედებოდი. როგორ გამტეხე, მეთაურო, ეს ერთადერთი საქციელია შენი, რაშიც არასოდეს მოგბაძავ.

მშვიდობით, ბატონო მაიორო!!!" - წერს ზაირა მიქატაძე.

შეგახსენებთ, 15 მაისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე. 33 წლის სამხედრო, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კონტრაქტორი იყო.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, სანადირო თოფი.

გარდაცვლილ პაატა ჩხაიძეს მეუღლე და ორი შვილი - ქალ-ვაჟი დარჩა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს