პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე
"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე

აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია, რო­მელ­საც ერ­თე­უ­ლე­ბის­თვის სიმ­დიდ­რე და ფუ­ფუ­ნე­ბა მო­აქვს, უმე­ტე­სო­ბის­თვის კი - შიმ­ში­ლი და სი­ღა­ტა­კე.

მხო­ლოდ 2016 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვამ 4 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა - მისი მო­გე­ბა ორ­ჯერ მეტი იყო, ვიდ­რე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა... ცხა­დია, ეს თან­ხა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს მო­აკ­ლდა.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე, თვი­თონ თუ უთა­მა­ში­ათ და თუ არი­ან აზარ­ტუ­ლე­ბი:

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

აზარ­ტუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ. მხო­ლოდ ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბი მი­ყი­დია, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი მო­მი­გია. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ბუ­მია, მაგ­რამ იქაც არ შევ­დი­ვარ - მგო­ნია, რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში თა­მაშს გა­მოც­დი­ლე­ბა და იღ­ბა­ლი სჭირ­დე­ბა. ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის გა­რე­შე...

რა­ტომ ეჩ­ვე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი აზარ­ტულ თა­მა­შებს? ჩემი აზ­რით, ეს მარ­ტო ხა­სი­ა­თის ბრა­ლი არ არის ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ამ­ხე­ლა პრო­ცენ­ტი აზარ­ტუ­ლი იყოს? ალ­ბათ იმი­ტომ თა­მა­შო­ბენ, რომ საქ­მე არა აქვთ, სამ­სა­ხუ­რი არა აქვთ, არ სწავ­ლო­ბენ და ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი, მით უმე­ტეს, მო­ზარ­დი ფიქ­რობს, რომ თა­მა­ში ყვე­ლა­ზე იოლი გზაა ფუ­ლის სა­პოვ­ნე­ლად.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პუ­რის ფულს თა­ვი­სი შრო­მი­თა და ოფ­ლით შო­უ­ლობს, მისი უაზ­როდ და­ხარ­ჯვა ენა­ნე­ბა, ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს. ჩემი აზ­რით, 35-40 წლის ზრდას­რუ­ლი კა­ცე­ბი რომ თა­მა­შო­ბენ, ეს უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვაა, ასე­თი კაცი ვერც ოჯახს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ვერც ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას.

თეა დარ­ჩია, მო­ცეკ­ვა­ვე:

ძა­ლი­ან ბევრ ოჯახს ვიც­ნობ, რო­მე­ლიც აზარ­ტულ­მა თა­მა­შებ­მა და­ღუ­პა. სხვა­თა შო­რის, მეც მი­თა­მა­შია და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვიცი, ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბაა!არა­ფე­რი კარ­გი ამას არ მო­აქვს. რა­ღაც თან­ხა კი მო­მი­გია, მაგ­რამ აზარ­ტულ თა­მა­შებს იმ­დე­ნი დრო, ძალა და ენერ­გია მი­აქვს, რომ ამის ფონ­ზე მო­გე­ბა სა­ერ­თოდ არ ღირს.

მი­მაჩ­ნია, რომ აზარ­ტუ­ლო­ბა კარ­გი თვი­სე­ბაა: რა­ღა­ცის ინ­ტე­რე­სი და აზარ­ტი რომ არ მქონ­დეს, შე­იძ­ლე­ბა დი­ლით არც ავ­დგე და არა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. აზარ­ტი შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს სი­კე­თის კე­თე­ბი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის და ა.შ... ჯან­მრთე­ლი აზარ­ტი და ამ­ბი­ცია სულ სხვა რა­მეა, თა­მა­შის სიყ­ვა­რუ­ლი - სხვა.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე, მსა­ხი­ო­ბი და მწე­რა­ლი:

აზარ­ტულ­მა თა­მა­შებ­მა ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი და­ღუ­პა: მი­ლი­ო­ნე­რე­ბი მა­თხოვ­რე­ბად იქ­ცნენ, ოჯა­ხი და ცოლ-შვი­ლი და­აქ­ცი­ეს და ნა­ად­რე­ვად და­ი­ხოც­ნენ. მე ბევრ კა­ზი­ნო­ში ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ იქი­დან მო­გე­ბუ­ლი არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ, არც მინ­და გა­მო­ვი­დე, რად­გან ვინც მო­ი­გებს, მერე აზარ­ტში შე­დის, თა­მაშს იწყებს და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც წა­გე­ბუ­ლი რჩე­ბა. კა­ზი­ნო იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ და­გაქ­ცი­ოს. თუ ვინ­მე ძა­ლი­ან მა­გა­რი მო­თა­მა­შეა, აღ­რი­ცხვა­ზე ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი, ასე­თებს კა­ზი­ნო­ებ­ში სა­ერ­თოდ არ უშ­ვე­ბენ.

სა­მა­გი­ე­როდ, არი­ფებს "ოქ­როს ბა­რა­თე­ბი" და­უ­რი­გეს. ისი­ნი არი­ან მათ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი. კა­ზი­ნო­ე­ბი ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია, ჩვენ­თან კი, შე­იძ­ლე­ბა მალე სკო­ლე­ბიც კა­ზი­ნო­ე­ბად გა­და­ა­კე­თონ - ეს არის უბე­დუ­რე­ბა, მე კი არ მინ­და, ჩვე­ნი ხალ­ხი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უბე­დუ­რი იყოს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე

"მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს..." - ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე

აზარტულ თამაშებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ჩართული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ერთეულებისთვის სიმდიდრე და ფუფუნება მოაქვს, უმეტესობისთვის კი - შიმშილი და სიღატაკე.

მხოლოდ 2016 წელს, საქართველოში ამ ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა - მისი მოგება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კომერციული ბანკებისა... ცხადია, ეს თანხა მოსახლეობის ჯიბეს მოაკლდა.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე, თვითონ თუ უთამაშიათ და თუ არიან აზარტულები:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

აზარტული საერთოდ არ ვარ. მხოლოდ ლატარიის ბილეთები მიყიდია, მაგრამ ჯერ არაფერი მომიგია. დღეს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმია, მაგრამ იქაც არ შევდივარ - მგონია, რომ ტოტალიზატორში თამაშს გამოცდილება და იღბალი სჭირდება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ ტოტალიზატორის გარეშე...

რატომ ეჩვევიან ადამიანები აზარტულ თამაშებს? ჩემი აზრით, ეს მარტო ხასიათის ბრალი არ არის ან როგორ შეიძლება მოსახლეობის ამხელა პროცენტი აზარტული იყოს? ალბათ იმიტომ თამაშობენ, რომ საქმე არა აქვთ, სამსახური არა აქვთ, არ სწავლობენ და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ასეთ დროს ადამიანი, მით უმეტეს, მოზარდი ფიქრობს, რომ თამაში ყველაზე იოლი გზაა ფულის საპოვნელად.

როდესაც ადამიანი პურის ფულს თავისი შრომითა და ოფლით შოულობს, მისი უაზროდ დახარჯვა ენანება, ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დაკავებული იყოს. ჩემი აზრით, 35-40 წლის ზრდასრული კაცები რომ თამაშობენ, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, ასეთი კაცი ვერც ოჯახს შეინარჩუნებს და ვერც ნორმალურ ურთიერთობას.

თეა დარჩია, მოცეკვავე:

ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომელიც აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. სხვათა შორის, მეც მითამაშია და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ეს რა საშინელებაა!არაფერი კარგი ამას არ მოაქვს. რაღაც თანხა კი მომიგია, მაგრამ აზარტულ თამაშებს იმდენი დრო, ძალა და ენერგია მიაქვს, რომ ამის ფონზე მოგება საერთოდ არ ღირს.

მიმაჩნია, რომ აზარტულობა კარგი თვისებაა: რაღაცის ინტერესი და აზარტი რომ არ მქონდეს, შეიძლება დილით არც ავდგე და არაფერი გავაკეთო. აზარტი შეიძლება გქონდეს სიკეთის კეთებისა, პროფესიული ზრდის, წარმატების მიღწევის და ა.შ... ჯანმრთელი აზარტი და ამბიცია სულ სხვა რამეა, თამაშის სიყვარული - სხვა.

გივი სიხარულიძე, მსახიობი და მწერალი:

აზარტულმა თამაშებმა ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი დაღუპა: მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს და ნაადრევად დაიხოცნენ. მე ბევრ კაზინოში ვარ ნამყოფი, მაგრამ იქიდან მოგებული არასდროს გამოვსულვარ, არც მინდა გამოვიდე, რადგან ვინც მოიგებს, მერე აზარტში შედის, თამაშს იწყებს და საბოლოოდ მაინც წაგებული რჩება. კაზინო იმისთვის არის შექმნილი, რომ დაგაქციოს. თუ ვინმე ძალიან მაგარი მოთამაშეა, აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, ასეთებს კაზინოებში საერთოდ არ უშვებენ.

სამაგიეროდ, არიფებს "ოქროს ბარათები" დაურიგეს. ისინი არიან მათთვის ყველაზე სასურველი სტუმრები. კაზინოები ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან კი, შეიძლება მალე სკოლებიც კაზინოებად გადააკეთონ - ეს არის უბედურება, მე კი არ მინდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უბედური იყოს წაიკითხეთ ვრცლად

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე