მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება
რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

რუს­თა­ვე­ლი­დან ვა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­ბუ­სე­ბი პირ­და­პირ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გავ­ლით იმოძ­რა­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

„რუს­თა­ვე­ლი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოძ­რავ ავ­ტო­ბუსს კოს­ტა­ვას ქუ­ჩით მო­ე­დან­ზე ჩას­ვლა და ვა­რა­ზის­ხე­ვით ამოს­ვლა უწევს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პირ­და­პირ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუჩა გა­დაკ­ვე­თოს ავ­ტო­ბუს­მა და აქ ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა და­წეს­დეს. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის კი რო­გორც დღეს არის ისე­თი­ვე ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა დარ­ჩე­ბა. ეს ტე­რი­ტო­რია სხვა მხრი­ვაც მო­წეს­რიგ­დე­ბა. კერ­ძოდ, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ამოვ­დი­ვართ, გა­ჩე­რე­ბე­ბი და­ე­მა­ტე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მო­ქა­ლა­ქე­თა სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბა ვუზ­რუნ­ველ­ყოთ,“-აღ­ნიშ­ნა მუმ­ლა­ძემ.

მან­ვე ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გამ­ზი­რის დე­ტა­ლურ დი­ზა­ინს და სატ­რან­სპორ­ტო სქე­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით ავტობუსები პირდაპირ მელიქიშვილის გავლით იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მოძრავ ავტობუსს კოსტავას ქუჩით მოედანზე ჩასვლა და ვარაზისხევით ამოსვლა უწევს, თუმცა შესაძლებელი იქნება პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩა გადაკვეთოს ავტობუსმა და აქ ავტობუსებისთვის ორმხრივი მოძრაობა დაწესდეს. ავტომობილებისთვის კი როგორც დღეს არის ისეთივე ცალმხრივი მოძრაობა დარჩება. ეს ტერიტორია სხვა მხრივაც მოწესრიგდება. კერძოდ, როდესაც რუსთაველიდან მელიქიშვილის ქუჩაზე ამოვდივართ, გაჩერებები დაემატება, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეთა სწრაფი გადაადგილება ვუზრუნველყოთ,“-აღნიშნა მუმლაძემ.

მანვე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამზირის დეტალურ დიზაინს და სატრანსპორტო სქემას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებენ. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ