საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის
სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის

სან­ზო­ნა­ში 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას დედა ლელა ქსოვ­რე­ლი საქ­მის პრო­კუ­რორს, ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძეს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მუ­ქა­რის შემ­ცველ წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნის. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქსოვ­რე­ლი ჟორ­ჟო­ლა­ძეს უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ჟორ­ჟო­ლა­ძე მას­სა და ქსოვ­რელს შო­რის მი­მო­წე­რას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა, ში­ნა­არსზე არ სა­უბ­რობს.

"მი­მო­წე­რა ჩემ­სა და ბრალ­დე­ბულ ლელა ქსოვ­რელს შო­რის ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მი­მო­წე­რის ში­ნა­არს ვერ მო­გახ­სე­ნებთ. წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით, პრო­კუ­რორ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის ხდე­ბა მი­მო­წე­რა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე, მათ შო­რის, ამ ბრალ­დე­ბულ­თა­ნაც არის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე მი­მო­წე­რა", - გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­იკ­ვლე­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლელა ქსოვ­რე­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დაა, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას ბრა­ლი სხვა მუხ­ლი­თაც წა­უ­ყე­ნეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის გო­გო­ნას ქსოვ­რელ­მა თა­ვის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ის გარ­და­იც­ვა­ლა.

2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლელა ქსოვ­რელს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111.117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე, 111.126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111.381-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლიხ­მობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 21 იან­ვრი­დან - 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ლ.ქ.-მ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს ნ.ზ.-ს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ნ.ზ. გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვ­რე­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მი­დან.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის

სანზონაში დაღუპული 4 წლის გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული, დაღუპული გოგონას დედა ლელა ქსოვრელი საქმის პროკურორს, ლევან ჟორჟოლაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წყარომ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ქსოვრელი ჟორჟოლაძეს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.

ჟორჟოლაძე მასსა და ქსოვრელს შორის მიმოწერას ადასტურებს, თუმცა, შინაარსზე არ საუბრობს.

"მიმოწერა ჩემსა და ბრალდებულ ლელა ქსოვრელს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა, მიმოწერის შინაარს ვერ მოგახსენებთ. წერილობითი სახით, პროკურორსა და ბრალდებულს შორის ხდება მიმოწერა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ამ ბრალდებულთანაც არის სხვადასხვა საკითხზე მიმოწერა", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას დედაა, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ