პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!
"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ISIS-ის “ვერ­ბოვ­ში­კე­ბის” გა­აქ­ტი­უ­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რაც ტე­რო­რის­ტე­ბის ჩე­ჩენ ძა­ლოვ­ნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის გახ­ში­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მას შემ­დეგ, რაც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო” და­მარ­ცხდა, რე­გი­ონ­ში მათი ახა­ლი მომ­ხრე­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თოა. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია ნაღ­მზე ზის - აპ­რი­ლის თვე­ში ჩე­ჩენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 9 პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც ყუმ­ბა­რე­ბი და და­ნე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ურუს-მარ­ტა­ნოვ­სკის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ.

და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და, მას­ზე მხო­ლოდ ორმა რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ და­წე­რა. ეს კი ეჭ­ვებს იწ­ვევს, რად­გან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გა­შუ­ქე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს ძა­ლი­ან უყ­ვარს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ტე­რო­რის­ტებს ე.წ. სამ­ხედ­რო ფიცი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

სამ­ხედ­რო პო­ლი­ტო­ლო­გი ალექ­სან­დრე პე­რენ­ჯე­ვი გა­მოთ­ქვამს ვა­რა­უდს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ აიყ­ვა­ნა, ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბელ­ნი იყ­ვნენ და “კა­დი­როვ­ცებ­თან” ორ­მხრივ ცე­ცხლში აღ­მოჩ­ნდნენ. იმა­ვეს ამ­ბო­ბენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “კა­დი­როვ­ცებ­მა” უკვე გა­აფრ­თხი­ლეს ზედ­მე­ტად არ ეხ­მა­უ­რათ...”

აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე მი­ხე­ილ რო­ში­ნის ცნო­ბით, “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ცდი­ლო­ბენ ფე­ხის მო­კი­დე­ბას.

“თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, ისი­ნი მო­ბი­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და რამ­დე­ნი­მე შე­ტა­კე­ბა უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ეტყო­ბა, გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გეგ­მა­ვენ და კავ­კა­სია გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის" – აცხა­დებს რო­ში­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, სი­რი­ა­ში ჯერ კი­დევ რჩე­ბი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი, თუმ­ცა, მათ რუ­სეთ­ში შე­უმ­ჩნევ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

“და­მარ­ცხე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ მათ ხელი ჩა­იქ­ნი­ეს, ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად აძ­ლევთ ხელს ლო­კა­ლუ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახა­ლი თა­ნა­მო­აზ­რე, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად პო­უ­ლო­ბენ" - წერს აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩე­ჩენ ძა­ლოვ­ნებ­თან შე­ტა­კე­ბაა ასა­ხუ­ლი და 32 წუთს გრძელ­დე­ბა. ვი­დეო ერთ-ერთ სო­ფელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და მთე­ლი ვი­დე­ოს გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მის სრო­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან, შე­ძა­ხი­ლე­ბი “ალაჰ აკბარ!..”

“ალ-ბაღ­და­დის უკა­ნას­კნელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მას ხელ­ში ეჭი­რა სა­ქა­ღალ­დე წარ­წე­რით “კავ­კა­სი­ის ვი­ლა­ი­ე­თი” (вилаят Кавказ), რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი კავ­კა­სი­ა­ში ძა­ლე­ბის დე­მონ­სტი­რი­რე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან” - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში კი­რილ სე­მე­ნი­ო­ვი.

თუმ­ცა, kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში, რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი აცხა­დებს, რომ ბო­ლომ­დე არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად ტე­რო­რის­ტებ­ზე ნა­დი­რობს თუ არა, რად­გან “კა­დი­რო­ვი ამ გზით მე­ტო­ქე­ებს ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად იშო­რებს...”

ალექ­სან­დრე პე­რენ­ჯე­ვის თქმით, კა­დი­რო­ვი თა­ვად წყვეტს, მის­თვის ვინ არის მი­სა­ღე­ბი და ვინ არა, ამის­თვის კი კარ­გი გზაა ტე­რო­რის­ტის იარ­ლი­ყის მი­წე­ბე­ბა. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი რე­ა­ლუ­რად წარ­მო­შობს საფრ­თხეს, რომ ვი­ღა­ცე­ბი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ე­წი­რონ.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას­თან. მი­სი­ვე ცნო­ბით, მებ­რძო­ლე­ბის გა­დი­ნე­ბის კუ­თხით, ეს რე­გი­ო­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, რაც სხვა­დას­ხვა იდე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სის გარ­და, ”მწვა­ნე კა­პი­ტა­ლი­თაც” არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტის თქმით, პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ვერ აგ­ვა­რებს, არის “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან” დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია...

“ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია მარ­ტო არ არის, - მებ­რძო­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც და მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად ტუ­ნი­სი­და­ნაც კი, სა­დაც ყვე­ლა­ზე “წარ­მა­ტე­ბუ­ლად” ჩა­ტარ­და “არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი”. “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან” 6 ათა­სი მე­ო­მა­რი დაბ­რუნ­და და ახლა მთე­ლი მსოფ­ლიო თავს იმტრევს, რო­გორ მოხ­დეს მათი ინ­ტეგ­რა­ცია... იგი­ვე ხდე­ბა საფ­რან­გეთ­ში.

ერთი “გა­მო­სა­ვა­ლი” არის მათი ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მათი ნა­წი­ლი “მოძ­რა­ვი ბომ­ბი” იქ­ნე­ბა და კაც­მა არ იცის, სად რას გა­ა­კე­თე­ბენ.

- ოჯა­ხე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის თემა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც...

- დიახ, რად­გან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე არა­ვის უზ­რუ­ნია - მათ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს პრაქ­ტი­კუ­ლად, არ უზ­რუ­ნია.

ინ­ტრე­გა­ცი­ის კუ­თხით, იგი­ვე ხდე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შიც, თუმ­ცა, იქ არის კა­დი­რო­ვის ფაქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვებს “მი­სა­ღებ” და “მი­უ­ღე­ბელ” კა­ტე­გო­რი­ად ჰყოფს და ძნე­ლია გა­ი­მიჯ­ნოს, ვინ არის პო­ტენ­ცი­უ­რი მებ­რძო­ლი და ვინ ცდი­ლობს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წესს და­უბ­რუნ­დეს. ამის გა­მო­ძა­ხი­ლია ის, რაც ზო­გა­დად ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!

"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო, ანალიტიკოსები ISIS-ის “ვერბოვშიკების” გააქტიურებას პროგნოზირებენ, რაც ტერორისტების ჩეჩენ ძალოვნებზე თავდასხმების გახშირებით არის განპირობებული.

მას შემდეგ, რაც სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, რეგიონში მათი ახალი მომხრეები გააქტიურდნენ, რაც მთელი ქვეყნისთვის სახიფათოა. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის - აპრილის თვეში ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, რომელთაც ყუმბარები და დანები აღმოაჩნდათ. წყაროს ინფორმაციით, ისინი ურუს-მარტანოვსკის რაიონის პოლიციაზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ასაიდუმლოებდა, მასზე მხოლოდ ორმა რუსულმა გამოცემამ დაწერა. ეს კი ეჭვებს იწვევს, რადგან ასეთი შემთხვევების გაშუქება ჩეჩნეთის ლიდერს ძალიან უყვარს. რუსული მედიის მონაცემებით, ტერორისტებს ე.წ. სამხედრო ფიცი აღმოუჩინეს.

სამხედრო პოლიტოლოგი ალექსანდრე პერენჯევი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციამ აიყვანა, ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელნი იყვნენ და “კადიროვცებთან” ორმხრივ ცეცხლში აღმოჩნდნენ. იმავეს ამბობენ დაკავებულების ახლობლები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, “კადიროვცებმა” უკვე გააფრთხილეს ზედმეტად არ ეხმაურათ...”

აღმოსავლეთმცოდნე მიხეილ როშინის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების შემდეგ, ტერორისტები მსოფლიოს სხვა რეგიონებში ცდილობენ ფეხის მოკიდებას.

“თავიანთი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ისინი მობილურ აქტიურობაზე გადავიდნენ და რამდენიმე შეტაკება უკვე განახორციელეს. ეტყობა, გააქტიურებას სხვადასხვა მიმართულებითაც გეგმავენ და კავკასია გამონაკლისი არ არის" – აცხადებს როშინი, რომლის თქმითაც, სირიაში ჯერ კიდევ რჩებიან ტერორისტები, თუმცა, მათ რუსეთში შეუმჩნევლად დაბრუნება, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ.

“დამარცხება არ ნიშნავს, რომ მათ ხელი ჩაიქნიეს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე მეტად აძლევთ ხელს ლოკალური შეტაკებები და რაც შეიძლება მეტი ახალი თანამოაზრე, რომელსაც საკმაოდ ადვილად პოულობენ" - წერს აღმოსავლეთმცოდნე.

რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩეჩენ ძალოვნებთან შეტაკებაა ასახული და 32 წუთს გრძელდება. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და მთელი ვიდეოს განმავლობაში ისმის სროლები ავტომატური იარაღიდან, შეძახილები “ალაჰ აკბარ!..”

“ალ-ბაღდადის უკანასკნელ ვიდეომიმართვაში მას ხელში ეჭირა საქაღალდე წარწერით “კავკასიის ვილაიეთი” (вилаят Кавказ), რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ისინი კავკასიაში ძალების დემონსტირირებას შეეცდებიან” - ამბობს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კირილ სემენიოვი.

თუმცა, kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში, რამდენიმე ექსპერტი აცხადებს, რომ ბოლომდე არ არის დადასტურებული ჩეჩნეთის ხელისუფლება ნამდვილად ტერორისტებზე ნადირობს თუ არა, რადგან “კადიროვი ამ გზით მეტოქეებს ყველაზე ადვილად იშორებს...”

ალექსანდრე პერენჯევის თქმით, კადიროვი თავად წყვეტს, მისთვის ვინ არის მისაღები და ვინ არა, ამისთვის კი კარგი გზაა ტერორისტის იარლიყის მიწებება. ასეთი დამოკიდებულება კი რეალურად წარმოშობს საფრთხეს, რომ ვიღაცები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირონ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია ჩრდილო კავკასიასთან. მისივე ცნობით, მებრძოლების გადინების კუთხით, ეს რეგიონი ძალიან აქტიურია, რაც სხვადასხვა იდეოლოგიური თვალსაზრისის გარდა, ”მწვანე კაპიტალითაც” არის განპირობებული. ექსპერტის თქმით, პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო ვერ აგვარებს, არის “ისლამური სახელმწიფოდან” დაბრუნებული მებრძოლების ინტეგრაცია...

“ჩრდილოეთ კავკასია მარტო არ არის, - მებრძოლები არიან საქართველოდანაც და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ აფრიკიდან, კონკრეტულად ტუნისიდანაც კი, სადაც ყველაზე “წარმატებულად” ჩატარდა “არაბული გაზაფხული”. “ისლამური სახელმწიფოდან” 6 ათასი მეომარი დაბრუნდა და ახლა მთელი მსოფლიო თავს იმტრევს, როგორ მოხდეს მათი ინტეგრაცია... იგივე ხდება საფრანგეთში.

ერთი “გამოსავალი” არის მათი ციხეში გაშვება, მაგრამ იქიდან გამოსვლის შემდეგ, მათი ნაწილი “მოძრავი ბომბი” იქნება და კაცმა არ იცის, სად რას გააკეთებენ.

- ოჯახების ინტეგრაციის თემა ძალიან მტკივნეულია საქართველოსთვისაც...

- დიახ, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი დაბრუნდა პანკისის ხეობაში და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე არავის უზრუნია - მათზე სახელმწიფოს პრაქტიკულად, არ უზრუნია.

ინტრეგაციის კუთხით, იგივე ხდება ჩრდილოეთ კავკასიაშიც, თუმცა, იქ არის კადიროვის ფაქტორიც, რომელიც ადგილობრივებს “მისაღებ” და “მიუღებელ” კატეგორიად ჰყოფს და ძნელია გაიმიჯნოს, ვინ არის პოტენციური მებრძოლი და ვინ ცდილობს ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. ამის გამოძახილია ის, რაც ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება.

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია