პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოპარული 100 მილიონი და 41 000-ზე მეტი დაზარალებული - კიბერდანაშაულებრივი ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი საქართველოში დააკავეს
მოპარული 100 მილიონი და 41 000-ზე მეტი დაზარალებული - კიბერდანაშაულებრივი ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი საქართველოში დააკავეს

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ქსე­ლის ლი­დერს და მის ასის­ტენტს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, კომ­პლექ­სუ­რი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლი, რო­მე­ლიც აშშ-სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა­გან 100 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მო­სა­პა­რად GozNym-ის მავ­ნე პროგ­რა­მას იყე­ნებ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ი­შა­ლა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის გა­მო­სავ­ლე­ნად, ოთხ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მი­მართ უპ­რე­ცე­დენ­ტო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც აშშ-ს, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნას, მოლ­დო­ვას, გერ­მა­ნი­ას, ბულ­გა­რეთს, ევ­რო­პოლ­სა და ევ­რო­ჯასტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად იყო ჩარ­თუ­ლი აშშ-ის პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის და­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა და ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს პიტსბურ­გის სა­ვე­ლე ოფი­სი, ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვის, ვერ­დე­ნის (გერ­მა­ნია), ბულ­გა­რე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რებ­თან და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ას­თან, მოლ­დო­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რატ­თან, გერ­მა­ნი­ის ლუნ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ას­თან, ბულ­გა­რე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­თან, ევ­რო­პოლ­თან და ევ­რო­ჯასტთან ერ­თად.

სა­ქარ­თვე­ლო­დან, აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ორი წლის მან­ძილ­ზე, ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ტარ­დე­ბო­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ქსე­ლის იმ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, რომ­ლე­ბიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

„ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ორი პირი. GozNym-ის ქსე­ლის ლი­დე­რის და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის - ა.კ.-ს (რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ზედ­მეტ­სა­ხე­ლით “None”), აგ­რეთ­ვე მისი მთა­ვა­რი ასის­ტენ­ტის, მ.კ.-ს (რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ზედ­მეტ­სა­ხე­ლით “Phantom”) მი­მართ და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ა.კ. და მ.კ., სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2019 წლის 8 მა­ისს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მათ იმა­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

კერ­ძოდ, NONE-ს და PHANTOM-ს ბრა­ლად ედე­ბათ აშშ-ს ათამ­დე კომ­პა­ნი­ის მი­მართ ჩა­დე­ნილ შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე: კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის­თვის (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 284-ე მუხ­ლი); კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­დან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვოდ მო­პო­ვე­ბი­სა და მათი უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბის­თვის, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (158-ე მუხ­ლი); კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის (285-ე მუხ­ლი); ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქურ­დო­ბის­თვის, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (177-ე მუხ­ლი).

2019 წლის 9 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა ა.კ.-ს (NONE-ს) და მ.კ.-ს (PHANTOM-ს) პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნის სხდო­მა და მათ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა.

საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა“,-ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მოპარული 100 მილიონი და 41 000-ზე მეტი დაზარალებული - კიბერდანაშაულებრივი ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი საქართველოში დააკავეს

მოპარული 100 მილიონი და 41 000-ზე მეტი დაზარალებული - კიბერდანაშაულებრივი ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი საქართველოში დააკავეს

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა, სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოძიებო ღონისძიებაში ერთობლივად იყო ჩართული აშშ-ის პენსილვანიის შტატის დასავლეთ რაიონის პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისი, ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ვერდენის (გერმანია), ბულგარეთის პროკურატურებთან და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის პოლიციასთან, მოლდოვის გენერალური პოლიციის ინსპექტორატთან, გერმანიის ლუნბურგის პოლიციასთან, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალურ დირექტორატთან, ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად.

საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.

„ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის - ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი).

2019 წლის 9 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ა.კ.-ს (NONE-ს) და მ.კ.-ს (PHANTOM-ს) პირველი წარდგენის სხდომა და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას აგრძელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ