ავტორი:

ექიმის ცემაში ბრალდებული მსახიობი რეზი ნასიძე - "აბსურდია, რომ ადამიანს ნარკოტიკის გამო დავარტყი"

ექიმის ცემაში ბრალდებული მსახიობი რეზი ნასიძე - "აბსურდია, რომ ადამიანს ნარკოტიკის გამო დავარტყი"

ის, რომ ადამიანს ნარკოტიკის გამო დავარტყი, აბსურდია, ეს ასე არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებულმა მსახიობმა, რეზი ნასიძემ განუცხადა.

მან მის ბრალდებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მასსა და ექიმს შორის დაპირისპირება ნარკოტიკის გამო არ მომხდარა.

„საერთოდ, ასეთი აზრი როგორ იბადება, ვერ ვხვდები. კლინიკაში სასწრაფომ მიმიყვანა, იქ ნარკოტიკისთვის მივედი და უარის გამო ავდექი და ექიმი ვცემე? თან ცემასა და ლოგინიდან ადგომის გარეშე ერთ დარტყმას შორის დიდი სხვაობაა, რომელსაც საფუძვლად რა უდევს, ლოგიკურად შეიძლება დაინახო. ერთხელ ადამიანს მწოლიარე რომ დაარტყამ, ლოგიკურად სხვა მიზეზი უნდა იყოს. ნარკოტიკი ლოგიკური მიზეზი არ არის", - განაცხადა ნასიძემ.

როგორც მსახიობი აცხადებს, ის დემონსტრაციულად დასაჯეს.

„უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი დაკავება და რაღაც დროით დასჯა, ძალიან დემონსტრაციულად მოხდა. თითქოს, წინასწარვე გამომიტანეს განაჩენი. ჩემი აზრით, რასაც ბევრი არგუმენტი უდევს საფუძვლად, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ტელევიზიით გაჟღერდა ეს ამბავი, გახმაურდა. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ამისთვის შეიძლება ადამიანს მოექცნენ ისე, როგორც მე მომექცნენ, დემონსტრაციულად მოხდა ჩემი დასჯა.

უკმაყოფილების გრძნობა მაქვს ჟურნალისტების და ტელევიზიების მიმართ, რომლებმაც თავდაპირველად არაადეკვატურად გააშუქეს ეს მოვლენა კლინიკის წარმომადგენლის „ფეისბუქზე" მოყოლილი ზღაპრიდან", - განაცხადა ნასიძემ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. კერძოდ კი, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი, გამომძიებელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელმაც ნასიძე კლინიკაში გადაიყვანა.

მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა სასამართლოში განაცხადა, რომ რეზი ნასიძე შველას ითხოვდა, ძლიერი თავის ტკივილები და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მისივე ცნობით, ნასიძე გამოკვლევის მიზნით, სტაციონარში გადაიყვანეს.

კლინიკის დაცვის თანამშრომელთან კითხვები ჰქონდა თავად ბრალდებულსაც. ნასიძემ მას ჰკითხა, მიაყენა თუ არა ექიმმა შეურაცხყოფა და უთხრა, თუ არა, რომ ის უზრდელი იყო. მას მსახიობმა ასევე ჰკითხა, მომხდარის გამო მოუხადა თუ არა იქ მყოფებს ნასიძემ ბოდიში. რაც დაცვის თანამშრომელმა დაადასტურა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ივნისს, 16:00 საათზე დაინიშნა.

მსახიობ რეზი ნასიძესა და ექიმ ნოე ბერიშვილს შორის ინციდენტი მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ნასიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი სიცხით შეიყვანა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, კონფლიქტი პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 13 წუთში დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე იანვარში დააკავა.

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება - 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს