სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?
საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ზუგ­დიდს სა­არ­ჩევ­ნო "სტა­ლიგ­რა­დად" გა­ნი­ხი­ლავს, ანუ ამ ქა­ლაქ­ში ბრძო­ლის მო­გე­ბამ შე­საძ­ლოა, დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მთა­ვა­რი "ომის" მო­გე­ბა-წა­გე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2020 წელს გა­ი­მარ­თე­ბა.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ერთ მხა­რეს არის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვ­სი - ამომ­რჩევ­ლის­თვის ასო­ცი­ა­ცია ისე­თია, რომ თუ აძ­ლევ ხმას რუ­ლოვსს, აძ­ლევ ხმას სა­ა­კაშ­ვილს.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ზუგ­დი­დის მერი სან­დრა რუ­ლოვ­სი გახ­და. ეს „ოც­ნე­ბის­თვის“ მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი დარ­ტყმა არ იქ­ნე­ბა. ერთი მხრივ, ზუგ­დი­დის მე­რია მთე­ლი თა­ვი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პრაქ­ტი­კულ პო­ლი­გო­ნად გა­და­იქ­ცე­ვა და ის 2013 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტებს.

მე­ო­რე მხრივ, 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი, "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ე.წ. ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის (რომ­ლებ­საც არც „ოც­ნე­ბა“ მოს­წონთ, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბა სურს) მო­ტი­ვა­ცია კი უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

მე­სა­მე - ზუგ­დიდ­ში და­მარ­ცხე­ბამ შე­საძ­ლოა, "ოც­ნე­ბა­ში" მო­რიგ შიდა გარ­ჩე­ვებს და­უ­დოს სა­ფუძ­ვე­ლი, რაც პარ­ტი­ა­ში რყე­ვებს გა­მო­იწ­ვევს.

თუ ზუგ­დი­დის არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი (გეგა) შენ­გე­ლია, ეს უკვე დიდი მო­რა­ლუ­რი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის და მთლი­ა­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის". მმარ­თვე­ლი პარ­ტია 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა და ზუგ­დი­დის მა­გა­ლითს პი­ა­რის­თვის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ფორ­მით: "რა აქვთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სა­ლა­პა­რა­კო სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოლი ზუგ­დი­დის მე­რის არ­ჩევ­ნებ­შიც კი ვერ იმარ­ჯვებს?!".

ზუგ­დიდ­ში მარ­ცხი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს იმ ამომ­რჩე­ველ­ზეც, რო­მე­ლიც „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ჯიბ­რით" აძ­ლევს ხმას და შე­საძ­ლოა, 2020 წლის­თვის მათი ხმე­ბი გა­და­ნა­წილ­დეს სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ბლო­კებ­ზე.

სა­არ­ჩევ­ნო „სტა­ლინ­გრა­დის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა მხა­რე­ებს კარ­გად ეს­მით. სწო­რედ ამი­ტო­მაც, ამ ქა­ლაქ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ თა­ვი­სი აქ­ტი­ვის ლა­მის 100% ზუგ­დიდ­ში გა­და­ის­რო­ლა (რო­მან გო­ცი­რი­ძეს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, 5000 აქ­ტი­ვის­ტი), მო­ბი­ლი­ზე­ბას ახ­დენს „ოც­ნე­ბაც“ - სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დიდი ნა­წი­ლი 19 მა­ისს ამ ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში იქ­ნე­ბა შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც.

ამ არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სცე­სე­ბი­სა და ინ­ცი­დენ­ტე­ბის საფრ­თხე იზ­რდე­ბა. წი­ნას­წარ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თუ შენ­გე­ლი­ამ გა­ი­მარ­ჯვა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" არ­ჩევ­ნებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს და "რუს­თა­ვი 2" უწყვეტ ლა­ივ­ში და­ი­წყებს აქ­ცი­ებს, პი­კე­ტებს და ა.შ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი თა­ვის მხრივ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა, რუ­ლოვ­სის გა­მარ­ჯვე­ბა არ და­უშ­ვას.

ასე რომ, მშვი­დო­ბი­ან 19 მა­ისს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?

საარჩევნო "სტალინგრადი", ანუ რა დევს სასწორზე ზუგდიდში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისთვის"?

რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდს საარჩევნო "სტალიგრადად" განიხილავს, ანუ ამ ქალაქში ბრძოლის მოგებამ შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს მთავარი "ომის" მოგება-წაგებაზე, რომელიც 2020 წელს გაიმართება.

რატომ? იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი - ამომრჩევლისთვის ასოციაცია ისეთია, რომ თუ აძლევ ხმას რულოვსს, აძლევ ხმას სააკაშვილს.

წარმოვიდგინოთ, რომ ზუგდიდის მერი სანდრა რულოვსი გახდა. ეს „ოცნებისთვის“ მხოლოდ მორალური დარტყმა არ იქნება. ერთი მხრივ, ზუგდიდის მერია მთელი თავისი ადმინისტრაციით, სააკაშვილისთვის პრაქტიკულ პოლიგონად გადაიქცევა და ის 2013 წლის შემდეგ პირველად მოიპოვებს საქართველოში კონკრეტულ სახელისუფლებო ბერკეტებს.

მეორე მხრივ, 2020 წლის არჩევნებზე უფრო მოტივირებული იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, "ოცნების" მხარდამჭერების და განსაკუთრებით, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის (რომლებსაც არც „ოცნება“ მოსწონთ, მაგრამ ხელისუფლებაში არც "ნაცმოძრაობის" დაბრუნება სურს) მოტივაცია კი უფრო რთული იქნება.

მესამე - ზუგდიდში დამარცხებამ შესაძლოა, "ოცნებაში" მორიგ შიდა გარჩევებს დაუდოს საფუძველი, რაც პარტიაში რყევებს გამოიწვევს.

თუ ზუგდიდის არჩევნებს მოიგებს "ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, ეს უკვე დიდი მორალური დარტყმა იქნება პირადად სააკაშვილისთვის და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობისთვის". მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის მომგებიან პოზიციაში იქნება და ზუგდიდის მაგალითს პიარისთვის აქტიურად გამოიყენებს, დაახლოებით ასეთი ფორმით: "რა აქვთ "ნაციონალებს" სალაპარაკო საქართველოს მასშტაბით, როცა სააკაშვილის ცოლი ზუგდიდის მერის არჩევნებშიც კი ვერ იმარჯვებს?!".

ზუგდიდში მარცხი, დიდი ალბათობით, დიდ გავლენას მოახდენს იმ ამომრჩეველზეც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების "ჯიბრით" აძლევს ხმას და შესაძლოა, 2020 წლისთვის მათი ხმები გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებზე.

საარჩევნო „სტალინგრადის“ მნიშვნელობა მხარეებს კარგად ესმით. სწორედ ამიტომაც, ამ ქალაქში უპრეცედენტო მობილიზაციაა - "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი აქტივის ლამის 100% ზუგდიდში გადაისროლა (რომან გოცირიძეს თუ დავუჯერებთ, 5000 აქტივისტი), მობილიზებას ახდენს „ოცნებაც“ - საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი 19 მაისს ამ ქალაქში იქნება და არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში იქნება შს მინისტრი გიორგი გახარიაც.

ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ექსცესებისა და ინციდენტების საფრთხე იზრდება. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ შენგელიამ გაიმარჯვა, "ნაცმოძრაობა" არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და "რუსთავი 2" უწყვეტ ლაივში დაიწყებს აქციებს, პიკეტებს და ა.შ. "ქართული ოცნება“ კი თავის მხრივ, ყველანაირად შეეცდება, რულოვსის გამარჯვება არ დაუშვას.

ასე რომ, მშვიდობიან 19 მაისს გისურვებთ!

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები