15 მაისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე. 33 წლის სამხედრო, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კონტრაქტორი იყო.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, სანადირო თოფი.
გარდაცვლილ პაატა ჩხაიძეს მეუღლე და ორი შვილი - ქალ-ვაჟი დარჩა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.