პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატერდამის მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ძალიან მალე ქართველ მკითხველსაც შეეძლება
კატერდამის მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ძალიან მალე ქართველ მკითხველსაც შეეძლება

ექ­ვსი ყვე­ლას­გან უარ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი გრი­შა­ვერ­სის მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ში გამ­დიდ­რე­ბის­თვის ის­წრაფ­ვის. აქ ყვე­ლა­ზე რთუ­ლია სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩე. მუდ­მი­ვი გაქ­ცე­ვა, ბრძო­ლა, დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა- ეს ისაა რისი ატა­ნაც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ მთა­ვარ გმი­რებს უწევთ. ლი ბარ­დუ­გო თა­ვის ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ წიგნ­ში, ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხით წარ­მო­ა­ჩენს. მუდ­მი­ვი დი­ნა­მი­კა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის თან­მდე­ვი ხდე­ბა. ისი­ნი ქურ­დო­ბენ, უამ­რავ­ჯერ იქ­ცე­ვი­ან არას­წო­რად და გა­სამ­დიდ­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მათი არც თუ ისე მო­სა­წო­ნი საქ­ცი­ე­ლე­ბი­სა, თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სით ლი ბარ­დუ­გო მკი­თხვე­ლის­თვის იმის ჩვე­ნე­ბას ცდი­ლობს, რომ ხში­რად ჩვენ­ვე ვუ­ბიძ­გებთ ადა­მი­ა­ნებს სწორ გზას გა­და­უხ­ვი­ონ და არა­ფერს ვუ­ტო­ვებთ ისეთს, რის გა­მოც უკან და­ხე­ვას მო­ი­სურ­ვე­ბენ და შეძ­ლე­ბენ.

ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რიც გა­რეგ­ნუ­ლად თით­ქოს იმ სამ­ყა­როს ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც შექ­მნა. გო­თი­კუ­რი სტი­ლი­თა და იდუ­მა­ლი გა­რეგ­ნო­ბით ის ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა. მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს და ცდი­ლობს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას გა­ეც­ნოს. იკ­ვლევს მი­თო­ლო­გი­ას და ეძებს მას­ში რა­ღაც ახალს, სა­ინ­ტე­რე­სოს. რო­გორც ამ­ბობს, დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ოს­ტე­ო­ნეკ­რო­ზი სჭირს, რო­მე­ლიც ითარ­გმნე­ბა, რო­გორც „ძვლე­ბის სიკ­ვდი­ლი“. სა­ინ­ტე­რე­სოა რომ იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რი კაზი. ავ­ტორ­მა თით­ქოს თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი უწი­ლა­და პერ­სო­ნაჟს, ეს უფრო მე­ტად ქმნის იმის წარ­მოდ­გე­ნას, რომ ლი ბარ­დუ­გო „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის“ არა მხო­ლოდ ავ­ტო­რი, არა­მედ მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი­ცაა. მალე ავ­ტო­რის მიერ შექ­მნილ მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ზე სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას “Netflix”-იც გეგ­მავს.

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის, გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძის თქმით მწერ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო წე­რის სტი­ლი მა­შინ­ვე ით­რევს მკი­თხველს და თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მის­თვის.

„ლი ბარ­დუ­გო ფენ­ტე­ზის ჟან­რის მწე­რა­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ფაქ­ტი რომ „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­ულ­ში“ მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბან­დებ­სა და დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და არა სა­მე­ფო კა­რის ირ­გვლივ, რაც უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ამ ჟანრ­ში. ავ­ტორს ძა­ლი­ან კარ­გად აქვს აღ­წე­რი­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა, კარ­გად აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მისი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ამ სამ­ყა­როს უფრო ახ­ლოს გა­ვეც­ნოთ და არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი წო­დე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც შე­ვის­წავ­ლოთ. ლი ბარ­დუ­გოს სა­ინ­ტე­რე­სო სტი­ლი აქვს შერ­ჩე­უ­ლი, ის ექ­ვსი­ვე პერ­სო­ნა­ჟის თვა­ლით გვიჩ­ვე­ნებს სი­უ­ჟეტს და ასე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მკი­თხვე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი ხდე­ბა. ავ­ტორს გრი­შა­ვერ­სის სამ­ყა­რო­ზე ბევ­რი წიგ­ნი აქვს და­წე­რი­ლი. ძა­ლი­ან მალე კი ქარ­თველ მკი­თხველს ლი ბარ­დუ­გოს მიერ შექ­მნი­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი­დან ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის ამ­ბის გაც­ნო­ბა შე­ეძ­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წიგ­ნის ქარ­თულ გა­მო­ცე­მას თან­დარ­თუ­ლი ექ­ნე­ბა ორი რუკა, გრი­შა­ვერ­სი­სა და კე­ტერ­და­მის- იმ ქა­ლა­ქე­ბის სა­დაც უშუ­ა­ლოდ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ეს კი უფრო რე­ა­ლურს და აღ­ქმადს გახ­დის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ამ წიგნ­ში აღ­წე­რილ სამ­ყა­როს.“

„ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ფან­ტას­ტი­კით გა­ტა­ცე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის. ის ემო­ცი­ე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქ გა­და­ა­წყდე­ბით ნამ­დვი­ლად ვერ დაგ­ტო­ვე­ბენ გულ­გრილს. პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებთ კა­ტერ­და­მის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ყველ­გან საფრ­თხე მო­გე­ლით. კაზ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდე­ბით სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­დარ­ჩე­ნის იმე­დით, თან გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ერ­თა­დერ­თი ხსნა ის იქ­ნე­ბა, თუ ყვა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ხო­ცა­ვენ. ძა­ლი­ან მალე ამ ყვე­ლაფ­რის გან­ცდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ მკი­თხველ­საც ექ­ნე­ბა. ლი ბარ­დუ­გოს „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ ლი­ბერ­თინ­სის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ითარ­გმნა და წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე (30 მა­ი­სი­დან 2 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით) თა­ვის მკი­თხველს ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კატერდამის მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ძალიან მალე ქართველ მკითხველსაც შეეძლება

კატერდამის მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ძალიან მალე ქართველ მკითხველსაც შეეძლება

ექვსი ყველასგან უარყოფილი ადამიანი გრიშავერსის მაგიურ სამყაროში გამდიდრებისთვის ისწრაფვის. აქ ყველაზე რთულია სიკვდილს გადაურჩე. მუდმივი გაქცევა, ბრძოლა, დაბრკოლებების გადალახვა- ეს ისაა რისი ატანაც მიზნის მისაღწევად „ყვავების ექვსეულის“ მთავარ გმირებს უწევთ. ლი ბარდუგო თავის ზემოთ ხსენებულ წიგნში, ადამიანებს საინტერესო სახით წარმოაჩენს. მუდმივი დინამიკა და თავგადასავლები ყვავების ექვსეულის პერსონაჟების თანმდევი ხდება. ისინი ქურდობენ, უამრავჯერ იქცევიან არასწორად და გასამდიდრებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, მიუხედავად მათი არც თუ ისე მოსაწონი საქციელებისა, თითეული მათგანი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ნაწარმოების შინაარსით ლი ბარდუგო მკითხველისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ხშირად ჩვენვე ვუბიძგებთ ადამიანებს სწორ გზას გადაუხვიონ და არაფერს ვუტოვებთ ისეთს, რის გამოც უკან დახევას მოისურვებენ და შეძლებენ.

ნაწარმოების ავტორიც გარეგნულად თითქოს იმ სამყაროს ნაწილია, რომელიც შექმნა. გოთიკური სტილითა და იდუმალი გარეგნობით ის ნამდვილად გამოირჩევა. მუდმივად მოგზაურობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქვეყნის კულტურას გაეცნოს. იკვლევს მითოლოგიას და ეძებს მასში რაღაც ახალს, საინტერესოს. როგორც ამბობს, დეგენერაციული დაავადება ოსტეონეკროზი სჭირს, რომელიც ითარგმნება, როგორც „ძვლების სიკვდილი“. საინტერესოა რომ იგივე დაავადებით იტანჯება „ყვავების ექვსეულის“ მთავარი გმირი კაზი. ავტორმა თითქოს თავისი ტკივილი უწილადა პერსონაჟს, ეს უფრო მეტად ქმნის იმის წარმოდგენას, რომ ლი ბარდუგო „ყვავების ექვსეულის“ არა მხოლოდ ავტორი, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირიცაა. მალე ავტორის მიერ შექმნილ მაგიურ სამყაროზე სერიალის გადაღებას “Netflix”-იც გეგმავს.

პროექტის მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის თქმით მწერლის საინტერესო წერის სტილი მაშინვე ითრევს მკითხველს და თითოეულ პერსონაჟს ძალიან საინტერესოს ხდის მისთვის.

„ლი ბარდუგო ფენტეზის ჟანრის მწერალია. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ „ყვავების ექვსეულში“ მოქმედება მიმდინარეობს ბანდებსა და დაჯგუფებებს შორის და არა სამეფო კარის ირგვლივ, რაც უფრო მეტად გავრცელებულია ამ ჟანრში. ავტორს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ურბანული ცხოვრება, კარგად აქვს გათვალისწინებული მისი თითოეული დეტალი, რაც საშუალებას გვაძლევს ამ სამყაროს უფრო ახლოს გავეცნოთ და არა მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელი ადამიანების, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაც შევისწავლოთ. ლი ბარდუგოს საინტერესო სტილი აქვს შერჩეული, ის ექვსივე პერსონაჟის თვალით გვიჩვენებს სიუჟეტს და ასე თითოეული მათგანი განსხვავებული და მკითხველისთვის საყვარელი ხდება. ავტორს გრიშავერსის სამყაროზე ბევრი წიგნი აქვს დაწერილი. ძალიან მალე კი ქართველ მკითხველს ლი ბარდუგოს მიერ შექმნილი ჯადოსნური ქვეყნის ისტორიებიდან ყვავების ექვსეულის ამბის გაცნობა შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის ქართულ გამოცემას თანდართული ექნება ორი რუკა, გრიშავერსისა და კეტერდამის- იმ ქალაქების სადაც უშუალოდ ვითარდება მოვლენები. ეს კი უფრო რეალურს და აღქმადს გახდის ქართველი მკითხველისთვის ამ წიგნში აღწერილ სამყაროს.“

„ყვავების ექვსეული“ ახალი და საინტერესო თავგადასავალი იქნება ფანტასტიკით გატაცებული მკითხველისთვის. ის ემოციები და თავგადასავლები, რომლებსაც აქ გადააწყდებით ნამდვილად ვერ დაგტოვებენ გულგრილს. პერსონაჟებთან ერთად იმოგზაურებთ კატერდამის ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველგან საფრთხე მოგელით. კაზთან ერთად აღმოჩნდებით სამყაროს განადგურების მოლოდინში გადარჩენის იმედით, თან გეცოდინებათ, რომ ერთადერთი ხსნა ის იქნება, თუ ყვავები ერთმანეთს დახოცავენ. ძალიან მალე ამ ყველაფრის განცდის შესაძლებლობა ქართველ მკითხველსაც ექნება. ლი ბარდუგოს „ყვავების ექვსეული“ ლიბერთინსის კამპანიის ფარგლებში ითარგმნა და წიგნის ფესტივალზე (30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით) თავის მკითხველს ელოდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს