კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ და პირველი ქართველი მწერალი, რომელიც აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალზე მიიწვიეს
„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ და პირველი ქართველი მწერალი, რომელიც აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალზე მიიწვიეს

ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ბა­ლი­ზე, აზი­ის წამ­ყვან კულ­ტუ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ UBUD WRITERS & READERS FESTIVAL-ზე პირ­ვე­ლად მი­იწ­ვი­ეს. ეს მწე­რა­ლი ალე­კო შუღ­ლა­ძეა, რო­მე­ლიც თა­ვის რო­მანს “გა­და­მალ­ვა“ 23-27 ოქ­ტომ­ბერს სამ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გენს.

ნა­წარ­მო­ებ­მა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ქარ­თველ მკი­თხველ­შიც. ის 2017 წელს პრე­მია „სა­ბას“ მფლო­ბე­ლია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი. მალე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ავ­ტო­რის ახალ რო­მანს „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“ გა­მოს­ცემს. რო­გორც ავ­ტო­რი გან­მარ­ტავს, ეს რო­მა­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად „გა­და­მალ­ვის“ გაგ­რძე­ლე­ბაა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ემიჯ­ნე­ბა კი­დეც მას.

ახალ რო­მან­ში ავ­ტო­რი მსუ­ბუ­ქი იუ­მო­რი­სა და ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ღრმა და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე ფიქ­რს სთა­ვა­ზობს მკი­თხველს და უამ­რავ რა­მე­ზე უც­ვლის წარ­მოდ­გე­ნას. წიგ­ნის წარ­დგე­ნა 23 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

რა მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან „გა­და­მალ­ვა­სა“ და თქვენს ახალ რო­მანს „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნელს“?

მე მინ­დო­და ტრი­ლო­გი­ის გა­კე­თე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მე­ო­რე რო­მა­ნი, რო­გორც ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლი, ისე ჩა­ვი­ფიქ­რე. პირ­ველ რო­მან­ში სა­ერ­თოდ სხვა სი­უ­ჟე­ტია, მე­ო­რე­ში კი სა­ერ­თოდ სხვა. მინ­და მე­სა­მე რო­მა­ნის და­წე­რაც, სა­დაც ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი გან­ვი­თარ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს სამი ნა­წარ­მო­ე­ბი ტრი­ლო­გი­ის ნა­წი­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ცალ­კეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნის წარ­მოდ­გე­ნა. "გა­და­მალ­ვას­თან" შე­და­რე­ბით, "ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი" გა­ცი­ლე­ბით უფრო სი­უ­ჟე­ტუ­რია. უფრო მე­ტად იგ­რძნო­ბა დი­ნა­მი­უ­რო­ბა. აქ დე­ტექ­ტი­უ­რი ხა­ზის შე­მო­ღე­ბაც დამ­ჭირ­და. ეს ხაზი პირ­ველ ნა­წილ­შიც ჩანს. ზო­გა­დად, მიყ­ვარს, რო­მან­ში მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის შე­მო­ტა­ნა, რად­გან ჩემ­ში დევს ეს ძი­ე­ბის მო­მენ­ტი.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერს თქვე­ნი ახა­ლი რო­მა­ნის სა­ხე­ლი. არის თუ არა ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?

რო­გორც „გა­და­მალ­ვა" ეს ნა­წარ­მო­ე­ბიც ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, კი­დევ და­ე­მა­ტა, ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როც, მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მიც. ამი­ტომ ამას მთლად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ­საც ვერ და­ვარ­ქმევთ. ჩემი რუ­სეთ­ში ყოფ­ნის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი გა­ვა­ერ­თი­ა­ნე ამ რო­მან­ში.

მთა­ვა­რი გმი­რი საშა ხუ­ბო­ვი ჩემი ალ­ტერ ეგოა. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხმოც­და­ა­თი პრო­ცენ­ტი ამ პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბი­დან ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. სხვა­თა­შო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეც სა­შას მე­ძახ­დნენ, რად­გან ალექ­სან­დრე მქვია. გვარს რაც შე­ე­ხე­ბა ეს დე­და­ჩე­მის გვა­რია, რო­მე­ლიც "გა­და­მალ­ვა­შიც" გვხვდე­ბა. ანუ ძი­რი­თა­დად ეს პერ­სო­ნა­ჟი გად­მოს­ცემს ჩემს მთა­ვარ სათ­ქმელს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა და­ნარ­ჩენ გმი­რებ­შიც ჩავ­დე რა­ღაც ისე­თი, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

წერა 1990-იან წლებ­ში და­ი­წყეთ, თუმ­ცა შემ­დეგ 15 წლი­ა­ნი პა­უ­ზა გქონ­დათ, ვიდ­რე „გა­და­მალ­ვას“ და­წერ­დით. რა­ტომ ამ­ხე­ლა პა­უ­ზა და რას ნიშ­ნავს ეს პე­რი­ო­დი თქვენ­თვის?

მარ­თა­ლია, წერა 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ვი­წყე. 2002 წელს დავ­ბეჭ­დე რო­მა­ნი „სამ­სა­რა“, რომ­ლის შემ­დე­გაც 15 წელი გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამ დროს და­მა­ინ­ტე­რე­სა სუ­ლი­ერ­მა სა­კი­თხებ­მა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვი­და. სწო­რედ ამი­ტომ ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად წერა გა­მი­ჭირ­და. სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა და­ვი­წყე, წა­ვე­დი ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც მყავ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, გურუ, რო­მელ­საც მო­წა­ფე­ე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჰყავ­და და მეც მისი მო­წა­ფე გავ­ხდი. ვსწავ­ლობ­დი ვა­იშ­ნა­ვიზმს. ვა­იშ­ნა­ვე­ბი კრიშ­ნას მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. მეც ამ პრაქ­ტი­კას მივ­დევ დღემ­დე. თუმ­ცა, 2010 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მეც მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ზე გად­მო­ვერ­თე. 2014 წელს დე­და­ჩე­მიც გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ყვე­ლაფ­რის მერე ჩემ­ში ისევ ძველ­მა, ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბამ გა­იღ­ვი­ძა და წე­რის გაგ­რძე­ლე­ბა მო­მინ­და. სა­კუ­თარ საქ­მეს და­ვუბ­რუნ­დი.

მკი­თხვე­ლი ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­რის სტი­ლი გაქვთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვენ­თან ახ­ლოს რო­მე­ლი მწე­რი­ა­ლია?

ასე­თი ხუთი ავ­ტო­რი მახ­სენ­დე­ბა. ესე­ნია: ალ­ბერ კა­მიუ, მი­ხა­ელ ბულ­გა­კო­ვი, მი­ლან კუნ­დერა, ჩარლზ ბუ­კოვ­სკი და დოს­ტო­ევ­სკი. სხვა­თა­შო­რის, ვინც ჩემი ახა­ლი რო­მა­ნი წა­ი­კი­თხა, ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა, რომ ის ნა­წი­ლობ­რივ ჰგავს დოს­ტო­ევ­სკის ერთ-ერთ რო­მანს. რა­ღაც მხრივ ვე­თან­ხმე­ბი. გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც ამ ავ­ტორს აქვს, მსურ­და, რომ მეც აღ­მე­წე­რა. მე ის ჩემი ხედ­ვით და­ვა­ნა­ხე მკი­თხველს. მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე შევ­ნიშ­ნე, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვი­საც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კუნ­დერას, მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ ასე­ვე ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა. ის ღრმაა. ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩარლზ ბუ­კოვ­სკი­მაც.

ზო­გა­დად, ჩემი აზ­რით, მწე­რა­ლი სხვა მწერ­ლებ­ზეა აგე­ბუ­ლი და რა­ღაც მხრივ, სხვის გა­მოც­დი­ლე­ბას იყე­ნებს. თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ პირ­და­პირ, ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე რა­ღაც ახა­ლი მო­ი­გო­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ ავ­ტო­რებს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გა­ვიხ­სე­ნებ­დი. იმ სიძ­ლი­ე­რის, სიმ­ტკი­ცის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სი­ლა­ღის, რაც მის ნა­წარ­მო­ე­ბებს ახა­სი­ა­თებს, სწო­რად აღ­წე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია და ჯერ-ჯე­რო­ბით მი­ჭირს.

რო­მა­ნებს გა­მო­ცე­მამ­დე ვის აკი­თხებთ და მათ რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რა თქმა უნდა, მყავს. „გა­და­მალ­ვაც“ წა­ვა­კი­თხე ჩემს მე­გობ­რებს და ახა­ლი რო­მა­ნიც და­ახ­ლო­ე­ბით 5 ადა­მი­ანს ვაჩ­ვე­ნე. მო­ე­წო­ნათ და რჩე­ვე­ბიც მომ­ცეს, ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა რამ მი­თხრა. ზოგი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, ზოგი - არა. მა­გა­ლი­თად, მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, ფი­ნა­ლი შევ­ცვა­ლე ნა­წი­ლობ­რივ. რო­მა­ნის სა­ხელ­წო­დე­ბის შერ­ჩე­ვი­სა­საც ჩემს ორ მე­გო­ბარს ვკი­თხე რჩე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ასე მუ­შა­ო­ბა.

ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლის შე­ძე­ნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, წარ­დგე­ნა კი 23 მა­ისს, 19:00 სა­ათ­ზე ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში (კან­დე­ლა­კის ქუჩა #7) გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/387290798537109/?active_tab=discussion

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ და პირველი ქართველი მწერალი, რომელიც აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალზე მიიწვიეს

„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ და პირველი ქართველი მწერალი, რომელიც აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალზე მიიწვიეს

ქართველი მწერალი ბალიზე, აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალ UBUD WRITERS & READERS FESTIVAL-ზე პირველად მიიწვიეს. ეს მწერალი ალეკო შუღლაძეა, რომელიც თავის რომანს “გადამალვა“ 23-27 ოქტომბერს სამ ლიტერატურულ ღონისძიებაზე წარადგენს.

ნაწარმოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მკითხველშიც. ის 2017 წელს პრემია „საბას“ მფლობელია ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი. მალე კი გამომცემლობა „პალიტრა L” ავტორის ახალ რომანს „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ გამოსცემს. როგორც ავტორი განმარტავს, ეს რომანი გარკვეულწილად „გადამალვის“ გაგრძელებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ემიჯნება კიდეც მას.

ახალ რომანში ავტორი მსუბუქი იუმორისა და ადამიანურ გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს მკითხველს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას. წიგნის წარდგენა 23 მაისს გაიმართება.

რა მთავარი სათქმელი აკავშირებს ერთმანეთთან „გადამალვასა“ და თქვენს ახალ რომანს „ქრონიკული დაღლილობის სურნელს“?

მე მინდოდა ტრილოგიის გაკეთება. სწორედ ამიტომ მეორე რომანი, როგორც ტრილოგიის მეორე ნაწილი, ისე ჩავიფიქრე. პირველ რომანში საერთოდ სხვა სიუჟეტია, მეორეში კი საერთოდ სხვა. მინდა მესამე რომანის დაწერაც, სადაც ასევე განსხვავებული სიუჟეტი განვითარდება. საბოლოოდ, ეს სამი ნაწარმოები ტრილოგიის ნაწილები გახდებიან. თუმცა, ცალკეც შესაძლებელი იქნება თითეული მათგანის წარმოდგენა. "გადამალვასთან" შედარებით, "ქრონიკული დაღლილობის სურნელი" გაცილებით უფრო სიუჟეტურია. უფრო მეტად იგრძნობა დინამიურობა. აქ დეტექტიური ხაზის შემოღებაც დამჭირდა. ეს ხაზი პირველ ნაწილშიც ჩანს. ზოგადად, მიყვარს, რომანში მსგავსი რაღაცების შემოტანა, რადგან ჩემში დევს ეს ძიების მომენტი.

ძალიან საინტერესოდ ჟღერს თქვენი ახალი რომანის სახელი. არის თუ არა ის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები?

როგორც „გადამალვა" ეს ნაწარმოებიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, მაგრამ გარდა ამისა, კიდევ დაემატა, ირეალური სამყაროც, მაგიური რეალიზმიც. ამიტომ ამას მთლად ავტობიოგრაფიულსაც ვერ დავარქმევთ. ჩემი რუსეთში ყოფნის რამდენიმე ეპიზოდი გავაერთიანე ამ რომანში.

მთავარი გმირი საშა ხუბოვი ჩემი ალტერ ეგოა. დაახლოებით ოთხმოცდაათი პროცენტი ამ პერსონაჟის ცხოვრებიდან ავტობიოგრაფიულია. სხვათაშორის უნივერსიტეტში მეც საშას მეძახდნენ, რადგან ალექსანდრე მქვია. გვარს რაც შეეხება ეს დედაჩემის გვარია, რომელიც "გადამალვაშიც" გვხვდება. ანუ ძირითადად ეს პერსონაჟი გადმოსცემს ჩემს მთავარ სათქმელს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაწარმოების სხვა დანარჩენ გმირებშიც ჩავდე რაღაც ისეთი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წერა 1990-იან წლებში დაიწყეთ, თუმცა შემდეგ 15 წლიანი პაუზა გქონდათ, ვიდრე „გადამალვას“ დაწერდით. რატომ ამხელა პაუზა და რას ნიშნავს ეს პერიოდი თქვენთვის?

მართალია, წერა 1990-იანი წლების დასაწყისში დავიწყე. 2002 წელს დავბეჭდე რომანი „სამსარა“, რომლის შემდეგაც 15 წელი გაჩერებული ვიყავი. ამ დროს დამაინტერესა სულიერმა საკითხებმა, მატერიალური უკანა პლანზე გადავიდა. სწორედ ამიტომ ამ ყველაფრის პარალელურად წერა გამიჭირდა. საკუთარი თავის ძიება დავიწყე, წავედი ინდოეთში, სადაც მყავდა მასწავლებელი, გურუ, რომელსაც მოწაფეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჰყავდა და მეც მისი მოწაფე გავხდი. ვსწავლობდი ვაიშნავიზმს. ვაიშნავები კრიშნას მიმდევრები არიან. მეც ამ პრაქტიკას მივდევ დღემდე. თუმცა, 2010 წელს გარდაიცვალა ჩემი მასწავლებელი და მეც მთლიანად საქართველოზე გადმოვერთე. 2014 წელს დედაჩემიც გარდაიცვალა. ამ ყველაფრის მერე ჩემში ისევ ძველმა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებამ გაიღვიძა და წერის გაგრძელება მომინდა. საკუთარ საქმეს დავუბრუნდი.

მკითხველი ხშირად აღნიშნავს, რომ გამორჩეული წერის სტილი გაქვთ. ამ მიმართულებით თქვენთან ახლოს რომელი მწერიალია?

ასეთი ხუთი ავტორი მახსენდება. ესენია: ალბერ კამიუ, მიხაელ ბულგაკოვი, მილან კუნდერა, ჩარლზ ბუკოვსკი და დოსტოევსკი. სხვათაშორის, ვინც ჩემი ახალი რომანი წაიკითხა, ერთხმად აღნიშნა, რომ ის ნაწილობრივ ჰგავს დოსტოევსკის ერთ-ერთ რომანს. რაღაც მხრივ ვეთანხმები. განწყობა, რომელიც ამ ავტორს აქვს, მსურდა, რომ მეც აღმეწერა. მე ის ჩემი ხედვით დავანახე მკითხველს. მინდოდა, ყველაფერი, რაც მე შევნიშნე, ქართული რეალობისთვისაც მეჩვენებინა.

რაც შეეხება კუნდერას, მისმა შემოქმედებამ ასევე ძალიან დამაფიქრა. ის ღრმაა. ასევე დიდი გავლენა იქონია ჩარლზ ბუკოვსკიმაც.

ზოგადად, ჩემი აზრით, მწერალი სხვა მწერლებზეა აგებული და რაღაც მხრივ, სხვის გამოცდილებას იყენებს. თითქმის შეუძლებელია, რომ პირდაპირ, ამ ყველაფრის გარეშე რაღაც ახალი მოიგონო. რაც შეეხება ქართველ ავტორებს, ვაჟა-ფშაველას გავიხსენებდი. იმ სიძლიერის, სიმტკიცის, თავისუფლებისა და სილაღის, რაც მის ნაწარმოებებს ახასიათებს, სწორად აღწერა ძალიან რთულია და ჯერ-ჯერობით მიჭირს.

რომანებს გამოცემამდე ვის აკითხებთ და მათ რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, მყავს. „გადამალვაც“ წავაკითხე ჩემს მეგობრებს და ახალი რომანიც დაახლოებით 5 ადამიანს ვაჩვენე. მოეწონათ და რჩევებიც მომცეს, ყველამ სხვადასხვა რამ მითხრა. ზოგი გავითვალისწინე, ზოგი - არა. მაგალითად, მეგობრების რჩევით, ფინალი შევცვალე ნაწილობრივ. რომანის სახელწოდების შერჩევისასაც ჩემს ორ მეგობარს ვკითხე რჩევა. საინტერესო იყო ასე მუშაობა.

ქრონიკული დაღლილობის სურნელის შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია, წარდგენა კი 23 მაისს, 19:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის ქუჩა #7) გაიმართება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/387290798537109/?active_tab=discussion

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს