საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი
ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი

გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზით მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მი­მართ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა დას­ტურ­დე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­დგე­ნი­ლია იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან წაშ­ლი­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თან ნე­ბი­ე­რი­ძის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას ადას­ტუ­რებს.

გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბამ­დე ფოტო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი წა­შა­ლა. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლად აღად­გი­ნეს.

"სა­სა­მარ­თლომ გა­მო­იკ­ვლია არამ­ხო­ლოდ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, არა­მედ ფო­ტო­მა­სა­ლაც, ექპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ ბრალ­ში იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა. ეს მა­სა­ლა ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან არის აღ­დგე­ნი­ლი. ჩა­ნა­წერ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი, ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს და სა­უ­ბა­რი. ეს არის იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ის ამის გა­და­ღე­ბას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ახ­დენ­და, მაგ­რამ და­კა­ვე­ბამ­დე წა­შა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში აღ­დგა, გა­და­ღე­ბის სა­ა­თის და რი­ცხვის მი­ხედ­ვით.

ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, ხმა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ის­მის, ნამ­დვი­ლად იაგო ნე­ბი­ე­რი­ძი­საა", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა.

"შემ­დეგ პრო­ცეს­ზე წარ­მო­ვად­გენთ დას­კვნით სი­ტყვას და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მო­ვი­თხოვთ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა არ მის­ცა. რო­გორც ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, მისი და­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა დაც­ვის მხა­რეს დღე­საც შე­ეძ­ლო, თუმ­ცა, ად­ვო­კატ­მა ნე­ბი­ე­რი­ძის და­კი­თხვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

„იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე ბრალ­დე­ბის მხა­რეს შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­სა­ძა­ხე­ბელ პირ­თა სი­ა­ში, თუმ­ცა, მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ ხა­სი­ა­თის არ იყო, რომ მტკი­ცე­ბი­თი ხა­სი­ა­თი მი­ნი­ჭე­ბო­და. ამი­ტომ უარი ვთქვით მისი, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მედ და­კი­თხვა­ზე. დაც­ვის მხა­რეს დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზეც ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ე­კი­თხა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და მას სა­ა­მარ­თლოს­თვის ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა, თუმ­ცა, დაც­ვის მხა­რემ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­ა­ყე­ნა და უარი თქვა იაგო ნე­ბი­რი­ძის და­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 21 მა­ისს, 10:30 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას.

ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი

ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს.

გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე ფოტო და ვიდეოჩანაწერი წაშალა. პროკურორის თქმითვე, ექსპერტიზის ფარგლებში ჩანაწერი სრულად აღადგინეს.

"სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით.

ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

"შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლოს წინაშე მოვითხოვთ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ამის საფუძველს გვაძლევს საქმეში არსებული მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა. როგორც ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, მისი დაკითხვის შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს დღესაც შეეძლო, თუმცა, ადვოკატმა ნებიერიძის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

„იაგო ნებიერიძე ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავდა სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაში, თუმცა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ ხასიათის არ იყო, რომ მტკიცებითი ხასიათი მინიჭებოდა. ამიტომ უარი ვთქვით მისი, როგორც ბრალდების მხარის მოწმედ დაკითხვაზე. დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზეც ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა იაგო ნებიერიძე და მას საამართლოსთვის ჩვენება მიეცა, თუმცა, დაცვის მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააყენა და უარი თქვა იაგო ნებირიძის დაკითხვაზე", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს, 10:30 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბიჭი დააკავა

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

"დაჩეხილია, მძინარეს დაარტყა დანა და უყურებდა სულს როგორ ღაფავდა" - თურქეთში მოკლული თამთა ჯანჯღავა სამშობლოში ჩამოასვენეს