საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად
ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­ვსი და­სა­ხე­ლე­ბის მაწ­ვნის სინ­ჯი შე­ა­მოწ­მეს და და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც პარ­კინ­სო­ნი­სა და სხვა რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას უწყობს ხელს. "შორ­სა ვართ იმ აზ­რი­სა­გან, რომ ეს არის წა­მა­ლი, მაგ­რამ ეს არის პრე­ვენ­ცია ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც პარ­კინ­სო­ნიზ­მი, ალ­ცჰა­ი­მე­რი, ან გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია", - წე­რენ მაქს პლან­კის მეც­ნი­ე­რე­ბი.

მა­წო­ნი სუფ­თა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტია და შე­სა­ბა­მი­სი პა­ტენ­ტიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ეს არის რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტი და თა­ვი­სი კა­ტე­გო­რი­ის პრო­დუქ­ტე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას იმი­თაც ხსი­ან, რომ ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ენ­დე­მურ დე­დო­ზე დამ­ზა­დე­ბულ მა­წონს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ია­პო­ნე­ლებ­მაც წა­ი­ღეს მაწ­ვნის შტა­მი, კარ­გად რომ ჩას­წვდო­მოდ­ნენ მის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბებს.

სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი მა­წონს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ამ­ზა­დებ­დნენ და გან­სა­კუთ­რე­ბით უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ დე­დოს დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპტს. არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ მა­წო­ნი და მისი დედო თა­ვის­თა­ვად დამ­ზად­და რძე­ში არ­სე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა­გან. სა­პალ­ნე­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი რძე ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ აიჭ­რა და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ მისი დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს.

და მა­ინც რა­ტომ არის მა­წო­ნი ასე სა­სარ­გებ­ლო?

ენ­დე­მურ დე­დო­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი აწეს­რი­გებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას, ხელს უწყობს მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ჯან­საღ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­დევ­ნას, ამას­თა­ნა­ვე, იცავს ღვიძლს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ძალ­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლია. აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცველ ძა­ლებს და იმუ­ნი­ტეტს, აწეს­რი­გებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს ორ­გა­ნიზ­მში და ხელს უშ­ლის ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­წონს ხში­რად აჭ­მე­ვენ პა­ტა­რებს, რად­გან ის აძ­ლი­ე­რებს მა­დას, აქ­ვე­ი­თებს კუ­ჭის წვე­ნის სეკ­რე­ცი­ას და ამა­ვე დროს, კარ­გად გა­მო­ხა­ტუ­ლი დი­ე­ტუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს.

მა­წო­ნი ძა­ლი­ან კარ­გია იმათ­თვის, ვინც აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა, ამა­ვე დროს, არაჩ­ვე­ულბ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა წო­ნის და­საკ­ლე­ბად და ნა­ბა­ხუ­სე­ვი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად. მა­წო­ნი მდი­და­რია C ვი­ტა­მი­ნით, კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, რკი­ნით, ფოს­ფო­რით და მრა­ვა­ლი სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნით, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი ფაქ­ტიც. მა­წო­ნი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის ენ­დე­მუ­რი დე­დო­თი არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად რძის აჭრა სხვა გზი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ასე ის სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი არ მი­ი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა.

სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი მაწ­ვნის სახ­ლში დამ­ზა­დე­ბაა. თუმ­ცა დღეს გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო, სის­ტე­მა­ტუ­რად მაწ­ვნის გა­კე­თე­ბის დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბევ­რს არ აქვს. ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მაწ­ვნებს შო­რის უნდა გა­ვა­კე­თოთ.

ქარ­ხნის მაწ­ვნის შერ­ჩე­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით მის შე­მად­გენ­ლო­ბას. მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს, ის რძი­თა და მაწ­ვნის დე­დო­თია დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე­თი მა­წო­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ასე­თია „სან­ტი­ნო­სა“ და „ლო­კო­მო­კოს“ სა­ბავ­შვო მა­წო­ნი, რომ­ლე­ბიც მზად­დე­ბა ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ენ­დე­მუ­რი დე­დოს გა­მო­ყე­ნე­ბით. „ლოკო მოკო“ ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტია, რად­გან ეს ის შემ­თხვე­ვაა როცა სა­სარ­გებ­ლო ამავდრო­ლად გემ­რი­ე­ლი­ცაა. ბა­ზარ­ზე „ლოკო მო­კოს“ მაწ­ვნის ორი ვა­რი­ან­ტია ხელ­მი­საწ­ვდო­მი - მა­წო­ნი ნა­ყი­ნი­თა და მა­წო­ნი ვა­ნი­ლით.

რო­გორც „სან­ტე ჯი-ემ-თი“ პრო­დუქ­ტე­ბის პიარ მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ჩა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, „სან­ტეს“ დღემ­დე აქვს შე­ნარ­ჩე­ნე­ბუ­ლი მაწ­ვნის ენ­დე­მუ­რი დე­დოს მო­პო­ვე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია,

„მა­წო­ნი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია და ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა დღეგ­რძე­ლო­ბის მი­ზე­ზი. თუმ­ცა, იმის­თვის რომ მა­წონ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა, ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სან­ტეს დღემ­დე აქვს შე­ნარ­ჩე­ნე­ბუ­ლი მაწ­ვნის ენ­დე­მუ­რი დე­დოს მო­პო­ვე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია, რაც გუ­ლის­ხმობს მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში, გლე­ხებ­თან დე­დოს მოგ­რო­ვე­ბას, სა­წარ­მო­ში ჩა­მო­ტა­ნას, გა­სუფ­თა­ვე­ბას და გამ­რავ­ლე­ბას და შემ­დეგ ყო­ველ­დღი­ურ სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მაწ­ვნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვენ­თვის, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლი ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან შექ­მნი­ლი მა­წო­ნი იყო „სან­ტი­ნო“, რო­მე­ლიც დე­დე­ბის უპი­რო­ბო არ­ჩე­ვა­ნი იყო პა­ტა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ანუ ნამ­დვი­ლი მა­წო­ნი თა­ვის­თა­ვად მჟა­ვეა, ბავ­შებს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ სიმ­ჟა­ვე, პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ას­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით შევ­ქმე­ნით „ლოკო-მო­კოს“ და­სა­ლე­ვი მა­წო­ნი, რო­მე­ლიც იმა­ვე ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან მზად­დე­ბა, თუმ­ცა, ბავ­შვის­თვის გა­ცი­ლე­ბით მო­სა­წო­ნია, რად­გან ტკბი­ლია. ამავდრო­უ­ლად კი, მას­ში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა ზუს­ტად იმ­დე­ნია, რაც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის მიერ „ლოკო მო­კოს“ მა­წონს გა­ე­წია რე­კო­მენ­და­ცია ბავ­შვთათ­ვის 1 წლი­დან,” - გან­მარ­ტავს ნა­თია ჩა­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა - რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

რამდენიმე წლის წინ მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა საქართველოში დამზადებული ექვსი დასახელების მაწვნის სინჯი შეამოწმეს და დაადასტურეს, რომ ქართული მაწონი დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პარკინსონისა და სხვა რთული დაავადების პრევენციას უწყობს ხელს. "შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს არის წამალი, მაგრამ ეს არის პრევენცია ისეთი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც პარკინსონიზმი, ალცჰაიმერი, ან გულის თანდაყოლილი დაავადებებია", - წერენ მაქს პლანკის მეცნიერები.

მაწონი სუფთა ქართული წარმოშობის პროდუქტია და შესაბამისი პატენტიც აქვს მიღებული. ეს არის რძემჟავა პროდუქტი და თავისი კატეგორიის პროდუქტებიდან გამორჩეულად სასარგებლო თვისებების მატარებელია. მეცნიერების ნაწილი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივების სიცოცხლის ხანგრძლივობას იმითაც ხსიან, რომ ისინი ყოველდღიურად გამოიყენებდნენ ენდემურ დედოზე დამზადებულ მაწონს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ იაპონელებმაც წაიღეს მაწვნის შტამი, კარგად რომ ჩასწვდომოდნენ მის უნიკალურ თვისებებს.

სხვათა შორის, ქართველები მაწონს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ამზადებდნენ და განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ დედოს დამზადების რეცეპტს. არსებობს გადმოცემა, რომ მაწონი და მისი დედო თავისთავად დამზადდა რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისაგან. საპალნეზე გადაკიდებული რძე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ აიჭრა და ის საზოგადოებას იმდენად მოეწონა, რომ მისი დამზადება დაიწყეს.

და მაინც რატომ არის მაწონი ასე სასარგებლო?

ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ამასთანავე, იცავს ღვიძლს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ძალზე გადატვირთულია. აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და იმუნიტეტს, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მაწონს ხშირად აჭმევენ პატარებს, რადგან ის აძლიერებს მადას, აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას და ამავე დროს, კარგად გამოხატული დიეტური და სამკურნალო თვისებები აქვს.

მაწონი ძალიან კარგია იმათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ამავე დროს, არაჩვეულბრივი საშუალებაა წონის დასაკლებად და ნაბახუსევიდან გამოსასვლელად. მაწონი მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით და მრავალი სასარგებლო ვიტამინით, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება.

ეს ყველაფერი მეცნიერულად არის დადასტურებული, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც. მაწონი სასარგებლო პროდუქტია იმ შემთხვევაში თუ ის ენდემური დედოთი არის დამზადებული. რეალურად რძის აჭრა სხვა გზითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ასე ის სასარგებლო პროდუქტი არ მიიღება, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა.

საუკეთესო გამოსავალი მაწვნის სახლში დამზადებაა. თუმცა დღეს გადატვირთული რეჟიმის გამო, სისტემატურად მაწვნის გაკეთების დრო და შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. ამიტომ არჩევანის გაკეთება სუპერმარკეტებში შემოთავაზებულ მაწვნებს შორის უნდა გავაკეთოთ.

ქარხნის მაწვნის შერჩევისას აუცილებლად გაეცანით მის შემადგენლობას. მითითებული უნდა იყოს, ის რძითა და მაწვნის დედოთია დამზადებული.

როგორც გავარკვიეთ ქართულ ბაზარზე ასეთი მაწონი ხელმისაწვდომია. ასეთია „სანტინოსა“ და „ლოკომოკოს“ საბავშვო მაწონი, რომლებიც მზადდება ნამდვილი ქართული ენდემური დედოს გამოყენებით. „ლოკო მოკო“ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროდუქტია, რადგან ეს ის შემთხვევაა როცა სასარგებლო ამავდროლად გემრიელიცაა. ბაზარზე „ლოკო მოკოს“ მაწვნის ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი - მაწონი ნაყინითა და მაწონი ვანილით.

როგორც „სანტე ჯი-ემ-თი“ პროდუქტების პიარ მენეჯერი ნათია ჩალაძე განმარტავს, „სანტეს“ დღემდე აქვს შენარჩენებული მაწვნის ენდემური დედოს მოპოვების და გამოყენების უნიკალური ტექნოლოგია,

„მაწონი უნიკალური თვისებების მატარებელი პროდუქტია და ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც კავკასიელ ხალხთა დღეგრძელობის მიზეზი. თუმცა, იმისთვის რომ მაწონმა შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, ენდემური დედოსგან უნდა იყოს დამზადებული. სანტეს დღემდე აქვს შენარჩენებული მაწვნის ენდემური დედოს მოპოვების და გამოყენების უნიკალური ტექნოლოგია, რაც გულისხმობს მაღალმთიან სოფლებში, გლეხებთან დედოს მოგროვებას, საწარმოში ჩამოტანას, გასუფთავებას და გამრავლებას და შემდეგ ყოველდღიურ საწარმოო პროცესში გამოყენებას. ენდემური დედოსგან დამზადებული, ტრადიციული მაწვნის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ის ქართველი ხალხის ყოველდღიური რაციონისთვის ძალიან აუცილებელი და საჭირო კვებითი ღირებულების მატარებელია. წლების განმავლობაში ნამდვილი ენდემური დედოსგან შექმნილი მაწონი იყო „სანტინო“, რომელიც დედების უპირობო არჩევანი იყო პატარებისთვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ენდემური დედოსგან დამზადებული, ანუ ნამდვილი მაწონი თავისთავად მჟავეა, ბავშებს კი მოგეხსენებათ ნაკლებად უყვართ სიმჟავე, პედიატრთა აკადემიასთან ერთად დამატებით შევქმენით „ლოკო-მოკოს“ დასალევი მაწონი, რომელიც იმავე ენდემური დედოსგან მზადდება, თუმცა, ბავშვისთვის გაცილებით მოსაწონია, რადგან ტკბილია. ამავდროულად კი, მასში შაქრის შემცველობა ზუსტად იმდენია, რაც ასაკის შესაბამისად არის ნებადართული, შესაბამისად, პედიატრთა აკადემიის მიერ „ლოკო მოკოს“ მაწონს გაეწია რეკომენდაცია ბავშვთათვის 1 წლიდან,” - განმარტავს ნათია ჩალაძე.

ბინის დაზღვევა ალდაგისგან - სიმშვიდე კარკასიდან რემონტამდე

კომპანიებს სემეკისთვის ტარიფების მატების მოთხოვნით არ მოუმართავთ

როგორ ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში საწარმოებსა და სუპერმარკეტებში